პოლოცკი
პოლოცკი (ბელარ. По́лацк) — ქალაქი ვიტებსკის ოლქში, პოლოცკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ბელარუსის უძველესი ქალაქი და კიევის რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე პოლოტაზე, რომელიც ჩაედინება მდინარე დასავლეთის დვინაში. მოსახლეობა 82,8 ათასი ადამიანი (2010)[3].
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პოლოცკი Полацк | |||||
| |||||
ქვეყანა | ბელარუსი | ||||
ოლქი | ვიტებსკის | ||||
რაიონი | პოლოცკის რაიონი | ||||
შიდა დაყოფა | რაიონი | ||||
კოორდინატები | 55°29′00″ ჩ. გ. 28°48′00″ ა. გ. / 55.48333° ჩ. გ. 28.80000° ა. გ. | ||||
აღმასკომის თავმჯდომარე | პოზნიაკი, ალექსანგრე გრიგორის ძე | ||||
დაარსდა | 780 | ||||
პირველი ხსენება | 862 წელი | ||||
ადრეული სახელები | პოლოტესკი (Полотеск) | ||||
ფართობი | 40,13[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 111±1 მეტრი, 126 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 82 547[2] კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 2 057 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ბელარუსები — 80,03 %, რუსები — 14,75 %, უკრაინელები — 1,86 %,<br / სხვები — 3,36 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +375 214 | ||||
საფოსტო ინდექსი |
211291, 211400 - 211402, 211404 - 211415, 211422 | ||||
საავტომობილო კოდი | 2 | ||||
ოფიციალური საიტი | polotskgik.by | ||||
ისტორია
რედაქტირებაპოლოცკის სამთავრო
რედაქტირებამატიანეში პოლოცკის პირველად მოხსენიებულია 862 წელს. X საუკუნეში წარმოიქმნა პოლოცკის სამთავრო. მას ეჭირა დასავლეთ დვინის აუზის, ბერეზინისა და ნემანის ზემო წელის ტერიტორია. პოლოცკის პირველი ცნობილი მთავარი იყო როგვოლოდი (გარდ. მიახლ. 978). 988—1001 წლებში პოლოცკში მთავარი იყო იზიასლავ ვლადიმირის ძე, როგნედა როგვოლოდის ასულის და ვლადიმირ I სვიატოსლავის ძის ვაჟი, პოლოცკის მთავართა იზიასლავიჩების (პოლოცკის იზიასლავის ძეთა დინასტია) დინასიის ფუძემდებელი. 992 წლისათვის არსდება პოლოცკის ეპარქია (ზოგიერთი ძყაროების მიხედვით, 1104 წელი)[4].
1003—1044 წლებში პოლოცკის მთავარი იყო ბრიაჩისლავ იზიასლავის ძე. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა პოლოცკის სამთავროს ტერიტორია, შემოიერთა ქალაქები უსვიატი და ვიტებსკი, ასევე მიწები დასავლეთ დვინასა და დისნას შორის, სადაც დააარსა ქალაქი ბრასლავი[5].
ვსესლავ ბრიაჩისლავის მმართველობის დროს (1044-1101 წლები) აშენებული იქნა სოფიის ტაძარი (1030—1060 წლებში), ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ტაძარი ძველ რუსეთში. ვსესლავ ბრიაჩისლავის ძე — ერთადერთი წარმომადგენელია რიურიკების პოლოცკის შტოსი კიევის დიდი მთავრის ტახტზე (1068—1069). ვსესლავ ბრუაჩესლავის ძის დროს პოლოცკის სამთავრომ მიაღწია თავისი სიძლიერის პიკს.
ვსესლავ ბრიაჩისლავის შვილიშვილის წმინდა ეფროსინიის (1110—1173), პოლოცკის იღუმენიასთანაა, დაკავშირებული პოლოცკის სპასო-ეფროსინიის მონასტრის დაარსება. მისი შეკვეთით 1161 წელს ოსტატმა ოქრომჭედელმა ლაზარ ბოგშამ შექმნა ჯვარი — ძველ ბელარუსული ოქრომჭედლობის შედევრი.
XII საუკუნეში დაიწყო ბრძოლა ვსესლავ ბრიაჩესლავის ძის მემკვიდრეების ვიტებსკის, მინსკის და დრუცკის შტოებს შორის უზენაესობაზე. ამან შედეგად გამოიღო პოლოცკის მიწების ნაწილის მიტაცება ნოვგოროდის, სმოლენსკის და ჩერნიგოვის სამთავროების მიერ. პოლოცკის სამთავრო განიცდიდა ზეწოლას ლიტველებისა და ჯვაროსნებისაგან. 1201 წელს დასავლეთ დვინასთან გერმანელი რაინდ-ჯვაროსნების მიერ დაარსებული იქნა სამხედრო-სავაჭრო დასახლება რიგა, რაც მნიშვნელოვნად აუარესებდა პოლოცკის ეკონომიკურ პოზიციებს.
1240 წლების დასაწყისში პოლოცკის სამთავროს ტახტზე ხშირად ლიტველები ხდებოდნენ, მაგრამ სახელმწიფო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. პოლოცკში მმართველი XIII საუკუნის მეორე ნახევარში ანდრეი ოლგერდის ძე პოლოცკელი (1342—1377, 1381—1387) იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოლიტიკური მოღვაწე პოლოცკის ისტორიაში. ანდრეი პოლოცკელის მიერ მმართველობის დაკარვის შენდეგ ის შეცვალა სკირგაილო ოლგერდის ძემ (1387—1397) — პოლოცკის ბოლო დამოუკიდებელი მთავარი. 1392 წლიდან პოლოცკის სამთავროს მიწები აღმოჩნდა ლიტვის დიდი სამთავროში, და მართავდნენ დანიშნული ნამესტნიკები, ხოლო 1504 წლიდან — ვოევოდები.
პოლოცკი ლიტვის დიდ სამთავროში და რეჩ პოსპოლიტაში
რედაქტირება1432—1436 წლებში ლიტვის დიდი სამთავროს სამოქალაქო ომის დროს პოლოცკი იყო რუსეთის დიდი სამთავროს დედაქალაქი.
1498 წელს ქალაქში შემოღებული იყო მაგდებურგის სამართალი. 1504—1772 წლებში — პოლოცკის სავოევოდოს დედაქალაქი ლდს-ს შემადგენლობაში (1569 წლიდან — რეჩ პოსპოლიტის სავოევოდო).
ივანე მრისხანეს ჯარების მიერ პოლოცკის აღების შემდეგ 1563 წელს ლივონის ომის დროს პოლოცკი 1563—1579 წლებში იმყოფებოდა მოსკოვის დიდი სამთავროს შემადგენლობაში. 1563 წ. ქალაქში მოხდა იუდეველი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, 300-ამდე ადამიანი იქნა დახრჩობილი დასავლეთ დვინაში იმ მიზეზით რომ უარი სთქვეს ქრისტიანობაზე. შემდგომი დროის განმავლობაში 25 კისლევს იუდეველთა კალენდრით აღინიშნებოდა უდანაშაულო მსხვერპლთა მოხსენიების დღე[6].
რუსეთ-პოლონეთის 1654—1667 წლების ომის დროს პოლოცკი ისევ აღმოჩნდა რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში.
დიდი ჩრდილოეთის ომის დროს 1705 წელს, როდესაც პეტრე I-ის ჯარი იმყოფებოდა პოლოცკში, მოკლული იქნა ოთხი უნიატი მღვდელი.
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
რედაქტირებარეჩ პოსპოლიტის პირველი გაყოფის შემდეგ პოლოცკის მარჯვენა სანაპირო 25 ივლისს (5 აგვისტოს), 1772 წელს, შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. პოლოცკის მარცხენა სანაპირო რუსეთის იმპერიაში შევიდა რეჩ პოსპოლიტის მეორე გაყოფის შემდეგ 1792 წელს. 1772—1776 წლებში ქალაქი იყო პსკოვის გუბერნიაში. 24 აგვისტოდან (4 სექტემბრიდან), 1776 წელს პოლოცკი — პოლოცკის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრია. 12 მაისიდან (23 მაისიდან), 1778 წელს — პოლოცკის ნამესტნიჩესტვო.
პოლოცკის ოცი წლის განმავლობაში საგუბერნიო ქალაქად ყოფნამ გამოიწვია მისი ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელოვანი ზრდა. ამ დროს გაიზარდა ქალაქის ტერიტორია, შენდებოდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, იზრდებოდა მოსახლეობა. პოლოცკმა დაიბრუნა ადგილობრივი და ტრანზიტული ვაჭრობის ცენტრის სტატუსი[7].
1796 წლის 23 დეკემბრიდან (12 დეკემბერი) პოლოცკი — ბელარუსის გუბერნიის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრია, ხოლო 1802 წლიდან — ვიტებსკის გუბერნია.
1812 წელს პოლოცკთან მოხდა ორი ბრძოლა რუსებსა და ფრანგებს შორის (იხ. პოლოცკთან პირველი ბრძოლა (1812) და პოლოცკთან მეორე ბრძოლა).
1891 წელს ქალაქში მოქმედებდა 23 სინაგოგა და ებრაული სამლოცველო სახლი, 8 მართლმადიდებლური, კათოლიკური, ლუთერანული ეკლესია, რასკოლნიკების სამლოცველო, მამათა და დედათა მონასტრები[8].
1910 წლის 23 მაისს, ეფროსინია პოლოცკელის (წმინდა ეფროცინია) ხსენებოს დღეს, მოხდა წმინდა ეფროსინიას წმინდა ნაწილების დაბრუნება პოლოცკში, განათავსეს სპასო-პრეობრაჟენიის ტაძარში. 1910 წლამდე წმინდა ნაწილები კიევო-პეჩორის ლავრაში იყო.
საბჭოთა პერიოდი
რედაქტირება1924 წლიდან პოლოცკი ბელარუსიის სსრ-ს შემადგენლობაშია.
დიდი სამამულო ომის დროს პოლოცკი 1941 წლის 16 ივლისს ოკუპირებული იქნა გერმანიის არმიის მიერ. საბჭოთა 22-ე არმიამ 20 დღით შეძლეს გერმანელების შეჩერება. პოლოცკი განთავისუფლებულ იქნა 1944 წლის 4 ივლისს 1 პრიბალტიის ფრონტის ჯარებმა.
1944 წლის 20 სექტემბიდან 1954 წლის 8 იანვრამდე პოლოცკი იყო პოლოცკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი ბსსრ-ის შემადგენლობაში.
ბელარუსის რესპუბლიკაში
რედაქტირება1991 წლიდან — პოლოცკი მდებარეობს დამოუკიდებელი ბელარუსის რესპუბლიკაში.
ქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2002 წლის 6—8 სექტემბერს ჩატარებული რესპუბლიკური ფესტივალ-ბაზრობა მოსავლის ზეიმი «Дожинки». ზეიმის დროს პოლოცკი მოინახულა 8 000-მდე სტუმარმა.[9].
ეკონომიკა
რედაქტირებაპოლოცკში ფუნქციონირებს მთელი რიგი საწარმოებისა, მათ შორის:
- შპს «პოლოცკის მინის ბოჭკო» «Полоцк Стекловолокно» — მინისა და მინის ბოჭკოს ნაწარმის ნაკეთობები
- შპს «პოლოცკის რძის კომბინატი» — ვიტებსკის ოლქის ერთ-ერთი უდიდესი რძის გადამამუშავებელი საწარმო
- შპს «პოლოცკის პურკომბინატი»
- შპს «პოლოცკტყე» — მრგვალი ტყის მასალა, ხის მასალის სახერხი, კორპუსის ავეჯის დამზადება
- შპს «ტეხნოლიტ-პოლოცკი» — ფერადი მხატვრული ჩამოსხმა, თუჯის ნაკეთობების წარმოება, ლითონის პროდუქცია
- შპს «მონა» — ტანსაცმლის წარმოება
- «ფ. სკორინის მემკვიდროება» — ოფსეტური ბეჭდვა, რეპროგრაფია და ფოტოცინკოგრაფია
- სს «პოლოცკის მეღვინეობის ქარხანა» — ხილ-კენკროვანი ღვინოების დამზადება
- შპს "პოლოცკის ქარხანა «პრომმაშრემონტი» — ავტომანქნების ძრავების შეკეთება
სატრანსპორტო სისტემა
რედაქტირებასაავტომობილო ტრანსპორტი
რედაქტირებაპოლოცკი — ვიტებსკის ოლქის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. პოლოცკზე გადის რესპუბლიკური გზები თარგი:Табличка-by (პოლოცკ — ბრასლავი), თარგი:Табличка-by (ვიტებსკ — პოლოცკი — ლატვიის საზღვარი), თარგი:Табличка-by (პოლოცკი — როსონი), თარგი:Табличка-by (პოლოცკი — გლუბოკოე — ლიტვის საზღვარი) და თარგი:Табличка-by (ლეპელი — პოლოცკი — იუხნოვიჩი).
არის რეგულარული საავტობუსო მიმოსვლა რიგასთან, სანქტ-პეტერბურგთან, მინსკთან, ვიტებსკთან, ლეპელთან, ბრასლავთან და სხვა ბელარუსის ქალაქებთან.
სარკინიგზო ტრანსპორტი
რედაქტირებაპოლოცკი — სარკინიგზო კვანძია ვიტებსკის, რიგის, ნეველის მიმართულებით. სამგზავრო მატარებლებით დაკავშირებულია გომელთან, მოსკოვთან, მინსკთან, ვილნიუსთან, მოლოდეჩნოსთან, პოსტავასთან.
სამდინარო ტრანსპორტი
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ დვინაზე სამგზავრო კატერები კურსირებდნენ. ახლა სამდინარო სამგზავრო გადაზიდვები არ წარმოებს.
ხიდები
რედაქტირებაპირველი სატრანსპორტო ხიდი მდინარე დასავლეთ დვინაზე პოლოცკში აშენებული იქნა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროს მიერ 1915—1916 წლებში ახლა არსებული იუბილეინი ქუჩის ხიდის ახლოს. 1919 წლის აგვისტოში ის ხიდი გადამწვარ იქნა. 1924 წელს აშენდა ხიდი ინტერნაციონალის ქუჩის რაიონში, ახლა არ არსებობს. კიდევ ერთი ხიდი აშენდა მოგვიანებით (ეხლა მის ადგილზე არის თანამედროვე ხიდი). 1932 წლამდე სვერდლოვის ქუჩის რაიონში არსებობდა კიდევ ერთი ხიდი. 1932 დან 1941 წლამდე დასავლეთ დვინაზე იყო ხის ხიდი ლენინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე [10].
განათლება
რედაქტირება1580 წელს სტეფან ბატორის ბრძანებით, პოლოცკში დაარსდა პოლეცკის იეზუიტების კოლეგიუმი.
XVII საუკუნეში პოლოცკის ბოგოიავლენსკის მონასტერთან არსებობდა მართლმადიდებლური პოლოცკის საძმო სკოლა, სადაც 1656 წლიდან ასწავლიდა ცნობილი ბელარუსი პედაგოგი, პუბლიცისტი, პოეტი, დრამატურგი და საეკლესიო მოღვაწე სიმეონ პოლოცკი.
1812 წლის 12 იანვარს იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით პოლოცკის იეზუიტების კოლეგიუმი გარდაქმნილ იქნა პოლოცკის იეზუიტურ აკადემიად უნივერსიტეტის უფლებებით. იეზუიტების აკადემია 8 წელი ფუნქციონირებდა 1820 წლამდე და იყო პირველი უმაღლესი სასწავლებელი ბელარუსის ტერიტორიაზე.
იეზუიტების აკადემიის საფუძველზე 1822 წლიდან ფუნქციონირებდა პოლოცკის უმაღლესი პიარის სასწავლებელი. 1830 წლის 21 იანვარს ის ლიკვიდირებული იყო.
1835 წლის 25 ივნისს ყოფილ იეზუიტების აკადემიის შენობაში გაიხსნა პოლოცკის საკადეტო კორპუსი. 1865 წელს მილიუტინის რეფორმის დროს მას გადაარქვეს სახელი პოლოცკის სამხედრო გიმნაზიად. 1882 წელს ისევ დაუბრუნდა პოლოცკის საკადეტო კოსპუსის სახელი. 1914 წლის სექტემბერში პოლოცკის საკადეტო კორპუსი ევაკუირებული იქნა პოლოცკიდან.
1968 წლის 14 ივლისს იქმნება ბელარუსის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნოვოპოლოცკის ფილიალი. 1974 წლის 1 იანვრიდან ამ ფილიალის საფუძველზე იხსნება ნოვოპოლოცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1993 წლის 14 იანვარს მიენიჭა პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პოლოცკში მოქმედებს 15 საშუალო სკოლა, 2 გიმნაზია, პოლოცკის საკადეტო სასწავლებელი, 2 სპორტული სკოლა, მათ შორის ოლიმპიური რეზერვების, ხელოვნებისა და სამხატვრო სკოლა, პოლოცკის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომილური კოლეჯი, ბელკოოპკავშირის პოლოცკის სავაჭრო-ტექნოლოგიური კოლეჯი, პოლოცკის სახელმწიფო სატყეო კოლეჯი, მაშეროვის სახ. პოლოცკის კოლეჯი, პოლოცკის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნოლოგიური კოლეჯი, პოლოცკის სახელმწიფო მშენებელთა პროფესიული ლიცეუმი, პოლოცკის სახელმწიფო ქიმიკოსების პროფესიული ლიცეუმი.
კულტურა
რედაქტირებაბიბლიოთეკები
რედაქტირებაბიბლიოთეკის შესახებ ცნობები ეკუთვნის ჯერ კიდევ წმინდა ეფროსინიის მოღვაწეობის პერიოდს. XII საუკუნეში სოფიის ტაძარში შეგროვებული იყო პირველი პოლოცკის ბიბლიოთეკა. უფრო გვიან არსებობდა უდიდესი იეზუიტური კოლეგიუმის ბიბლიოთეკა (50 000 ტომზე მეტი), არის ინფორმაცია ბოგოიავლენსკი მონასტრის ბიბლიოთეკის შესახებ[11].
1912 წელს შეიქმნა პოლოცკის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა. გერმანიის ოკუპაციის დროს ბევრი წიგნი იქნა დაკარგული. 1919 წლის იანვარში ნაციონალიზებული იქნა ყველა წიგნი და გაიხსნა ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო. 1940 წლისათვის პოლოცკში იყო 9 ბიბლიოთეკა. მეორე ომის დროს განადგურებულ იქნა პოლოცკის ბიბლიოთეკები. 1945 წელს გაიხსნა პოლოცკის საოლქო ბიბლიოთეკა. 1954 წლისათვის მისი ფონდი 100 ათასი ეგზემპლარი იყო.
ფიზკულტურა და სპორტი
რედაქტირებაპოლოცკში განვითარებულია მოყვარულთა და პროფესიონალური სპორტი. ქალაქში ფუნქციონირებს შემდეგი დაწესებულებები:
- პოლოცკის სახელმწიფო საბავშვო-საყმაწვილო სპორტული სკოლა.
- პოლოცკის სახელმწიფო საბავშვო-საყმაწვილო სპორტული ოლიმპიური რეზერვების სკოლა.
- სპორტული კომპლექსი «ქიმიკოსი».
- ორთაბრძოლათა სპორტული კომპლექსი «ოლიმპიელი».
- კულტურულ-სპორტული კომპლექსი.
- «საფეხბურთო კლუბი «პოლოცკი».
ინფორმაციიც საშუალებები
რედაქტირებატელევიზია
რედაქტირება- ტელეარხი «სკიფ-პოლოცკი»
რადიოსადგურები
რედაქტირება- ახალი რადიო — 98.1 FM (ნაფტანი)
- «კულტურა» — 101.7 FM
- «ევროპა პლუსი» — 102.1 FM
- რადიუს FM — 102.7 FM
- რეტრო FM» — 104.7 FM
- «ბელარუსის რადიოს პირველი არხი — 106.7 FM
- «რადიო ვიტებსკი» — 107.8 FM
ბეჭდვითი საშუალება
რედაქტირება- გაზეთი «Полацкі веснік»
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაარქიტექტურა
რედაქტირება- სოფიის ტაძარი (1044—1066, აღდგენილია 1738—1750) — ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ტაძარი კიევის რუსეთში კიევის და ნოვგოროდის სოფიის ტაძრებთან ერთად და ყველაზე ძველი ქვის ნაგებობა ბელარუსის ტერიტორიაზე.
- სპასო-ეფროსინიას მონასტერის ნაგებობათა კომპლექსი (დაფუძნებულია 1128 წელს), მათ შორის სპასო-პრეობროჟენიის ეკლესია (1161; ოსტატი იოანი), ეფროსინიის სატრაპეზო ეკლესია (პოლოცკი) (1847) და [[ჯვართამაღლების ტაძარი (პოლოცკი)(1893—1897; არქიტექტორი ვ. ფ. კორშიკოვი).
- ბოგოიავლენის მონასტრის ნაგებობათა კომპლექსი, მათ შორის პოგოიავლენსკი ტაძარი (პოლოცკი (XVIII ს.) და პოლოცკის საძმო სკოლის ნაგებობა (1780—1788).
- იეზუიტების კოლეგიუმი (პოლოცკი) შენობათა კომპლექსი (XVIII ს.).
- ბერნარდინელების მონასტრის ნაგებობათა კომპლექსი, მათ შორის ქალწულ მარიის კასტიოლი (ტაძარი) (1758) — ნანგრევები, საცხოვრებელი კორპუსი (1758).
- ფრანცისკანელთა მონასტრის საცოვრებელი კორპუსი (XVIII საუკუნე მეორე ნახევარი).
- სვიატო-პოკროვის ეკლესია (პოლოცკი) (ჩაყრილია 1905 წელს, აღდგენილია 2004 წელს).
- საცხოვრებელი სახლი (1692) (ნიჟნეპოკროვსკის ქუჩა, 33). არქიტექტურის ძეგლი ბაროკოს სტილის ელემენტებით. ახლა აქ მდებარეობს სტაციონალური გამოფენა «Прогулка по Нижне-Покровской», XVIII ს.).
- მართლმადიდებლური სასულიერო სასწავლებლის ყოფილი შენობა (ფრანცისკ სკორინის პროსპექტი]], 10). აშენებულია XIX საუკუნეში. ახლა აქ განთავსებულია პოლოცკის აღმასკომი.
- ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის შენობა(ეფროსინია პოლოცკელის ქუჩა, 45). აშენებულია XX საუკუნეში. ეხლა — პოლოცკის სახელმწიფო სატყეო კოლეჯი.
- პოლოცკის ლუთერანული კირხის შენობა (XX საუკუნე დასაწყისი). ახლა აქ მხარეთმცოდნეობის მუზეუმია.
- წმინდა ანდრეი ბობოლის კასტიოლი (1996).
დაკარგული მემკვიდრეობა
რედაქტირება- წმინდა ბორისისა და გლების ეკლესია ბორისოგლების მონასტერი (XII ს.).
- წმ. პარასკევას პარასკევის ეკლესია, ბორისოგლების მონასტერი (XII ს.).
- წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, 1830 წლამდე წმ. სტეფანეს კასტიოლი იეზუიტური კოლეგიუმი (პოლოცკი) (1738, აფეთქებულ იქნა 1964 წელს).
- წმინდა ანტონის კასტიოლი ფრანცისკანელების მონასტერი (პოლოცკი), 1838 წლის შემდეგ ნოვოპოკროვის ეკლესია (1763—1775, დაშალეს 1860 წელს).
- ეფროსინია პოლოცკელის ჯვარი, დამზადებული იყო 1161 წელს არქიტექტორ ლაზარის მიერ ეფროსინიის შეკვეთით. გაიტანეს ბელარუსიდან დიდი სამამულო ომის დროს.
გამაგრებანი
რედაქტირებასტეფან ბატორის თანამედროვეს გეიდენშტეინის გადმოცემით, XVI საუკუნეში პოლოცკი შედგებოდა ორი ციხე-სიმაგრისაგან: ზემო და ქვემო და ქალაქი ზაპოლოტიესაგან და ყველა მხრიდან ერტყა ღრმა თხრილი, მაღალი ქვებით და ხის კედლებით. ზემო ციხე-სიმაგრეს 1655 წელს ჰქონდა 9 კოშკი, ხოლო ქვედას 7 კოშკი. ქალაქი კარგად იყო მოხერხებული თავდცვისათვის. ახლა ამ ციხე-სიმაგრეების ნაშთებიც არ შემორჩენილა.
ძეგლები და მემორიალური კომპლექსები
რედაქტირება- ბორისის ქვები (Борисов камень) — ბელარუსის ეპიგრაფიკის ძეგლი XII ს.
- 1812 წლის სამამულო ომის გმირთა ძეგლი (1850, ადგენილია 2010 წლის 21 მაისს; პროექტის ავტორი — ანტონიო ადამინი, არქუტექტორი ფიქსენი).
- წითელი ხიდი — ფრანგების წინააღმდეგ პოლოცკის მეორე 1812 წლის 7 ოქტომბრის ბრძოლის ადგილი (1975, მემორიალური დაფა).
- მემორიალური კომპლექსო «უკვდავების ყორღანი» — დაყრილ იქნა ქალაქის მცხოვრებლების მიერ დასავლეთ დვინის მარცხენა ნაპირზე, ფაშისტების მიერ პოლოცკისა და მისი რაიონში მოკლული 150 000 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, ასევე დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების პატივსაცემად (1966).
- ფრანცისკ სკორინას ძეგლი (1974; მოქანდაკე ა. გლებოვი, ი. გლებოვი და ა. ზასპიცკი, არქიტექტორი ვ. მაროკინი).
- ეფროსინია პოლოცკელის ძეგლი (2000; მოქანდაკე ვ. გოლუბევ).
- კრივიჩების ძეგლი (2001; მოქანდაკე ა. შატერნიკ).
- ასო "Ў"-სადმი მიძღვნილი ძეგლი (2003; მოქანდაკე ა. ფინსკი), იხ. Ў(ბელარუსული).
- სამრეკლო-ძეგლი მიძღვნილი ავღანეთში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად (2004).
- სიმეონ პოლოცკის ძეგლი (2004; მოქანდაკე ა. ფინსკი).
- ვსესლავ ბრიაჩესლავის ძის სასწაულმოქმედის ძეგლი (2007; მოქანდაკე ა. პროხოროვი, ს. იგნატიევი, ლ. მინკევიჩი, არქიტექტორი — დ. სოკოლოვი; პირველი ცხენოსანი მთავრის ძეგლი ბელარუსის რესპუბლიკაში).
- ანდრეი ოლგერდის ძე (2009; მოქანდაკე ი. გოლუბევი).
- საბჭოთა კავშირის გმირის ალექსანდრ გოროვეცის ბიუსტი.
- პორტ-არტურის დაცვის გმირის, გენერალ რომან კონდრატენკოს ბიუსტი (2008; მოქანდაკე ლ. აგანოვი).
- იური ტარიჩის ბიუსტი (2010; მოქანდაკე ლ. მინკევიჩი).
პოლოცკი — ევროპის გეოგრაფიული ცენტრი
რედაქტირება2008 წლის გაზაფხულზე "ბელაეროკოსმოგეოდეზიის" სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ევროპის გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს პოლოცკში. მოგვიანებით ეს გამოთვლები დადასტურებულ იქნა რუსი გეოდეზიის სპეციალისტების მიერაც. 2008 წლის 31 მაისს დადგმულ იქნა ნიშანი «ევროპის გეოგრაფიული ცენტრი»[12].
მუზეუმები
რედაქტირებაპოლოცკში მდებარეობს თერთმეტი მუზეუმი. პოლოცკის მუზეუმები შედიან პოლოცკის ეროვნულ ისტორიკო-კულტურულ ნაკრძალში. ზოგიერთი მუზეუმი განთავსებულია არქიტექტურის ძეგლებში: სოფიის ტაძარში (XI — შუა ხანები. XVIII სს.), იეზუიტების კოლეგიუმის კორპუსში (XVIII ს.), ლუთერანულ კირხაში (XX ს. დასაწყ.), პოლოცკის საძმო სკოლაში (XVIII ს. ბოლო), საცხოვრებელ სახლებში ვოიკოვოს ქ., 1 და ნიჟე-პოკროვსკის ქ., 46 (XIX — XX სს.), პეტრე I-ის სახლში (1692 წ.), წყლის მაღალი წნევის კოშკში (1956 წ.). სამუზეუმო ფონდი შეადგენს 80 000 ექსპონატს.
- პოლოცკის საბავშვო მუზეუმი
- პოლოცკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- ბელარუსის წიგნის ბეჭდვის მუზეუმი
- სიმეონ პოლოცკის მუზეუმ-ბიბლიოთეკა
- საბრძოლო დიდების მუზეუმი (პოლოცკი)
- პოლოცკის სოფიის ტაძრის არქიტექტურის მუზეუმი
- მუზეუმი-ბინა საბჭ. კავშ. გმირის ზ.მ. ტუსნოლობოვა-მარჩენკო
- ტრადიციული ხელნაკეთი პოოზერიას ფეიქრობა
- ბუნება-ეკოლოგიური მუზეუმი (პოლოცკი)
- სტაციონალური გამოფენა «Прогулка по Нижне-Покровской»
- მხატვრული გალერეა
თეატრები
რედაქტირება- საჩვენებელ საყმაწვილო თეატრ-სტუდია «ჰარმონია»
- სახალხო ახალგაზრდული თეატრი «პილიგრიმი»
ფესტივალები
რედაქტირება- ფესტივალი ზვანი სოფიი «Званы Сафіі» — ორღანული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
- ძველი და თანამედროვე კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
- რუბონის ფესტივალი — შუასაუკუნეების კულტურის ფესტივალი
- ფესტივალი ევროპა პლუს პოლოცკი — ესტრადის ახალგაზრდა მომღერალთა ფესტივალ-კონკურსი
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაპოლოცკი — ბელარუსი-2010-ის კულტურული დედაქალაქი
რედაქტირებაბელარუსის კულტურის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს აქცია «ბელარუსის კულტურული დედაქალაქი».
გადაწვეტილ იქნა პირველი საპატიო წოდება ეტარებინა - უძველეს პოლოცკს, როგორც ბელარუსის სასულიერო ცენტრს[13].
მოსახლეობა
რედაქტირებაპოლოცკელები, პოლოვცელები.
რაოდენობა და დინამიკა
რედაქტირება1780 წელს პოლოცკში იყო 360 ხის სახლი, 437 მდიდარი-ქრისტიანი, 478 ებრაელი, თავად-აზნაურები და ჩინოვნიკების მცირე რაოდენობა. ქალაქის მოსახლეობის შემცირებას და მის დაკნინებას ხელი შეუწყო ომებმა, მრავარიცხოვანმა ხანძრებმა, 1566 წლის ჭირმა, 1600 და 1741—1746 წლების შიმშილობამ.
1811 წელს პოლოცკში იყო 1300 სახლი და 6320 მცხოვრები[14].
პოლოცკის მოსახლეობა 1891 წელს — 20 321 მოსახლე, აქედან იუდეველები — 10 797 (53,1 %), მართლმადიდებლები — 6989 (34,4 %), კათოლიკები — 1534 (7,6 %), რასკოლნიკები — 407, ლუთერანები — 299, ერთმორწმუნენი — 204, 1 მუსლიმები.
1897 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 20 751 მოსახლე, მათ შორის 12 481 ებრაელი.
ცნობილი პოლოცკელები
რედაქტირება- ეფროსინია პოლოცკელი (1110—1173) — წმინდად შერაცხილი, განმანათლებელი.
- ფრანცისკ სკორინა (1490—1551 ადრე) — გამომცემელი, ტიპოგრაფი, მთარგმნელი, განმანათლებელი.
- სიმეონ პოლოცკი (სიმეონ პოლოცკელი) (ერობაში — სამუილ სიტნიანოვიჩ-პეტროვსკი, 1629—1680) — მწერალი, პოეტი, ენციკლოპედისტი, რელიგიური მოღვაწე.
- დმიტრი კაიგოროდოვი (1846—1924) — პროფესორი საკტ-პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტი, ფენოლოგი, ორნიტოლოგი, პედაგოგი.
- ბორის გალიორკინი (1871—1945) — ინჟინერი, მეცნიერი, მათემატიკოსი, აკადემიკოსი სსრკ (1935, წევრ კორესპონდენტი 1928 წ-დან),ინჟინერ-გენერალ-ლეინტენატი.
- მერი ენტინი (Mary Antin, 1881—1949) — ამერიკელი მწერალი, წიგნი From Polotzk to Boston ავტორი (1899), The Promised Land (1912).
- იური ტარიჩი (ნამდვილი გვარი ალექსეევი; 1885—1967) — ბელარუსი საბჭოთა რეჟისორი და სცენარისტი, ბელარუსის კინემატოგრაფიის ფუძემდებელი, პირველი ბელარუსული სათამაშო ფილმის დამდგმელი «Лесная быль» (1926).
- ივანე ალექსეევი (1909—1943) — საბჭოთა კავშირის გმირი.
- ნინელი სჩასტნაია (დაიბ. 1933) — მხატვარი, ბსსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე.
- ვლადიმირ ორლოვი (დაიბ. 1953) — ბელარუსი მწერალი.
ცნობილი მცხოვრებლები
რედაქტირება- როგვოლოდ პოლოცკი (როგვოლოდ პოლოცკელი) (გარდ. მიახლ. 978) — პოლოცკის სამთავროს მთავარი, ვარიაგი, როგნედას მამა, ოილოცკის მთავრების დინასტიის დამაარსებელი, 975—980 წლების შიდა ომების მონაწილე.
- როგნედა (გორისლავა, ნათლობით. ანასტასია გარდ. მიახ. 1000) — პოლოცკის მთავრის როგვოლოდ პოლოცკის ქალიშვილი.
- ტორვალდ კოდრანსონი (გარდ. მიახ. 1002) — ქრისტიანი მისიონერი.
- იზიასლავ ვლადიმირის ძე (მიახ. 978/979 — 1001), პოლოცკის მთავარი (989—1001), კიევის მთავრის ვლადიმირ I-ის (წმინდა ვლადიმირი) და პოლოცკის მთავრის ქალიშვილის როგნედა როგვოლოდის ასულის ვაჟი.
- ვსესლავ ბრიაჩესლავის ძე (მიახ. 1029—1101), პოლოცკის მთავარი (1044 წ-დან).
- სვიდრიგაილო ოლგერდის ძე (მიახ. 1355—1452), რუსეთის დიდი მთავარი (1432—1436).
- მაცეი კაზიმირ სარბევსკი (1595—1640) — ლათინურ ენოვანი პოეტი, ლიტერატურის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი. იყო იეზუიტების კოლეგიუმის მასწავლებელი (1618—1620).
- გაბრიელ გრუბერი (1740—1805) — იეზუიტების ორდენის გენერალი (1802—1805). იეზუიტების კოლეგიუმში ასწავლიდა არქიტექტურას და ფიზიკას).
- მარტინ პოჩობუტ-ოდლიანიცკი (1728—1810) — ასტრონომი, მათემატიკოსი. სწავლობდა პოლოცკის იეზუიტების კოლეგიუმში.
- იან ბარშევსკი (1794—1851) — ბელარუსი და პოლონელი მწერალი, პოეტი, გამომცემელი, ახალი ბელარუსული ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებელი. სწავლობდა პოლოცკის იეზუიტების კოლეგიუმში.
- ვასილი (ლუჟინსკი) (1791—1879) — პოლოცკისა და ვიტებსკის არქიეპისკოპოსი, მემუარების «Записок» ავტორი (ყაზანი, 1885).
- ივან ხრუცკი (1810—1885) — ბელარუსი და რუსი მხატვარი. პირველი მხატვრული განათლება მიიღო პოლოცკის უმაღლეს პიარის სასწავლებელში.
- რომან კონდრატენკო (1857—1904) — რუსი გენერალ-ლეიტენანტი (სიკვდილის შემდეგ), სამხედრო ინჟინერი, პორტ-არტურის დაცვის გმირი. სწავლობდა პოლოცკის საკადეტო კორპუსში (დაამთავრა 1874 წელს).
- გლებ ალეხნოვიჩი (1886—1918) — რუსი მფრინავი-გამომცდელი. სწავლობდა პოლოცკის საკადეტო კორპუსში.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- ელექტროსტალი, რუსეთი
- ტოსნო, ლენინგრადის ოლქი, რუსეთი
- დიდი ნოვგოროდი, რუსეთი
- დიდი ლუკი, ფსკოვის ოლქი, რუსეთი
- სუოიარვსკის რაიონი, კარელია, რუსეთი
- იონავა, ლიტვა
- ტრაკაი, ლიტვა
- ვენტსპილსი, ლატვია
- კამენეც-პოდოლსკი, უკრაინა
- ობუხოვი, უკრაინა
- ბელცი, მოლდოვა
- იაროსლავი, პოლონეთი
- გდანსკი, პოლონეთი
- გოტლანდი, შვედეთი
- ფრიდრიხსხაფენი, გერმანია
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
1812 წლის ომში დაღუპულთა მემორიალი (1850, აღდგენილია 2010 წლის 21 მაისს; პროექტის ავტორი — ანტონიო ადამინი)
-
მონუმენტური ნიშანი «პოლოცკი ევროპის გეოგრაფიული ცენტრი» (2008, არქიტექტორი ი. ბოროვიკი, მოქანდაკე ა. პროხოროვი)
-
საბავშვო მუზეუმი. სკულპტურული კომპოზიცია «სკოლის მოსწავლე საათით» (მოქანდაკე პ. ვანიცკი)
ლიტერატურა
რედაქტირება- დ.ნ. ალექსანდროვი, დ.მ. ვოლოდიხინი პოლოცკისათვის ბრძოლა პიტვასა და რუსეთს შორის XII—XVI საუკუნეებში / დ. ნ. ალექსანდროვი, დ. მ. ვოლოდიხინი. — მოსკოვი : ავანტა+, 1994. — 133 ფ. დაარქივებული 2011-08-25 საიტზე Wayback Machine.
- ლ.ვ. ალექსეევი, პოლოცკის მიწა / ლ.ვ. ალექსეევი — პოლოცკი : ა. ი. სუდნიკი, 2007. — 50 ფ. დაარქივებული 2010-10-22 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-985-6650-42-3
- ლ.ფ. დანკო, წმ. ღვთისმშობლის პოკროვის ტაძარი ქალაქ პოლოცკში: აღდგენის ზეიმი: ისტორ. ნარკვევი / ლ. ფ. დანკო. — პოლოცკი : გამომც. სუდნიკი, 2004. — 32 ფ.: — (პოლოცკის მიწების მემკვიდროება; შ. 1). დაარქივებული 2010-08-29 საიტზე Wayback Machine. ISBN 985-6650-05-04
- ტ. ნ. ჯაკსონი. Austr í Görðum: ძველრუსული ტოპონიმები ძველსკანდინავიურ წყაროებში. — მ.: რუსული კულტურის ენები, 2001., თავი 8.
- იეზუიტები პოლოცკში: 1580—1820 წწ.: ნაწილი 1 / შემდ. ლ. დანკო. — პოლოცკი, გამომც. ა. ი. სუდნიკი, 2005. — 40 ფ. ISBN 985-6650-100 (ч.1) დაარქივებული 2010-08-25 საიტზე Wayback Machine. ISBN 985-6650-11-9
- იეზუიტები პოლოცკში: 1580—1820 წწ.: ნაწილი 2 / შემდ. ლ. დანკო. — პოლოცკი, გამომცემლობა სუდნიკი, 2005. — 48 ფ. ISBN 985-6650-13-5 (ნაწ.2) (ნაწ.1) დაარქივებული 2010-08-28 საიტზე Wayback Machine. ISBN 985-6650-11-9
- პოლოცკის გზამკვლევი 1910 წელი. — პოლოცკი: ა. ი. სუდნიკი, 2006. — 48 ფ. დაარქივებული 2010-12-11 საიტზე Wayback Machine. ISBN 985-6650-26-7
- გ.ვ. სუმაროკოვი, ნ.ს. სერეგინა, ნ. ს. პოლოცკის მთავრის ქალი მარია ვასილკოს ასული — ავტორი «Слова о полку Игореве» : საიდუმლო წერის კვლევები / გ. ვ. სუმაროკოვი, ნ. ს. სერეგინა. — პოლოცკი : ა. ი. სუდნიკი, 2008. — 53 ფ. დაარქივებული 2010-12-11 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-985-6650-53-9
- Збор помнікаў гісторыі і культуры Беларусі : Віцебская вобласць. — Мінск : Беларуская Савецкая Энцыклапедыя імя Петруся Броўкі, 1985. — С. 333—360. — 496 с. — 8000 экз.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ «ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მიწის კადასტრი»[მკვდარი ბმული] (2010 წ. 1 იანვრის მდგომარეობით)
- ↑ 2.0 2.1 2009 წლის აღწერის შედეგები
- ↑ 3.0 3.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-11. ციტირების თარიღი: 2009-07-11.
- ↑ ა.პ. საპუნოვი, პოლოცკის ეპარქიის ისტორიული ბედი უძველესი დროიდან XIX ს-ის. შუა ხანებამდე — ვიტებსკი, 1889.
- ↑ Памяць : Гіст.-дакум. хроніка Полацка / Пад рэд. Г. П. Пашкова. — Мн.: БелЭн, 2002. — С. 90.
- ↑ სტატია „პოლოცკი“ ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
- ↑ ა.ვ. ეროშევიჩი, 1812 წლის ომის დროს პოლოცკი / ა.ვ. ეროშევიჩი // ბრძოლა პოლოცკთან. 1812 წელი. — პოლოცკი : წგ. გამომც., 2010. — ფ. 7—8
- ↑ პოლოცკი // ბროკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ЭСБЕ
- ↑ პოლოცკში სტარტი აიღო «Дожинки-2002»[მკვდარი ბმული]
- ↑ А я иду, шагаю по… мосту. Через Западную Двину. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-13. ციტირების თარიღი: 2011-02-13.
- ↑ პოლოცკის ბიბლიოთეკათა ცენტრალიზებული სისტემა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-21. ციტირების თარიღი: 2011-02-13.
- ↑ TUT.BY | ახალი ამბები — პოლოცკში დაყენებული იქნა ნიშანი «ევროპის გეოგრაფიული ცენტრი» — საზოგადოება — 31.05.2008, 13:21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 03.06.2008. ციტირების თარიღი: 13.02.2011.
- ↑ ბელტა | პოლოცკი ოფიციალურად გახდა ბელარუსი 2010-ის კულტურული დედაქალაქი 21.01.2010 12:06[მკვდარი ბმული]
- ↑ ჩეპკო, ვ. ვ. ბელარუსის ქალაქები XIX საუკუნის მეორე ნახევარში (ეკონომიკური განვითარება) / ვ. ვ. ჩეპკო. — მნ.: გამომც ბსუ, 1981. — ფ. 119