ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ბსსრ)

ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ბელორუსიის სსრ (ბელარ. Белару́ская Саве́цкая Сацыялісты́чная Рэспу́бліка, Беларуская ССР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი მინსკი.

ბელორუსიის სსრ
ბელარ. Беларуская ССР


1 იანვარი 191919 სექტემბერი 1991
დროშა გერბი
ჰიმნი
ბელორუსიის სსრ-ის ჰიმნი

ბელორუსიის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
დედაქალაქი სმოლენსკი (1-5 იანვარი, 1919), შემდეგ მინსკი
ენა ბელარუსული, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 207,6 ათ. კმ²
მოსახლეობა 10 151 ათ. (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ბელორუსიის სსრ დაარსდა 1919 წლის 1 იანვარს, სსრკ-ის შემადგენლობაშია მისი დაარსებისთანავე. მდებარეობდა საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა რსფსრ, ლატვიის სსრ, ლიტვის სსრ და უკრაინის სსრ, ასევე პოლონეთი. ფართობი 207,6 ათ. კმ². მოსახლეობა 10 150 ათ. კაცი (1989). დედაქალაქი - ქ. მინსკი.

იყოფოდა 6 ოლქად (ბრესტის ოლქი, გომელის ოლქი, გროდნოს ოლქი, ვიტებსკის ოლქი, მინსკის ოლქი და მოგილევის ოლქი) და 117 რაიონად. რესპუბლიკაში იყო 81 ქალაქი და 123 დაბა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება