გერი სკეიე (ნორვ. Geir Skeie; დ. 2 ივლისი, 1980, ფიტიარი) — ნორვეგიელი შეფი, 2008 წლის ევროპის ბოკუზ დ'ორისა და 2009 წლის ბოკუზ დ'ორის მსოფლიო ფინალის გამარჯვებული.

გეირ სკეიე 2008 წლის ბოკუზ დ'ორის კონკურსზე

სკეიე შეფ-მზარეულია მათუსეტ მიდტასენ სოლვოლდში, სანდეფიორდი, რომელსაც 1997 წლის ბრინაჯოს ბოკუზის მედალისტი ოდ ივარ სოლვოლდი ფლობს. მანამ სკეიე მუშაობდა ლე კანარში, სოლსიდენსა და პალას გრილში, ოსლოში, და სკარსნუტენ ჰოტელში, ჰემსედალი.

სკეიემა ბოკუზ დ'ორისთვის მზადება 1993 წლიდან დაიწყო, როდესაც ბენტ სტიანსენს უყურა ინგრიდ ესპელიდ ჰოვიგის სატელევიზიო გადაცემაში, სადაც ის ამ პრესტიჟული კულინარული კონკურსის პირველი ნორვეგიელი გამარჯვებული გახდა. ამ მიზნის მისაღწევად ის 15 წელი ემზადებოდა, ბოლო ორი წელი კი გამარჯვებული რეცეპტის დახვეწას მოანდომა. 2009 წლის სხვა ფინალისტთაგან განსხვავებით, რომლებიც მათი ბოლო მზადებისთვის ლიონში დაბინავდნენ, სკეიემ დიდი ნახევარტრაილერი დაიქირავა მასში დამონტაჟებული სავარჯიშო სამზარეულოთი. მას წვრთნიდა ოდ ივარ სოლვოლდი, ხოლო ასისტენტად ადრიან ლოვოლდი ჰყავდა.

კონკურსის შემდეგ სკეიემ განაცხადა, რომ მისი შედეგით 90%-ის იყო კმაყოფილი. ოქროს მედალი მიღწეულ იქნა 1020 ქულით. ვერცხლის მედალოსანმა შვედმა იონას ლუნდგრენმა 994 ქულა მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება