ვალერიან მადათოვი
ვალერიან (როსტომ) გრიგოლის ძე მადათოვი (დ. 18 (29) მაისი, 1782, შუშა — გ. 4 (16) სექტემბერი, 1829, ბულგარეთი. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1826), რუსეთ-სპარსეთის (1826-1928), რუსეთ-ოსმალეთის (1828-1929), რუსეთის სამამულო (1812) ომების მონაწილე. ქართული ცალკეული კორპუსის (1816-იდან), მე-3 ჰუსართა დივიზიის (1828-იდან) მეთაური. 1814 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. XIX საუკუნეში თბილისში, მდინარე მტკვარზე შეიძინა კუნძული, რომელიც შემდეგ მის სახელს ატარებდა (მადათოვის კუნძული).