გროდნოს ოლქი
გროდნოს ოლქი (ბელარ. Гродзенская вобласць) — ოლქი დასავლეთ ბელარუსში, ესაზღვრება პოლონეთსა და ლიეტუვას. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია გროდნო. ოლქი გამორჩეულია თავისი ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობით. მოსახლეობის 20%-ზე მეტს პოლონელები შეადგენენ. იგი, ასევე, ერთადერთი ოლქია ბელარუსში, რომელშიც დომინანტი რელიგია კათოლიციზმია.
ოლქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გროდნოს ოლქი ბელარ. Гродзенская вобласць | |||||
| |||||
ქვეყანა | ბელარუსი | ||||
ადმ. ცენტრი | გროდნო | ||||
შიდა დაყოფა | Astraviec District, Ašmiany District, Bierastavica District, Vaŭkavysk District, Voranava District, Grodno District, Dziatlava District, Zeĺva District, Iŭje District, Kareličy District, Lida District, Masty District, Navahrudak District, Svislač District, Slonim District, Smarhoń District და Ščučyn District | ||||
კოორდინატები | 53°45′00″ ჩ. გ. 25°20′00″ ა. გ. / 53.75000° ჩ. გ. 25.33333° ა. გ. | ||||
მმართველი | Uładzimier Krawcow | ||||
დაარსდა | 20 სექტემბერი, 1944 | ||||
ფართობი | 25 127 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 051 000 კაცი (2015) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ბელარუსები 66,7% პოლონელები 21,5% რუსები 8,2% უკრაინელები 1,4% | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+03:00]] | ||||
საავტომობილო კოდი | 4 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.region.grodno.by/ | ||||
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წლის 14 ოქტომბრის აღწერის მიხედვით, გროდნოს ოლქის მოსახლეობა შეადგენს 1 072 000 ადამიანს, საიდანაც 740 000 (69,03 %) ქალაქში, 332 000 (30,97 %) კი სოფელში ცხოვრობს.[1]
მამაკაცთა რაოდენობა შეადგენს 552 800-ს (47,1 %), ქალების — 621 100 (52,9 %). 19 წლამდე ასაკის იყო 312 000, 20-59 — 622 500, 60 წლის და მეტის — 239 400 ადამიანი.
ეთნიკური შემადგენლობა
რედაქტირებაეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, ბელარუსები შეადგენენ მოსახლეობის 66,7 %-ს, პოლონელები — 21,5 %, რუსები — 8,2 %, უკრაინელები — 1,4 %, ლიეტუველები — 0,2 %, თათრები — 0,2 %, სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნება მოსახლეობის 1,9 %.
ეროვნება | 1959 წლის აღწერა | 1970 წლის აღწერა | 1979 წლის აღწერა | 1989 წლის აღწერა | 1999 წლის აღწერა | 2009 წლის აღწერა[2] |
---|---|---|---|---|---|---|
ბელარუსები | 646 718 | 729 381 | 698 420 | 702 208 | 738 216 | 715 249 |
პოლონელები | 332 430 | 276 507 | 299 250 | 300 836 | 294 090 | 230 810 |
რუსები | 72 250 | 86 145 | 99 597 | 124 250 | 119 200 | 87 451 |
უკრაინელები | 12 004 | 16 230 | 18 677 | 23 401 | 21 166 | 14 983 |
ლიეტუველები | … | 4 224 | 3 427 | 3 087 | 2 964 | 2 153 |
თათრები | 2 075 | 2 086 | 2 177 | 2 462 | 2 161 | 1 710 |
სომხები | … | 193 | 191 | 461 | 1 049 | 905 |
აზერბაიჯანელები | … | 142 | 194 | 526 | 581 | 678 |
ებრაელები | 3 744 | 3 199 | 2 653 | 2 208 | 938 | 537 |
ბოშები | … | 226 | 330 | 376 | 452 | 372 |
გერმანელები | … | 171 | 276 | 435 | 669 | 329 |
მოლდოველები | … | 151 | 274 | 471 | 415 | 319 |
ქართველები | … | 169 | 167 | 224 | 285 | 264 |
სულ | 1 076 789 | 1 120 395 | 1 127 465 | 1 163 608 | 1 185 178 | 1 072 381 |
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით, გროდნოს ოლქი იყოფა 17 რაიონად
№ | რაიონის სახელი | ბელარუსული სახელი | ფართობი[3], კმ² |
მოსახლეობა [4](2009) |
ადმინისტრაციული ცენტრი |
---|---|---|---|---|---|
1. | ბერასტავიცა | Бераставіцкі раён | 743,58 | 18 017 | ბერასტავიცა |
2. | ვაიკავისკი | Ваўкавыскі | 1192,85 | 75 329 | ვაიკავისკი |
3. | ვორანავა | Воранаўскі | 1418,39 | 30 477 | ვორანავა |
4. | გროდნო | Гродзенскі | 2593,92 | 54 525 | გროდნო |
5. | ძიატლავა | Дзятлаўскі | 1544,09 | 29 703 | ძიატლავა |
6. | ზელვა | Зэльвенскі | 869,69 | 19 119 | ზელვა |
7. | იუე | Іўеўскі | 1845,50 | 28 891 | იუე |
8. | კარელიჩი | Карэліцкі | 1093,66 | 24 130 | კარელიჩი |
9. | ლიდა | Лідскі | 1566,74 | 135 096 | ლიდა |
10. | მასტი | Мастоўскі | 1342,04 | 33 883 | მასტი |
11. | ნავაგრუდაკი | Навагрудскі | 1668,01 | 49 107 | ნავაგრუდაკი |
12. | აშმიანი | Ашмянскі | 1215,92 | 32 411 | აშმიანი |
13. | ასტრავეცი | Астравецкі | 1568,77 | 24 266 | ასტრავეცი |
14. | სვისლაჩი | Свіслацкі | 1449,53 | 19 539 | სვისლაჩი |
15. | სლონიმი | Слонімскі | 1470,63 | 67 288 | სლონიმი |
16. | სმარგონი | Смаргонскі | 1490,01 | 55 296 | სმარგონი |
17. | შჩუჩინი | Шчучынскі | 1911,54 | 47 764 | შჩუჩინი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://archive.today/20120711113638/belstat.gov.by/homep/ru/perepic/2009/news/10.php Численность населения по данным Белстата Белоруссии
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-30. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
- ↑ «Государственный земельный кадастр Республики Беларусь» დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (по состоянию на 1 января 2011 г.)
- ↑ Результаты переписи 2009 года