ბავშვი — ადამიანის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც იგი ჩვილი აღარ არის, ზრდასრული კი ჯერ არ გამხდარა. ადამიანის ბავშვობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი. გარეოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისია 18 წლამდე ასაკის ადამიანს ბავშვად თვლის.

უნარები და აზროვნება

რედაქტირება

ბავშვობის სწრაფი ზრდისა და ცვლილებების ხანაა. ადამიანს სწავლის პროცესში უნვითარდება უნარები და აზროვნება, როცა სხეული და ტვინი იზრდება და ცვლილებას განიცდის. ბავშვი თანდათან ახერხებს უფრო და უფრო ზუსტად მართოს ყოველი მოძრაობა. მეტყველებაც სწრაფად უნვითარდება — პირველ სიტყვებს ბავშვი დაახლოებით 1 წლისა ამბობს, ხოლო 6 წლისამ უკვე 2600-მდე სიტყვა იცის. ბავშვი სამყაროს, ძირითადად, თამაშით შეიმეცნებს. ცხოვრებისეული სიტუაცებისათვის იგი თამაშით ემზადება.

გარდატეხის ასაკში ბავშვი დამოუკიდებელი ხდება. იგი უკვე საკმაოდ თავდაჯერებული და გამოცდილია საიმისოდ, რათა გარკვეული პასუხისმგებლობა იკისროს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: