ბოკუზ დ'ორი
ბოკუზ დ'ორი (ფრანგ. Bocuse d’Or, ოქროს ბოკუზი), ასევე მსოფლიო კულინარიული კონკურსი (ფრანგ. Concours mondial de la cuisine) — მსოფლიოს შეფთა ბიენალე. სახელი დაერქვა შეფი პოლ ბოკუზის პატივსაცემად. ღონისძიება იანვრის ბოლოს ლიონთან, საფრანგეთი, ტარდება SIRHA International Hotel-ში და ყველაზე პრესტიჟული კულინარული კონკურსია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს.
2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა 2-3 ნოემბერს ქვეყანაში ეროვნული შესარჩევ შეჯიბრს. 2020 წელს 15-16 ოქტომბერს კი საქართველო პირველად მიღებს მონაწილეობას Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე, რომელიც ესტონეთში გაიმართება.
ამ ღონისძიებას ხშირად ოლიმპიური თამაშების გასტრონომიულ ექვივალენტს უწოდებენ.
მედალისტები
რედაქტირებაწელი | ოქროს ბოკუზი | ვერცხლის | ბრინჯაოს |
---|---|---|---|
1987 | ჟაკი ფრეონი | მიშელ ადონსი | ჰანს ჰასი |
1989 | ლეა ლინსტერი | პიერ პაულუსი | უილიამ ვაი |
1991 | მიშელ როთი | ლარს ერიკ უნდერთუნი | გერტ იან რავენი |
1993 | ბენტ სტიანსენი | იენს პეტერ კოლბეკი | კი ვან კოტერენი |
1995 | რეჟის მარკონი | მელკერ ანდერსონი | პატრიკ იაროსი |
1997 | მათიას დალგრენი | როლანდ დებუისტი | ოდ ივარ სოლიოლდი |
1999 | ტერიე ნესი | იანიკ ალენო | ფერდე დებეკერი |
2001 | ფრანსუა ადამსკი | ჰენრიკი ნორსტრომი | ჰაკონ მარ ორვარსონი |
2003 | ჩარლზ ტიესემი | ფრენკ პუტელა | კლაუს ვაიტბრეხტი |
2005 | სერჟ ვიეირა | ტომ ვიქტორ გაუსდალი | რასმუს კოფოედი |
2007 | ფაბრის დევინესი | რასმუს კოფოედი | ფრანკ ჯიოვანინი |
2009 | გეირ სკეიე | იონას ლუნდგრენი | ფილიპ მილი |
2011 | რასმუს კოფოედი | ტომი მილიმიკი | გუნარ ჰვარნესი |
2013 | ტიბო რუგერი | ჯეპ ფოლდაგერი | ნორიუკი ჰამადა |
2015 | ერჯან იოჰანსენი | ფილიპ ტესიე | ტომი მილიმიკი |
2017 | მათე პიტესი | კრისტოფერ უილიამ დევიდსენი | ვიქტორ ორნ ანდრესონი |
2019 | კენეტ ტოფ-ჰანსენი | სებასტიან გიბრანდი | კრისტიან ანდრე პეტერსენი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bocuse d'Or official site
- Bocuse d'Or Georgia დაარქივებული 2020-10-08 საიტზე Wayback Machine. bocusedor.com
- 18 countries, 2 tests, 10 places for the grand finale in Lyon in 2021. დაარქივებული 2020-10-01 საიტზე Wayback Machine. bocusedor.com