გოტლანდი

შვედეთის კუნძული და მისი ისტორიული პროვინცია

გოტლანდი (შვედ. Gotland) — უდიდესი კუნძული ბალტიის ზღვაში. ეკუთვნის შვედეთს. ფართობი 1960 კმ². მოსახლეობა 56 717 კაცი (2012).[1] მთავარი ქალაქი და ნავსადგური — ვისბიუ. კუნძულის ზედაპირი პლატოა (სიმაღლე 83 მ-მდე), აგებულია სილურული კირქვებითა და ქვიშაქვებით. განვითარებულია კარსტი. ზომიერი, ზღვის ჰავა. ნალექები 500 მმ-ზე მეტი წელიწადში. იზრდება წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები (უკავია ტერიტორიის 44%), არის ტორფნარები. მისდევენ მიწათმოქმედებას, მეცხვარეობას. განვითარებულია კირქვის დამუშავება, ცემენტის, კვების მრეწველობა, აგრეთვე ტურიზმი.

გოტლანდი
მშობ. სახელი: Gotland

სატელიტური ფოტო
გეოგრაფია
მდებარეობა ბალტიის ზღვა
კოორდინატები 57°30′ ჩ. გ. 18°33′ ა. გ. / 57.500° ჩ. გ. 18.550° ა. გ. / 57.500; 18.550
ფართობი 1960 კმ²
დემოგრაფია
მოსახლეობა 56 717 (2012)
სიმჭიდროვე 18,94 კაცი /კმ²
გოტლანდი — ბალტიის ზღვა
გოტლანდი

ახ. წ. პირველ საუკუნეებში გოტლანდი დასახლებული იყო გერმანული ტომებით (შესაძლოა სახელწოდება „გოტლანდი“ წარმოდგება გოთებისაგან). შუა საკუნეებში ქალაქ ვისბიუსთან ერთად ბალტიისპირეთის სატრანზიტო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ნომინალურად ეკუთვნოდა შვედეთს, ფაქტობრივად კიდამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო. 1361 წელს დაიპყრეს და გაძარცვეს დანიელებმა. 1645 წელს გადაეცა შვედეთს. პირველი მსოფლიო ომის დროს 1915 წლის 19 ივნისს (ძვ. სტ. 2 ივლისი), გოტლანდის მახლობლად გაიმართა ბრძოლა რუსეთისა და გერმანიის სამხედრო ხომალდებს შორის.

ლიტერატურა

რედაქტირება