უიღურები
უიღურები (უიღ. ئۇيغۇر; [6] ჩინ.: 维) — ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი. დღეისთვის უიღურების უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში. უიღურების დაახლოებით 80%-ცხოვრობს სინძიანის სამხრეთ ნაწილში - ტარიმის დაბლობში.[7] უიღურები ჩინეთში სიძიანის გარდა ცხოვრობენ ტაოიანში, სამხრეთ-ცენტრალურ ხუნანიში.[8] ჩინეთის გარდა უიღურები ასევე ცხოვრობენ: ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. ასევე მცირე დიასპორებია: ავღანეთში, პაკისტანში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, აშშ-სა და თურქეთში.[9]უიღურების რელიგიაა ისლამი, რომელმაც XIV-XVII საუკუნეებში განდევნა ქრისტიანობა, ამანიქეველობა, შამანიზმი და ბუდიზმი.
უიღურები ئۇيغۇر | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
11 000 000 (დაახ.) | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ჩინეთი (სინძიანი) | 10 019 758[1] |
ყაზახეთი | 223 100[2] |
უზბეკეთი | 55 220 |
ყირგიზეთი | 49 000[3] |
თურქეთი | 19 300 |
რუსეთი | 3 696[4] |
უკრაინა | 197[5] |
ენები | უიღურული |
რელიგიები | სუნიზმი |
სახელი
რედაქტირებასახელ უიღურის მნიშვნელობა უცნობია. ყველაზე ახლოს დგას სიტყვა uyushmaq-თან რომელიც აღნიშნავს გაერთიანებულ ხალხს. ორხონ-ენისეის ძეგლებზე უიღურები მოხსენებულია როგორც uyɣur[10] რაც ჩინურში ტანის დინასტიის ანალებში გადავიდა როგორც -Huí Hé (回紇).[11] მოგვიანებით 788 - 809 წლებში უიღურების მოთხოვნით დასახელება შეიცვალა Huí Hú (回鶻)-ით. ხუთი დინასტიის ისტორიაში ტერმინი განმარტებულია როგორც „არწივის ირაო“.[12]
ისტორია
რედაქტირებაუიღურების წინაპრები აზიის ერთ-ერთი უძველესი ტომი იყო და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჰუნების ტომობრივ გაერთიანებაში.ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი დამთავრდა VIII საუკუნეში. თურქთა სახაკანოსდაცემის შემდეგ მდინარე ორხონის ხეობაში ჩამოყალიბდა უიღურთა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. 840 წელს ის დაარბიეს ენისეის ყირგიზებმა. ნაწილი XII საუკუნეში დაიპყრეს ტანგუტებმა და ყარახატაელებმა. XIV საუკუნეში უიღურები შევიდნენ მონღოლეთის შემადგენლობაში. მიუხედავად დამპყრობთა ძლიერი გავლენისა, უიღურებმა შეინარჩუნეს ეროვნული თვითშეგნება და ენა. 1949 წლიან უიღურები ცხოვრობენ ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი სინძიანის ავტონომიურ რეგიონში. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და შინახელოსნობა. ჩინეთის ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ უიღურების უფლებების დარღვევაში.[13]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 118-119.
- Hessler, Peter. Oracle Bones: A Journey Through Time in China. New York: Harper Perennial, 2006.
- Hierman, Brent. "The Pacification of Xinjiang: Uighur Protest and the Chinese State, 1988-2002." Problems of Post-Communism, May/Jun2007, Vol. 54 Issue 3, pp 48–62
- Human Rights in China: China, Minority Exclusion, Marginalization and Rising Tensions, London, Minority Rights Group International, 2007
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Britannica Uighur people
- London Uyghur Ensemble დაარქივებული 2019-11-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Xinjiang 新疆. The China Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-28. ციტირების თარიღი: 2013-12-04.
- ↑ Агентство Республики Казахстан по статистике :Итоги переписи населения Республики Казахстан 2009 года დაარქივებული 2010-02-08 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 3.1. Численность постоянного населения по национальностям. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2013-12-04.
- ↑ Перепись населения России 2010 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-23. ციტირების თარიღი: 2013-12-04.
- ↑ State statistics committee of Ukraine - National composition of population, 2001 census
- ↑ Mair, Victor. (13 July 2009) A Little Primer of Xinjiang Proper Nouns. Language Log. ციტირების თარიღი: 30 July 2009.
- ↑ Dillon, Michael (2004). Xinjiang: China's Muslim far northwest. Routledge. ISBN 978-0-415-32051-1. p.24
- ↑ „Ethnic Uygurs in Hunan Live in Harmony with Han Chinese“. People's Daily. 29 December 2000.
- ↑ Ethno-Diplomacy: The Uyghur Hitch in Sino-Turkish Relations (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-08-28.
- ↑ Lilla Russell-Smith (2005). Uygur Patronage In Dunhuang: Regional Art Centres On The Northern Silk Road. Brill, გვ. 33. ISBN 978-9004142411.
- ↑ Colin MacKerras, The Uighur Empire According to the T'ang Dynasty Histories, Australian National University, 1972, p. 224.
- ↑ 舊五代史 Jiu Wudai Shi, Chapter 138. Original text: 回鶻,其先匈奴之種也。後魏時,號爲鐵勒,亦名回紇。唐元和四年,本國可汗遣使上言,改爲回鶻,義取迴旋搏擊,如鶻之迅捷也。]
- ↑ ჩინეთის ხელისუფლება მილიონამდე უიღურს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს აიძულებს ბამბის პლანტაციებში ხელით მუშაობას რადიო „თავისუფლება“ დეკემბერი 16, 2020