პარაშუტ-ჯამპი
პარაშუტ-ჯამპი (ინგლ. Parachute Jump), ამჟამად უფუნქციო გასართობი ატრაქციონი კონი-აილენდზე, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, რომლის განთქმული ღია კონსტრუქციის ლითონის სტრუქტურა დღემდე ბრუკლინის სიმბოლოდ რჩება. 262 ფუტის სიმაღლისა და 170 ტონის კონსტრუქციას ხშირად ბრუკლინის ეიფელის კოშკსაც უწოდებენ.
კონსტრუქცია ააგეს 1939 წელს ფლაშინგ მიდოუს პარკში (კუინზი) ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენისთვის და 1941 წელს მის ამჟამინდელს ადგილზე გადმოიტანეს. ის სტიპლჩეიზ პარკის ერთადერთი ნაწილია, რომელიც დღემდე შემორჩა. ატრაქციონმა მუშაობა 1968 წელს შეწყვიტა.
კონსტრუქციის თავზე მიმაგრებული იყო ფუნქციური პარაშუტები, რომლებიც ლითონის რგოლებით აშვება-დაშვებისას ღია რჩებოდა. სულ კოშკის თავზე დამაგრებული იყო თორმეტი ლითონის მკლავი და თითოეული მათგანი კაბელით პარაშუტს იმაგრებდა. მგზავრებს ქამრებით ამაგრებდნენ ორადგილიან საჯდომში დახურული პარაშუტის ქვეშ, შემდეგ ზევით სწევდნენ, სადაც გაშვების მექანიზმი მათ ჩამოაგდებდა, ხოლო ვარდნის პროცესს პარაშუტი ანელებდა. ყოველ პარაშუტს სამი კაბელის ოპერატორი სჭირდებოდა, რაც მათ ოპერირებას საკმაოდ აძვირებდა.