Blender (ჟურნალი)
Blender — ამერიკული მუსიკალური ჟურნალი, რომელიც საკუთარ თავს აცხადებს „მუსიკის სამყაროში და ყველა დანარჩენში მთავარ გიდათ“. ჟურნალი რეგულარულად ადგენს ალბომების, შემსრულებლების და სიმღერების სხვადასხვა სიები, ვლინდება მათ შორის საუკეთესოები და უარესები. თითოეულ ნომერში ქვეყნდება რომელიმე არტისტის მთელი დისკოგრაფია თითოეული ალბომის დაწვრილებითი აღწერებით და ანალიზით.
Blender | |
---|---|
სპეციალიზაცია | მუსიკალური ჟურნალი |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | ჯო ლევი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Alpha Media Group |
ქვეყანა | აშშ |
რედაქციის მისამართი | ნიუ-იორკი, აშშ |
პუბლიკაციის ისტორია | დაარსდა: 1994 |
გამოცემის სიხშირე | ათჯერ წელიწადში |
ISSN | 1534-0554 |
სატელევიზიო არხ VH1-თან ერთად ჟურნალმა შეადგინა „ყველა დროის ყველაზე უფრო საოცრად ცუდი 50 სიმღერის“ სია, სადაც პირველი ადგილი დაიკავა, ყველაზე უფრო ცუდმა სიმღერამ „We Built This City“ ჯგუფ Starship-ის შესრულებით.
პირველად Blender-მა გავრცელება დაიწყო 1994 წელს კომპაქტ-დისკების სახით, 1997 წელს ჟურნალს გაუჩნდა საკუთარი საიტი, ხოლო 1999 წელს გამოიცა ბეჭდური სახით, რითაც მოიხვეჭა ყველაზე უფრო მეტი პოპულარობა. 2009 წლის 26 მარტს მესაკუთრე კომპანია Alpha Media Group-მა დახურა ჟურნალი (უკანასკნელი ნომერი გამოიცა 2009 წლის აპრილში), ამასთან ინტერნეტში პუბლიკაციები არ შეწყვეტილა.[1][2].
2015 წლის იანვრის მდგომარეობით საიტი blender.com მიუწვდომელია, მისამართის გამოძახებისას წარმოიქმნება რედირექტი საიტზე maxim.com.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jason Fell.. Blender Folds: Music magazine latest to succumb to recession. Folio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09. ციტირების თარიღი: 2009-10-17.
- ↑ Stairway to Hell. New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09. ციტირების თარიღი: 2009-10-17.