"Ebony and Ivory" — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის და სტივი უანდერის სიმღერა, შეტანილი მაკ-კარტნის 1982 წლის ალბომში Tug of War. იგი სინგლის სახით 1982 წლის 29 მარტს გამოიცა და მოხვდა როგორც ბრიტანეთის, ასევე აშშ-ის ჩარტების პირველ პოზიციებზე.[1][2] სიმღერა აგრეთვე შეტანილია 1987 წლის კომპილაციაში All the Best!. 2013 წელს Billboard Hot 100-ის საერთო ჩარტში იგი 69-ე პოზიციას იკავებდა.[3]

„Ebony and Ivory“
სინგლიპოლ მაკ-კარტნი და სტივი უანდერი
ალბომიდან Tug of War
B-მხარე "Rainclouds"
გამოსვლის თარიღი 29 მარტი 1982
ჩაიწერა 1981
ჟანრი პოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი
ხანგრძლივობა 3:42
ავტორ(ებ)ი პოლ მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
პოლ მაკ-კარტნის სინგლების ქრონოლოგია
„Temporary Secretary“
(1980)
Ebony and Ivory
(1982)
„Take It Away“
(1982)

სიმღერაში საუბარია ფორტეპიანოს შავი და თეთრი ფერის კლავიშებზე, მაგრამ ამავე დროს, იგი ეხება რასობრივ ჰარმონიას. სახელწოდება მაკ-კარტნის შთააგონა სპაიკ მილიგანის მიერ ნასროლმა ფრაზამ - „შავი ნოტები, თეთრი ნოტები, ერთად უნდა დაუკრათ, რათა ჰარმონია მიიღოთ!“[4]. საუბრის ეს თემა საკმაოდ ძველია. მან შეიძინა პოპულარობა ჯეიმზ ეგრის პერიოდში, 1920-იან წლებში, იქცა რა პან-აფრიკული ჟურნალ The Keys-ის სახელწოდებად, მაგრამ გამოიყენებოდა სულ ცოტა, 1840-იანებიდან.[5]

სიმღერის ავტორი მხოლოდ მაკ-კარტნია, მაგრამ სტუდიაში იგი უანდერთან ერთად ჩაიწერა. პრობლემას წარმოადგენდა მუსიკოსების გრაფიკი, ამიტომ სიმღერის მუსიკალური ვიდეოსთვის მასალა სხვადასხვა დროს გადაიღეს (მაკ-კარტნი ამას აღნიშნავს კომპილაციაში The McCartney Years).

სინგლის B-მხარე "Rainclouds" დაწერილია მაკ-კარტნისა და დენი ლეინის მიერ, თუმცა სინგლის ადრეულ ტირაჟში ავტორად მხოლოდ პოლია მითითებული.[6]

"Ebony and Ivory" Billboard Hot 100-ის #1 პოზიციაზე შვიდი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და 1982 წელს პოპულარობით რიგით მეოთხე ჰიტი იყო.[7]The Beatles-ის შემდეგ მაკ-კარტნის კარიერაში სიმღერის ჩარტში წარმატება იყო ყველაზე ხანგრძლივი, ხოლო ზოგადად კარიერაში - ხანგრძლივობის მხრივ მეორე ადგილზე ("Hey Jude"-ის შემდეგ). უანდერისთვის იმ დროისთვის ეს იყო ჩარტების სათავეში ყველაზე ხანგრძლივი წარმატება.[8] აღსანიშნავია, რომ The Beatles-ის რომელიმე ყოფილი წევრისთვის ეს იყო სინგლის პირველი წარმატება Billboard-ის რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში, ხოლო მაკ-კარტნისთვის იგი იყო რეკორდული 28-ე სიმღერა, რომელიც Billboard 100-ში #1 პოზიციაზე მოხვდა.[9]

2008 წელს სიმღერა Billboard-ის ყველა დროის უდიდესი სიმღერის სიაში #59 პოზიციას იკავებდა.[10] 2013 წელს იმავე გამოცემის ყველა დროის ცხელ ასეულში მას #69 ადგილი ეკავა.[3]

წარმატება

რედაქტირება

სიმღერას, დიდი წარმატების მიუხედავად, „სახარინი“ უწოდეს. მოგვიანებით მას ჟურნალმა Blender ყველა დროის ყველაზე ცუდი სიმღერების სიაში მეათე პოზიცია მიანიჭა. 2007 წლის ოქტომბერში BBC 6 Music-ის მსმენელებმა მას ყველა დროის ყველაზე ცუდი დუეტი უწოდეს.[11] 2010 წლის სექტემბერში მეთიუ უილკნინგმა (AOL Radio)) ყველა დროის 100 ყველაზე ცუდი სიმღერის სიაში მას #9 პოზიცია მიანიჭა.[12].

სიმღერა მოხვედრილა რამდენიმე გადაცემასა და ტელესერიალში. მათ შორის იყო The Fresh Prince of Bel Air, მამა ტედი, ყველას ეზიზღება კრისი, Arrested Development, Late Night with Jimmy Fallon (და შემდგომი The Tonight Show Starring Jimmy Fallon) და Saturday Night Live. ფრაზა "Keyboard, Oh Lord! Why Don't We?" მოგვიანებით გამოყენებული იქნა ნორვეგიული ჯგუფ Thulsa Doom-ის მესამე ალბომის სახელწოდების სახით. სიმღერაც და ორიგინალური მუსიკალური ვიდეოც 2008 წელს პაროდიის სახით გამოჩნდა USA Network-ის სერიალის ნათელმხილველი რეკლამაში. [13]

"Ebony and Ivory" აპართეიდის დროს სამხრეთ აფრიკაში აკრძალული იყო (ისევე, როგორც The Beatles-ის მუსიკა). ოფიციალურ მიზეზად დასახელებული იქნა ის, რომ სტივი უანდერმა 1984 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის, „ნელსონ მანდელას სახელით.“ [14][15] სიმღერის შემოკლებული ვერსია მოხვდა სერიალის Diff'rent Strokes ერთ-ერთ ეპიზოდში და შესრულებული იქნა ტოდ ბრიჯესის, დენა პლეტოს და ჯენეტ ჯექსონის მიერ.

სიმღერების სია

რედაქტირება
7" სინგლი (R 6054)
  1. "Ebony and Ivory" - 3:41
    • სტივი უანდერის დამატებითი ვოკალით
  2. "Rainclouds" - 3:47
12" სინგლი (12R 6054)
  1. "Ebony and Ivory" - 3:41
    • სტივი უანდერის დამატებითი ვოკალით
  2. "Rainclouds" - 3:47
  3. "Ebony and Ivory" (სოლო ვერსია) - 3:41
  1. Paul McCartney Charts and Awards. allmusic. ციტირების თარიღი: 2011-10-13.
  2. Official Charts: Paul McCartney. The Official UK Charts Company. ციტირების თარიღი: 2011-10-13.
  3. 3.0 3.1 Bronson, Fred. (2 August 2012) Hot 100 55th Anniversary: The All-Time Top 100 Songs. Billboard. ციტირების თარიღი: 9 August 2013.
  4. Martin, George (editor): Making Music, page 62. Pan Books, 1983. ISBN 0-330-26945-3
  5. 'Master and mistress, and neighbors, and negroes assemble, and black and white are seen strung along the great table, like the keys of a piano, and, like the aforesaid instrument, the black keys make fully as much noise as the white; all mingle for a while in the utmost harmony and good feeling....' Rev C F Sturgis, 'Duties of Christian Masters to their Slaves' (1849) quoted in Breedon, James O (editor), Advice among Masters: The Ideal in Slave Management in the Old South (Westport, CT: Greenwood Press, 1980), p262.
  6. Ebony and Ivory. JPGR (2000). ციტირების თარიღი: 2013-09-25.
  7. Billboard Year-End Hot 100 Singles - 1982. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-13. ციტირების თარიღი: 2014-12-25.
  8. Whitburn, Joel, "Top Pop Singles: 1955-2006," 2007.
  9. „American Top 40 replay“. Green Bay, Wisconsin. 1982-05-22. აკლია ან იგნორირებულია |series= (დახმარება)
  10. The Billboard Hot 100 All-Time Top Songs (60-51). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2009-08-30.
  11. Ebony and Ivory voted worst duet. BBC News (2007-10-06). ციტირების თარიღი: 2007-10-08.
  12. Wilkening, Matthew. (September 11, 2010) 100 Worst Songs Ever -- Part Five of Five. AOL Radio. ციტირების თარიღი: December 25, 2010.
  13. PSYCH Sing-Along "Ebony & Ivory" YouTube-ზე
  14. „Stevie Wonder Music Banned in South Africa“. The New York Times. 27 March 1985. ციტირების თარიღი: 26 May 2008.
  15. Mandela: South Africa's Star Attractor. The Washington Post (1998-07-25). ციტირების თარიღი: 2012-02-11.