კოსტრომა (რუს. Кострома) — ქალაქი რუსეთში, კოსტრომის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე, მდინარე ვოლგის ორივე ნაპირზე, ქალაქ მოსკოვიდან 344 კმ-ში. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობს 276 090 ადამიანი. ქალაქის ფართობია 144,5 კმ². ქალაქ კოსტრომის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის რუსი.

ქალაქი
კოსტრომა
Кострома
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 57°46′00″ ჩ. გ. 40°56′00″ ა. გ. / 57.76667° ჩ. გ. 40.93333° ა. გ. / 57.76667; 40.93333
მმართველი Yuri Zhurin[1]
დაარსდა 1152
პირველი ხსენება 1213
ფართობი 144,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 110
მოსახლეობა 276 090 კაცი (2015)
ეროვნული შემადგენლობა რუსები (96%)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 4942
საფოსტო ინდექსი 156XXX
ოფიციალური საიტი gradkostroma.ru
კოსტრომა — რუსეთი
კოსტრომა

კოსტრომა დაარსდა XII საუკუნეში, ხოლო XIII საუკუნეში გახდა კოსტრომის სათავადოს ცენტრი. პირველად იხსენიება 1213 წელს. XIII საუკუნიდან დაწყებული XVII საუკუნის ბოლომდე არაერთხელ დაექვემდებარა დაცლასა და ძარცვას. XIV საუკუნეში შევიდა მოსკოვის სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1719 წლიდან იყო მოსკოვის გუბერნიის პროვინციული ქალაქი, ხოლო 1778 წლიდან — საგუბერნიო ქალაქი. ქალაქ კოსტრომის დღედ ჩვეულებრივ აღინიშნება 13-14 აგვისტო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://duma-kostroma.ru/deputy/id/16