პოლოცკის სამთავრო

პოლოცკის სამთავრო — რუსული სამთავრო, რომელიც შეიქმნა პოლოჩინების ტომობრივი გაერთიანების საფუძველზე. მისი ცენტრი იყო ქ. პოლოცკში. მოიცავდა მდინარეების დასავლეთ დვინის, ბერეზინის, ნემანის აუზებს. 1021 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, პოლოცკის სამთავრომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. XI საუკუნის II ნახევარში პოლოცკის სამთავროს გამოეყო მინსკის, ვიტებსკისა და სხვა სამთავროები, ხოლო XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე პოლოცკის სამთავრო დაეცა, მისი ქალაქების დიდი ნაწილი სმოლენსკმა მიიერთა, ნაწილი კი ლივონიის ორდენმა დაიპყრო. 1307 წელს პოლოცკის სამთავრო ლიეტუვამ შეიერთა.

პოლოცკის სამთავროს მდებარეობა

ლიტერატურა რედაქტირება