როგნედა
როგნედა როგვოლოდის ასული (962–1002) — პოლოცკის სამთავროს პრინცესა, რომლის მამა როგვოლოდიც სკანდინავიიდან მოვიდა და X საუკუნის შუა წლებში პოლოცკის სამთავრო დააარსა. არსებობს მოსაზრება, რომ როგვოლოდი მიეკუთვნებოდა ნორვეგიული ინგლინგების სამეფო ოჯახს.
როგნედა | |
---|---|
Rogneda | |
ვლადიმირი და როგენდა (1770). | |
კიევის რუსეთის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 980 |
მმართ. დასასრული: | 988 |
წინამორბედი: | იაროპოლკ I–ის უცნობი ცოლი |
მემკვიდრე: | ანა პორფიროგენიტა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 962 |
გარდ. თარიღი: | 1002 |
მეუღლე: | ვლადიმირ I სვიატოსლავი |
შვილები: |
იზიასლავი იაროსლავ ბრძენი მსტისლავ მამაცი პრედსლავა, პრემისლავა, მსტისლავა |
დინასტია: | პოლოცკის იზიასლავიჩები |
მამა: | როგვოლოდი |
980 წელს როდესაც ვლადიმირ I–მა შეიტყო, რომ როგნედა დანიშნული იყო მის ნახევარ ძმაზე იაროპოლკ I–ის. ვლადიმირმა აიღო პოლოცკი და როგენდა აიძულა მასზე დაქორწინებულიყო. მან როგენდა ჯერ მშობლების თვალწინ გააუპატიურა, ხოლო შემდეგ ისინი და მისი ორი ძმა სიკვდილით დასაჯა.
როგნედამ მას 4 ვაჟი და 2 გოგო გაუჩინა. მისი შვილებია: იზიასლავი, იაროსლავ ბრძენი, მსტისლავ მამაცი, პრედსლავა, პრემისლავა და მსტისლავა. ნესტორ მემატიანეს მიხედვით ერთ–ერთ ქალიშვილს ერქვა პრედსლავა, რომელიც შემდეგ გალუს ანონიმუსის მიხედვით ბოლესლავ I მამაცის ხარჭა გახდა. მისი უფროსი ვაჟის იზიასლავის შთამომავლობა პოლოცკს მონღოლების შემოსევამდე განაგებდა, ასევე მან დააარსა ახალი ქალაქი ზასლავი.
მას შემდეგ რაც ვლადიმერმა ქრისტიანობა მიიღო და შეირთო ანა პორფიროგენიტა ის გაშორდა ყველა ცოლს რომელიც მანამდე ჰყავდა, მათ შორის როგნედასაც. ამის შემდეგ როგნედა მონასტერში აღიკვეცა და ანასტასიად იწოდებოდა.
დაახლოებით 1825 წელს კონდრატი რილეევმა დაწერა პოემა – როგნედა. ამ პოემის მიხედვით ალეკსანდრე სეროვმა შექმნა ოპერა როგნედა, რომლის პრემიერაც 1865 წელს შედგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Саверчанка И. Занатоўкі пра Рагнеду. Нараджэнне фемінізму на Беларусі // Роднае слова. — Мн.: 2008. — № 8. — С. 3. (ბელარუსული)
- Чамярыцкі В. Летапісныя рэдакцыі падання пра Рагнеду // Беларусіка — Albaruthenica. Кн. 9. 480 год беларускага кнігадрукавання: Матэрыялы Трэціх Скарынаўскіх чытанняў / Гал. рэд. А. Мальдзіс і інш. Мн., 1998. С. 163—169. (ბელარუსული)