ტარიმის მუმიებიტაკლა-მაკანის უდაბნოს მშრალ პირობებში დაცული ევროპეიდების მუმიფიცირებული სხეულები ძვ.წ. XVIII საუკუნიდან — ახ. წ. II საუკუნემდე. ისინი აღმოჩენილია ჩინეთის სინცზიან–უიგურის ავტონომიური ოლქის ლოულანის, ტურფანის და ტარიმის აუზის ზოგიერთ სხვა ოლქებში.

ტარიმის აუზი და თაკლა–მაკლანის უდაბნო

მუმიები თარიღდება ძვ. წ. 1800 წლიდან ახ.წ. 200 წლით. ისინი აღმოაჩინეს მდინარე ტარიმის აუზში, ჩინეთში დღევანდელ ხინჯიანგში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, უკენასკნელი მონაცემებით, მათ მიაკუთვნებენ ინდოევროპულ რასას. მუმიები გამოირჩევიან გრძელი მოწითალო ფერის თმებით. მათ სხეულზე კარგად არის შემონახული ქსოვილები – შალის ძაფით ნაქსოვი გრძელი მოსასხამი და კუბოკრულნახატებიანი წინდები.

 
ტარიმის აუზი და თაკლა–მაკლანის უდაბნო

ტარიმის მუმიები აღმოაჩინეს XX საუკუნის დასაწყისში აურელია სტეინის და სვენა გედინის ექსპედიციამ. მაშინვე დაიწო დავა სამეცნიერო საზოგადოებაში იმაზე, თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ ეს ადამიანები. ყველაზე ფართო მხარდამჭერები ჰყავს მოსაზრებას, რომ ეს ადამიანები საუბრობდნენ ტოხარულ ენებზე და წარმოადგენდნენ ტოხარებს.

აზიის სიღრმეში ევროპეოდული რასის ფართო გავრცელებაზე მოწმობენ 2000 — 3000 წლის წინანდელი პაზირიკის და ტაშტიკის კულტურები. აგრეთვე, ზოგიერთი წერილობთი წყარო. მაგსლითად, პლინიუს უფროსი გვაუწყებს, რომ ცეილონის ელჩი იმპერატორ კლავდიუსის კარზე აღწერდა დასავლეთ ჩინეთის მოსახლეობას, როგორც საშუალოზე მაღალ, ქერათმიან და ლურჯთვალება ხალხს.

ლოულანის ლამაზმანი

რედაქტირება

ლოულანის ლამაზმანი უწოდეს ტარიმის აუზის ერთ–ერთ უძველეს მუმიას. ის წარმოადგენდა ევროპეიდული რასის ახალგაზრდა ქალს სიმაღლით 180 სმ. ქერა თმებით. აღმოჩენილია 1980 წელს ლოულანის (თანამედროვე ჩინეთი) მიდამოებში. ის არის დაახლოებით 3800 წლის ასაკის. მუმია შენახულია სინცზიან–უიგურის ავტონომიური რაიონის ქალაქ ურუმჩის მუზეუმში. მის გვერდით დაკრძალული იყო 50–ოდე წლის მამაკაცი და სამი თვის ბავშვი საქონლის რქის ბოთლით ხელში. ნაპოვნია სხვა არტეფაქტებიც: ტყავის ჩანთა ხორბლის მარცვლებით, ქუდი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება