ბელოოზეროს სამთავრო
ბელოოზეროს სამთავრო, (რუს. Белозерское княжество) — რუსეთის სამთავრო (1238 წელს გამოეყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს), მთავარი ქალაქი — ბელოოზერო (ახლანდელი ბელოზერსკი). პირველი მთავარი იყო გლებ ვასილკოვიჩი (დაახლოებით 1238—1278). მის დროს ბელოოზეროს სამთავროში შედიოდა ტბა ბელოვ-ოზეროს აუზი, მდინარე შექსნის ქვემო დინება და კუბენის ტბა. XIV საუკუნის I ნახევარში დაკარგა დამოუკიდებლობა. 1389 წელს მოსკოვის დიდი სამთავროს საუფლისწულო გახდა, 1486 წლიდან — რუსეთის სახელმწიფოს მაზრა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 290.