პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარ. Полацкi дзяржаýны ýнiверсiтэт; რუს. Полоцкий государственный университет) ― სახელმწიფო უნივერსიტეტი ნოვოპოლოცკსა და პოლოცკში, ბელარუსში. უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური სიმბოლოები: დროშა, ემბლემა და ჰიმნი. უნივერსიტეტის ჰიმნის ტექსტის ავტორია გენადი ბურავკინი.
პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 1968 |
ტიპი | უნივერსიტეტი |
რექტორი | Yury Ramanouski |
სტუდენტი | 5 000[1] |
ქვეყანა | ბელარუსი |
https://www.psu.by |
ისტორია
რედაქტირება1581 წელს პოლოცკში იეზუიტთა კოლეჯი დაარსდა. 1812 წლის 12 იანვარს, რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის ბრძანებით, კოლეჯი პოლოცკის იეზუიტთა აკადემიად ჩამოყალიბდა. აკადემია 1820 წლამდე ფუნქციონირებდა[2] და პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ბელარუსში.[3]
1968 წლის 14 ივლისს ბელარუსის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნოვოპოლოცკის ფილიალი შეიქმნა. მომდევნო წლის 10 თებერვალს ბელარუსის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნოვოპოლოცკის ფილიალი ბელარუსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გადაიტანეს. 1974 წლის 1-ელი იანვრიდან იგი ნოვოპოლოცკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. 1993 წლის 14 სექტემბერს ინსტიტუტი პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.
ფაკულტეტები
რედაქტირება- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი
- მექანიკისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
- რადიოინჟინერიის ფაკულტეტი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი
- ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
- სამართლის ფაკულტეტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- უნივერსიტეტის ოფიციალური ჰიმნი დაარქივებული 2013-03-10 საიტზე Wayback Machine.
- უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა დაარქივებული 2022-05-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.psu.by/en
- ↑ Połock Academy (1812–1820): An Example of the Society of Jesus's Endurance, by Irena Kadulska in: Robert A. MARYKS and Jonathan WRIGHT (eds.), Jesuit Survival and Restoration: A Global History, 1773–1900, Leiden and Boston, MA: Brill, 2015, ISBN 9789004282384, pp. 83-98
- ↑ Ancient capital announced Belarus’ cultural capital for 2010 // The online version of the central republican newspaper «SB. Belarus Segodnja»