გომელის ოლქი (ბელარ. Гомельская вобласць) — ადმინისტრაციული ერთეული ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გომელი. დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს.

ოლქი
გომელის ოლქი
ბელარ. Гомельская вобласць
დროშა გერბი

ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ადმ. ცენტრი გომელი
შიდა დაყოფა Akciabrski District, Brahin District, Buda-Kašaliova District, Čačersk District, Dobruš District, Homieĺ District, Kalinkavichy District, Chojniki District, Karma District, Lyelchytsy District, Lojeŭ District, Mazyr District, Naroŭlia District, Pietrykaŭ District, Rahačoŭ District, Rečyca District, Svietlahorsk District, Vietka District, Jeĺsk District, Žlobin District და Žytkavičy District
კოორდინატები 52°20′00″ ჩ. გ. 29°40′00″ ა. გ. / 52.33333° ჩ. გ. 29.66667° ა. გ. / 52.33333; 29.66667
მმართველი Genadz' Salavej
დაარსდა 15 იანვარი, 1938
ფართობი 40,4 კმ²
სალაპარაკო ენები ბელარუსული, რუსული
მოსახლეობა 1 423 972[1] კაცი (2015)
სიმჭიდროვე 35,28 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ბელარუსები—88,2%,
რუსები—7,7%,
უკრაინელები—2,1%,
ებრაელები—0,2%,
პოლონელები—0,1%
სასაათო სარტყელი UTC+3
საავტომობილო კოდი 3
ოფიციალური საიტი gomel-region.gov.by/en/

ისტორია რედაქტირება

დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს, სსრკ-ის „01.15.1938 ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციაში“ (ძირითად კანონში) შესაბამისად.

გეოგრაფია რედაქტირება

გომელის ოლქის ფართობი 40.4 ათასი კმ²-ია (1-ლი ადგილი ქვეყანაში), წარმოადგენს ბელარუსის მთელი ტერიტორიის მეხუთედ ნაწილს. ოლქი ესაზღვრება ბელარუსისმინსკის, ბრესტისა და მოგილევის ოლქებს, ასევე უკრაინასა და რუსეთს.

ოლქის კლიმატი ზომიერი კონტინენტალურია, თბილი ზაფხულითა და რბილი ზამთრით. საშუალო ტემპერატურაა: იანვარში — -5—6 °C, ივლისში — +18—19 °C. ზამთარში, დომინირებს სამხრეთის ქარი, ხოლო ზაფხულში — დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთისა. ქარის სიჩქარე საშუალოდ წელიწადში შეადგენს დაახლოებით 3 მ/წმ-ს. წლიური ნალექი მერყეობს 550-650 მმ შორის.

კლიმატი ხელსაყრელია შაქრის ჭარხლის, სიმინდის, ყურძნისა და სხვა მოსავლის მოსაყვანად.

უდიდესი სანაოსნო მდინარეებია დნეპრი, პრიპიატი, სოჟი და ბერეზინა. ოლქში არსებობს ბევრი ტბა. უდიდესი ტბაა ჩერვონოე (ფართობით 43,6 კმ²).[2] ტერიტორიის 42% დაფარულია ტყეებით.[3]

გომელის ოლქი საკმაოდ ხელსაყრელია ბუნებრივი პირობების განვითარების ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. ოლქის რელიეფი ტოპოგრაფიულად ხელს უწყობს დასახლებების განვითარებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ათვისებას, სამრეწველო საწარმოებების და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარებას.

გომელის ოლქში ცხოვრობს 1 423 972 ადამიანი (2015 წლის 1 ივლისისთვის), მათ შორის ქალაქში — 76,5%, ხოლო თითქმის მეოთხედი — ქალაქგარეთ.[1]

გომელის ოლქის საერთო ფართობი შეადგენს 4036,2 ათას ჰექტარს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწა — 1450,3 ათასი ჰექტარი. სახნავ-სათესი მიწა მოიცავს 61%, სათიბ-საძოვრები კი — 37%.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
გომელის ოლქის რაიონები

გომელის ოლქი მოიცავს 21 რაიონს:

No რაიონი ბელარ. ფართობი[4],
კმ²
მოსახლეობა,
[5] კაცი (2015)
ადმინისტრაციული
ცენტრი
1. ბრაგინი Брагінскі 1960,46 12 430 ბრაგინი
2. ბუდა-კოშელევო Буда-Кашалёўскі 1594,50 30 964 ბუდა-კოშელევო
3. ვეტკა Веткаўскі 1558,62 17 812 ვეტკა
4. გომელი Гомельскі 1955,79 67 656 გომელი
5. დობრუში Добрушскі 1452,72 37 054 დობრუში
6. ელსკი Ельскі 1365,68 15 877 ელსკი
7. ჟიტკოვიჩი Жыткавіцкі 2916,27 37 035 ჟიტკოვიჩი
8. ჟლობინი Жлобінскі 2110,77 102 159 ჟლობინი
9. კალინკოვიჩი Калінкавіцкі 2756,24 60 624 კალინკოვიჩი
10. კორმა Кармянскі 949,15 13 825 კორმა
11. ლელჩიცი Лельчыцкі 3221,31 24 968 ლელჩიცი
12. ლოევი Лоеўскі 1045,53 12 535 ლოევი
13. მოზირი Мазырскі 1603,47 131 812 მოზირი
14. ნაროვლია Нараўлянскі 1588,82 10 693 ნაროვლია
15. ოკტიაბრსკი Акцябрскі 1381,19 14 347 ოკტიაბრსკი
16. პეტრიკოვი Петрыкаўскі 2835,18 29 109 პეტრიკოვი
17. რეჩიცა Рэчыцкі 2713,95 99 856 რეჩიცა
18. როგაჩევი Рагачоўскі 2066,99 58 331 როგაჩევი
19. სვეტლოგორსკი Светлагорскі 1899,91 85 492 სვეტლოგორსკი
20. ჰოინიკი Хойніцкі 2027,74 19 890 ჰოინიკი
21. ჩეჩერსკი Чачэрскі 1229,88 14 624 ჩეჩერსკი

მოსახლეობა რედაქტირება

2015 წლის დასაწყისში გომელის ოლქის მოსახლეობამ შეადგინა 1 423 964 ადამიანი, მათ შორის, ქალაქის მოსახლეობა — 1 087 105 ადამიანი (76.34%), ხოლო სასოფლისა — 336 859 ადამიანი (23,66%).

ოლქში 17 ქალაქი, 18 დაბა და 2636 სოფელია. ქალაქ გომელში 4 რაიონია.

ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

ეთნოსი აღწერა 1926 Перепись 1939[6] აღწერა 1959 აღწერა 1970 აღწერა 1979 აღწერა 1989 აღწერა 1999[7] აღწერა 2009[8]
ბელარუსები 734 556 1 183 706 1 294 046 1 318 546 1 338 097 1 301 346 1 271 019
რუსები 71 273 89 664 137 410 169 288 210 419 169 263 111 085
უკრაინელები 24 539 33 289 46 483 53 851 68 600 50 587 30 920
ბოშები 979 2 199 2 676 3 602 3 258 2 501
ებრაელები 67 578 45 004 42 312 38 433 31 770 5 896 2 341
პოლონელები 4 369 7 119 4 841 4 731 4 556 3 572 1 958
სომხები 286 316 317 658 1 625 915
მოლდოველები 96 266 381 801 990 798
თათრები 866 379 924 918 1 355 1 136 776
აზერბაიჯანელები 98 314 709 715 960 653
გერმანელები 411 577 629 754 887 442
თურქმენები 39 395
ქართველები 258 140 204 452 417 295
უზბეკები 129 268 470 459 273 273
ლიეტუველები 356 427 402 707 411 271
ყაზახები 240 168 197 434 223 196
ჩუვაშები 243 301 377 547 323 167
არაბები 138
ჯამში 908 449 1 364 303 1 533 304 1 594 773 1 667 795 1 545 083 1 440 718

წიაღისეული რედაქტირება

ოლქის ტყის მიწის ფონდის ფართობი შეადგენს — 1653 ათას ჰექტარს, ტყით დაფარულია 1472,9 ათასი ჰექტარი.

სასარგებლო წიაღისეულებს შორის, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკისათვის, არის სათბობ—ენერგეტიკული ნედლეული. შესწავლილია თითქმის 1500 ტორფის საბადო. ქალაქ მოზირში მუშაობს ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური ქარხანა.

ქვა მარილის შესწავლილი რეზერვები აღემატება 22 მილიარდ ტონას. რეგიონს აქვს კალიუმის მარილის, ცარცის, სამშენებლო ქვის, მინის რეზერვები, გრძელდება ალმასის საბადოების კვლევა.

მრეწველობა რედაქტირება

გომელის ოლქი გამოირჩევა მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალით და არის ბელარუსის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული სამრეწველო ოლქი.

ოლქში არსებობს 300-ზე მეტი დიდი და საშუალო სამრეწველო საწარმო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Социально-экономическое развитие регионов Республики Беларусь за январь — июнь 2015 года დაარქივებული 2015-09-23 საიტზე Wayback Machine. // Национальный статистический комитет Республики Беларусь. — Мн., 2015.
  2. Гомельская область, Беларусь | Belarus.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-08. ციტირების თარიღი: 2016-03-01.
  3. ХАРАКТЕРИСТИКА ГОМЕЛЬСКОЙ ОБЛАСТИ | Гомельский экономический форум. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2016-03-01.
  4. «Государственный земельный кадастр Республики Беларусь» დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (2011 წლის მდგომარეობით)
  5. Результаты переписи 2015 года.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-03-01.
  6. Демоскоп Weekly — Приложение. Справочник статистических показателей
  7. DSL-2640U. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-13. ციტირების თარიღი: 2016-03-03.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-18. ციტირების თარიღი: 2010-09-18.