ნემანი
ნემანი (ლიეტ. Nemunas, ბელარ. Нёман, გერმ. Memel, პოლ. Niemen) — მდინარე ბელარუსში, ლიეტუვაში და რუსეთის კალინინგრადის ოლქში. ქვემო დინებაში წარმოადგენს სასაზღვრო ზოლს რუსეთსა და ლიეტუვას შორის.
ნემანი | |
---|---|
![]() მდინარე ნემანი სოფელ ლიშკიავასთან | |
ქვეყანა | ლიეტუვა, ბელარუსი, რუსეთი |
ქალაქები | გროდნო, ალიტუსი, კაუნასი |
სიგრძე | 937 კმ |
აუზის ფართობი | 98 200 კმ² |
![]() |
გეოგრაფია რედაქტირება
მდინარე სათავეს იღებს მინსკის მაღლობის სამხრეთით, ზემო დინებაში მიედინება ნემანის დაბლობზე, ხოლო ქვემოთში კი გადადის შუა ლიეტუვის დაბლობში და ერთვის ბალტიის ზღვის კურშის ყურეს. წყლის საშუალო ხარჯია 678 მ3/წმ. წყალდიდობა იცის მარტიდან მაისის ჩათვლით. იყინება დეკემბერში, ყინულძვრაა მარტში, ზოგჯერ თებერვალში ან აპრილში.
შენაკადები რედაქტირება
მდინარე ნემანს 180-მდე შენაკადი აქვს, რომელთაგან უმთავრესია: მარჯვენა შენაკადები - სვისლოჩი, მერკისი, ნერისი, ნევეჟისი, დუბისა, იურა და მარცხენა შენაკადები: შეშუპე, უშა, ლოშა.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნემანი“ ვიკისაწყობში.
- მდინარე ნემანი დაარქივებული 2007-03-17 საიტზე Wayback Machine.