ჩერვონოე (ბელარ. Чырво́нае возера), ჩერვონოეს პოლესიე (რუს. Червоное Полесье), მთავარი-ტბა (ბელარ. Князь-возера) — ტბა ბელარუსში, გომელის ოლქში. ფართობი — 43,6 კმ², სიღრმე — 4 -მდე. იკვებება შერეულად. წყლის დონის რყევა — 0,8 მ, უმაღლეს დონეს აღწევს მარტ–აპრილში. იყინება ნოემბერ–დეკემბერში; ყინულისაგან თავისუფლდება მარტის მეორე ნახევარ–აპრილში. ჩერვონოეს ტბიდან სადრენაჟე არხებითა და მდინარე ბობრიკის მეშვეობით ხორციელდება წყლის ჩადინება მდინარე პრიპიატში. ადგილი აქვს თევზჭერას; იჭერენ კაპარჭინას, ქარიყლაპიას, ქორჭილას და სხვ.

ჩერვონოე
Чырво́нае
კოორდინატები: 52°24′17″ ჩ. გ. 27°58′25″ ა. გ. / 52.40472° ჩ. გ. 27.97361° ა. გ. / 52.40472; 27.97361
მდებარეობა ბელარუსის დროშა ბელარუსი
სიმაღლე ზღვის დონიდან 136,4 
ფართობი 43,6 კმ²
მოცულობა 0,0678 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 30,8 კმ
საშუალო სიღრმე 0,7 
მაქსიმალური სიღრმე
აუზის ფართობი 280 კმ²
ჩერვონოე (ტბა) — ბელარუსი
ჩერვონოე (ტბა)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება