ტექნოლოგია (ბერძნულად: τεχνολογια < τεχνη „ოსტატობა“ + λογος „სიტყვა, სწავლება“ + სუფიქსი ια) — მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივთიერების, ენერგიისა და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი.

ნიუკომენის ორთქლის მანქანა.

ადამიანის პრაქტიკული საქმიანობა საჭმლის მომზადებიდან დაწყებული და სახლის მშენებლობით დამთავრებული დამოკიდებულია რთულ ტექნოლოგიურ სისტემებზე, რომლებიც 5 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველყოფილი შრომის იარაღების დამზადება, ცეცხლის მოხმარება, რკინის დნობა, ბორბლის გამოყენება, ტანსაცმლის კერვა და სხვა, პირველი ტექნოლოგიური პროცესებია, რომლის გამოყენებაც ადამიანმა დაიწყო,

ტექნოლოგიების განვითარების პროცესში გარდატეხა შეიტანა ისეთმა მოვლენებმა, როგორებიც იყო: ორთქლის ძრავის გამოგონება 1712 წელს, ელექტრობისა და შიგა წვის ძრავის გამოყენება 1800–იან წლებში, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონიკის განვითარება ბოლო ათწლეულებში, ასევე ატომური და კოსმოსური ტექნიკა და ტექნოლოგიები.

პროგრესული ტექნოლოგია (ავტომატიზაციისა და სპეციალიზაციის მაღალი დონით), რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამედროვე საზოგადოება, შესამჩნევ კონტრასტს ქმნის იმ ტექნოლოგიებთან (მძიმე შრომის გამოყენება, სპეციალიზაციის დაბალი დონე), რომელიც ჯერჯერობით გამოიყენება ბევრ ქვეყანაში.

ტექნოლოგია არის სფერო, რომელშიც ხდება სხვა მეცნიერებების კვლევების შედეგების პრაქტიკული გამოყენება საზოგადოების მოთხოვნილების შესაბამისად.

ტექნოლოგიის დარგები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება