ტარიმი (უიგ. „ტარიმი“, ჩინ. „დაიანი“ 塔里木河) — ჩსრს სიანცზინ–უიგურის ავტონომიური რეგიონის მსხვილი მდინარე, რომელიც ამ რეგიონის შიდა სამდინარო სისტემის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს. ის წარმოიქმნება მდინარეების აქსუსა და იარკენდის შეერთების ადგილზე. მიედინება აღმოსავლეთის მიმართულებით და გადაჭრის ტაკლა-მაკანის უდაბნოს. მდინარე კვებავს ტბა ლობ–ჰობს. საერთო სიგრძე შეადგენს 2030—2090 კმ–ს. წყლის საშუალო წლიური ჩამონადენი შეადგენს 4—6 კმ³. გამოიყენება სოფლის მეურნებაში სარწყავად. მდინარის ხეობაში ცხოვრობს დაახლოებით 10 მლნ. უიღური, ჩინელი და მონღოლი.

მდინარე ტარიმის რუკა

ჰიდროგრაფია

რედაქტირება

ცხელი და მშრალი ამინდის გამო მდინარის წყლის დონე დაბალია, განსაკუთრებით, ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში. წყალი ძალიან მღვრიეა და ხშირად იცვლის მიმართულებას, როგორც მრავალი სხვა მდინარე ცენტრალურ აზიაში. ხეობაში იზრდება ჭალის ტყეები (ჭალის ტყე), რომელსაც გარს აკრავს ქვიშის დიუნები. მდინარე ზამთარში იყინება.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ტარიმი და მისი შენაკადები მდიდარია თევზით. მდინარის ქვედა დინებაში იზრდება ლერწამი და შესაბამისად აქ ბევრია მდინარის ნაპირას მცხოვრები წყლის ფრინველები.

სამეურნეო დანიშნულება

რედაქტირება

მიუხედავად ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ფართომასშტაბიანი ირიგაციის აქტიური მხარდაჭერისა, ნაყოფიერი მიწის დიდ ნაწილზე წარმოებს მუსულმანურ ქვეყნებში გავრცელებული ტრადიციული ოაზისური მეურნეობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hedin, Sven (1925): My Life as an Explorer. First published Boni & Liveright, New York.Republished: National Geographic Adventure Classics. Washington, D.C. 2003.
  • Hill, John E. (2009) Through the Jade Gate to Rome: A Study of the Silk Routes during the Later Han Dynasty, 1st to 2nd Centuries CE. John E. Hill. BookSurge, Charleston, South Carolina. ISBN 978-1-4392-2134-1.
  • Hill, John E. 2004. The Peoples of the West from the Weilüe 魏略 by Yu Huan 魚豢: A Third Century Chinese Account Composed between 239 and 265 CE. Draft annotated English translation. [1]
  • Hulsewé, A. F. P. and Loewe, M. A. N. 1979. China in Central Asia: The Early Stage 125 BC – AD 23: an annotated translation of chapters 61 and 96 of the History of the Former Han Dynasty. E. J. Brill, Leiden.
  • Stein, Aurel M. 1907. Ancient Khotan: Detailed report of archaeological explorations in Chinese Turkestan, 2 vols. Clarendon Press. Oxford. [2]
  • Stein, Aurel M. 1921. Serindia: Detailed report of explorations in Central Asia and westernmost China, 5 vols. London & Oxford. Clarendon Press. Reprint: Delhi. Motilal Banarsidass. 1980. [3]
  • Baumer, Christoph. 2000. Southern Silk Road: In the Footsteps of Sir Aurel Stein and Sven Hedin. White Orchid Books. Bangkok.
  • Mallory, J.P. and Mair, Victor H. 2000. The Tarim Mummies: Ancient China and the Mystery of the Earliest Peoples from the West. Thames & Hudson. London.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება