ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2013
2013: 7 ოქტომბერი — 2014: 11 იანვარი
რედაქტირება- ... ჯეიმზ II (სურათზე) ბრიტანეთის ბოლო კათოლიკე მეფე იყო?
- ... 1923 წლის 1 ნოემბრიდან 1925 წლის 11 მარტამდე და 1927 წლის 27 ნოემბრიდან 1928 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო დღესასწაულებს ე. წ. „ახალი სტილით“ ანუ შესწორებული იულიუსის კალენდრით აღნიშნავდა?
- ... შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ქართული დამწერლობის თავისებური კალიგრაფიული სახეობა, რომელსაც „ყუავისფრჩხილოვანი“ ეწოდებოდა?
- ... მაიკლ ჯექსონის ცნობილი ცეკვა, რომელსაც „Moonwalk“ ეწოდა, სინამდვილეში უფრო ადრე სრულდებოდა დევიდ ბოუის მიერ; ჯექსონამდე მსგავს მოძრაობებს სცენაზე ასრულებდნენ რონი ჰოუკინსი, ჯეფრი დენიელი და დები ალენი?
- ... 1657 წელს გერმანელმა პოეტმა ანდრეას გრიფიუსმა ქეთევან კახეთის დედოფლის წამების მიხედვით შექმნა დრამატული პიესა „კატარინა ქართველი“?
- ... საბჭოთა კავშირში არ ვრცელდებოდა საავტორო უფლებები; ტერმინი „საავტორო უფლება“ გაჩნდა 1990 წლის კანონში „სსრკ-ში საკუთრების შესახებ“?
- ... მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში ხუთი გამარჯვებით ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და, ამასთანავე, ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატის ცხრამეტივე გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა?
2013: 28 აპრილი — 7 ოქტომბერი
რედაქტირება- ... იშხნის (სურათზე) პირველი ტაძარი VII საუკუნეში ააგო სომხეთის კათოლიკოსმა ნერსე III-მ, რომელიც მართლმადიდებლობას აღიარებდა და სომხეთში დიოფიზიტობის დევნის გამო ტაო-კლარჯეთში გადასახლდა?
- ... ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვაჟი ფრანც ქსავიერ ვოლფგანგ მოცარტი აგრეთვე ცნობილი კომპოზიტორი იყო?
- ... აბუ-სიმბალი შვეიცარიელმა მკვლევარმა იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტმა აღმოაჩინა 1813 წელს, თუმცა რამზესის ტაძარი აღმოჩენიდან თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში — 1909 წლამდე ქვიშის დიუნებით იყო დაფარული.
- ... 1905 წლის ნოემბერში გურიაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულებმა გურიის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს, თუმცა 1906 წლის 10 იანვარს მათ რუსული ექსპედიციის წინაშე პატიება ითხოვეს?
- ... ალექსანდრიის მართლმადიდებელი საპატრიარქოს მეთაურის სრული ტიტულია ღმრთაებრივი და უწმიდესი მამა და მწყემსმთავარი, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, პენტაპოლისისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაი მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული?
- ... „სენტ-გოდენსის დაბლ-იგლის“ სახელწოდებით ცნობილი ოქროს ამერიკული მონეტა მსოფლიოს უძვირესი მონეტაა?
- ... „მიცუბიში“ იაპონურად სამ ბრილიანტს ნიშნავს?
2013: 21 აპრილი — 28 აპრილი
რედაქტირება- ... XII საუკუნეში კალიგრაფ იოანეს მიერ გადაწერილი ვანის ოთხთავი (A-1335, სურათზე) თამარ მეფის დაკვეთითაა შექმნილი და მასვე ეკუთვნოდა?
- ... აშოკას ედიქტები ადასტურებენ, რომ ძვ. წ. III საუკუნისათვის ბუდიზმი ინდოეთის დასავლეთით ეგვიპტემდე იყო გავრცელებული?
- ... ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებამდე საქართველოს მომავალმა მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა ქართულ სამხმიან გალობას „კატის კნავილი“ უწოდა, ხოლო ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა — „ძაღლის ყეფა“?
- ... გარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა, ანდრია პირველწოდებულის დაარსებულია კონსტანტინოპოლის, მოსკოვისა და რუმინეთის მართლმადიდებელი საპატრიარქოები?
- ... სამეფო კობრა მსოფლიოს უდიდესი შხამიანი გველია და მისი სიგრძე ზოგჯერ ხუთ მეტრს აღემატება?
- ... რომაული საპირფარეშოები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები იყო და იქ მაღაზიებიც კი იყო გახსნილი?
- ... XIV საუკუნის ქართული სამართლის ძეგლში, ხელმწიფის კარის გარიგებაში განსაზღვრულია, რომ შემოსვისას საქართველოს მეფეს ტანთ მსახურთუხუცესი აცმევს, ღილს მესაწოლეთუხუცესი უკრავს, ქუდს კი მოლარეთუხუცესი ახურავს?
2013: 14 აპრილი — 21 აპრილი
რედაქტირება- ...ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში (სურათზე) არტ-დეკოს სტილის უდიდესი ქანდაკებაა მსოფლიოში და მეხუთე უდიდესი ქრისტეს ქანდაკებებს შორის?
- ... 1629 წელს რომში გამოცემულ პირველ ქართულ ბეჭდურ წიგნში, ქართულ-იტალიურ ლექსიკონში გამოყენებულია პირველი ქართული საბეჭდი შრიფტი, რომელშიც ასოთა ხელნაწერისათვის დამახასიათებელი გადაბმებია შენარჩუნებული?
- ... მცხეთის საყდარი ავტოკეფალიის მიღებამდე, V საუკუნემდე ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარებოდა, რის გამოც ანტიოქიის პატრიარქი ფორმალურად დღემდე ინარჩუნებს ივერიის მღვდელმთავრის ტიტულს?
- ... მსოფლიოს პირველი მილიარდელი ჯონ როკფელერი იყო?
- ... საქართველო ერთადერთი იყო ჰულაგუიანების ქვეშევრდომ სახელმწიფოთა შორის, რომელიც მონეტას უშვებდა ქრისტიანული რწმენის სიმბოლოთი?
- ... გერმანული ფირმა DELAG, რომელიც 1909 წელს დაარსდა, მსოფლიოს პირველი ავიაკომპანიაა?
- ... ხუჭუჭა თუთიყუში „პაკი“, რომელმაც 1728 სიტყვა ისწავლა, გინესის რეკორდსმენია?
2013: 7 აპრილი — 14 აპრილი
რედაქტირება- ... კალიმანტანი ერთადერთი კუნძულია, რომელსაც სამი სახელმწიფო იყოფს: ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი?
- ... ლათინურ ამერიკაში მომხდარა როგორც ფეხბურთისა და ყვავილების ომი, ასევე საკონდიტრო ომი?
- ... 2004 წლის ამერიკულ კინო-კომედიაში „უკუღმართი“, 13 წლის მთავარი პერსონაჟის ავივას როლს, 8 სხვადასხვა სქესის, რასისა და ასაკის მსახიობი ასრულებს?
- ... ეგვიპტის მამლუქი მმართველი XVIII საუკუნის II ნახევარში, ალი-ბეი ალ-ქაბირი, წარმოშობით ქართველი იყო?
- ... აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი (სურათზე) საპრეზიდენტო ფიცის დადებისას მთვრალი იყო?
- ... 1932 წელს ავსტრალიამ ქვეყანაში აწარმოა სამხედრო მოქმედებები სირაქლემების წინააღმდეგ?
- ... ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა?
2013: 1 აპრილი — 7 აპრილი
რედაქტირება- ... ჭილ-ეტრატის იადგარი (H-2123, სურათზე), რომელშიც საწერ მასალად ერთდროულად ჭილიცაა გამოყენებული და ეტრატიც, ასომთავრულიდან ნუსხურზე გარდამავალი უცნაური ხელითაა ნაწერი, რის გამოც იგი თავდაპირველად ეთიოპიურ ხელნაწერად მიიჩნიეს?
- ... მსოფლიოს ყველაზე მაღლა მდებარე ტბა ტიტიკაკაში 41 კუნძულია, რომელთაგან ზოგიერთი ადამიანის მიერ ხელოვნურადაა შექმნილი ლერწმისაგან?
- ... მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ჯვარცმის ხის სკულპტურა მის პირველ შედევრადაა მიჩნეული?
- ... არაბულ ენაში სიტყვა „ალ-ლაჰი“ (الله) აღნიშნავს ერთადერთ ღმერთს და მას თანაბრად იყენებენ როგორც მუსლიმები, ისე არაბულენოვანი ქრისტიანები?
- ... მზის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 მილიონი °C-ია?
- ... მართლმადიდებლური წესით, ერისკაცს, განურჩევლად სქესისა, უფლება აქვს მონათლოს მომაკვდავი, თუკი ვერ ხერხდება მღვდლის სწრაფად მოყვანა საიდუმლოს აღსასრულებლად?
- ... პლანეტა იუპიტერის ზომა მზის სისტემის სხვა ყველა პლანეტისას ერთად აღებულს აღემატება?
2013: 24 მარტი — 31 მარტი
რედაქტირება- ... ეიფელის კოშკს (სურათზე) ყოველ შვიდ წელიწადში ღებავენ, რაც 5 300 000 ამერიკული დოლარი ჯდება?
- ... „შუშანიკის წამებისა“ და „აბოს წამების“ ტექსტებმა დღემდე პარხლის მრავალთავით (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-95) მოაღწიეს?
- ... ჯგუფ ლიმპ ბიზკიტის ვოკალისტ ფრედ დერსტის ბულდოგს „ბიზკიტი“ ჰქვია?
- ... ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურთაგან „კათოლიკოსად“ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი იწოდება?
- ... სამხრეთი პოლუსის ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2011 წლის 25 დეკემბერს: -12.3 °C?
- ... ჩინური, ინგლისური და ესპანური პირველი სამი ენაა მსოფლიოში მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით?
- ... კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ცდას ფარგლებში ექსლ როუზი სპეციალურად ეწეოდა სიგარეტს, რისთვისაც საათში რვა ამერიკულ დოლარს უხდიდნენ?
2013: 17 მარტი — 24 მარტი
რედაქტირება- ... ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვეფხისტყაოსნის მამუკა თავაქალაშვილისეული ნუსხა (მინიატიურა სურათზე) 1646 წლით თარიღდება და პოემის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერია?
- ... ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში მდებარე ჰოენზალცბურგი ცენტრალური ევროპის უდიდესი ციხესიმაგრეა, რომელიც სრულადაა დღემდე მოღწეული?
- ... უგანდის მოსახლეობის 84 % ქრისტიანობის მიმდევარია?
- ... მცხეთაში მრავლადაა აღმოჩენილი IV-VIII საუკუნეების მინის ჭურჭელი, რაც ამ ქალაქის თავისებურებადაა მიჩნეული და სავარაუდოდ აქვეა წარმოებული?
- ... პროდიუსერი ტიმბალენდი ამტკიცებს, რომ ფლობს მსოფლიოს ნებისმიერი დასარტყმელი საკრავისა და დრამ-მანქანის ხმების ბიბლიოთეკას?
- ... ოსმალეთის მიერ 1551 წელს კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ქართული მონასტრები განაგრძობდა არსებობას, ისინი საბოლოოდ XVII საუკუნის მეორე ნახევარში ან XVIII საუკუნეში დაიცალა, როცა ანჩისა და ტბეთის კათედრები გაუქმდა?
- ... ფერადი ბლოკები ჯგუფ Coldplay-ს მესამე სტუდიური ალბომის X&Y გარეკანზე აღნიშნავენ „x and y“-ს, რაც ეფუძნება ემილ ბოდოტის მიერ ტელეგრამების ადრეული სისტემისათვის შემუშავებულ კოდს.
2013: 10 მარტი — 17 მარტი
რედაქტირება- ... ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული შერეული კრებული (A-65), რომელიც 1188-1210 წლებშია გადაწერილი, ქაღალდზე შესრულებული პირველი თარიღიანი ქართული ხელნაწერია?
- ... უგანდა საჰარის სამხრეთით მდებარე პირველი სახელმწიფოა, სადაც მართლმადიდებლური ქრისტიანული საზოგადოების ჩამოყალიბება დაიწყო?
- ... პიტ ტაუნსენდმა, ჯგუფ The Who-ს გიტარისტმა, კარიერის მანძილზე 90-ზე მეტი გიტარა დაამსხვრია?
- ... დენიელ დეი-ლუისი ერთადერთი მამაკაცი მსახიობია, რომელმაც ოსკარი 3-ჯერ მოიგო?
- ... ბავშვობისას Red Hot Chili Peppers-ის ვოკალისტ ენტონი კიდისს ბევრი მომვლელი ჰყავდა, მათ შორის იყო მომღერალი შერი?
- ... კრუბერის გამოქვაბული, რომელიც საქართველოში, ბერჭილის ქედზე მდებარეობს, მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმეა?
- ... მაიკლ ჯექსონის სიმღერის „Billie Jean“ ბასის პარტია, როგორც ამბობენ, იწერებოდა სამი კვირის მანძილზე?
2013: 3 მარტი — 10 მარტი
რედაქტირება- ... ლუკა მოციქული (სურათზე), რომელიც სავარაუდოდ ერთადერთი არაებრაელია ოთხ მახარებელს შორის, პროფესიით ექიმი იყო?
- ... ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ქართლის სამეფოში გავრცელებული იყო არამეული დამწერლობის თავისებური სახეობა, ე. წ. არმაზული დამწერლობა?
- ... უნგრული ენა ერთადერთი არაინდოევროპული ენაა ცენტრალურ ევროპაში?
- ... უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს — 1616 წლის 23 აპრილს — გარდაიცვალნენ?
- ... მაგოტი ერთადერთი მაიმუნია, რომელიც ევროპაში (გიბრალტარზე) ველური სახით ბინადრობს?
- ... საბერძნეთში მდებარე ათონის მთის ავტონომიური რესპუბლიკა ერთადერთი სამონასტრო რესპუბლიკაა მსოფლიოში?
- ... თეოდორიხის მავზოლეუმი გუთების ხუროთმოძღვრების ერთადერთი გადარჩენილი ძეგლია და ბარბაროსი მეფის დღემდე მოღწეული ერთადერთი აკლდამაა?
2013: 24 თებერვალი — 3 მარტი
რედაქტირება- ... ქართულ ხელნაწერ წიგნებში მინიატიურების ფონის შესავსებად გამოიყენებოდა ფურცლოვანი ოქრო (სურათზე), რომელიც ფურცელზე ნივრის ან სპეციალური წებოვანი შენაერთების საშუალებით მაგრდებოდა?
- ... 1992 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა მუსიკოსი ფრენკ ზაპა თავისი ქვეყნის კულტურის მინისტრად დაასახელა?
- ... დედამიწაზე ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა — 57,8°C 1922 წელს ლიბიაში, ელ-აზიზიასთან მდებარე პატარა ქალაქ ასბიაში დაფიქსირდა?
- ... 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი პატრიარქი კირიონი მხოლოდ მცხეთის მთავარეპისკოპოსი იყო და თბილისს ცალკე მღვდელმთავარი ჰყავდა?
- ... პაკისტანი არ აღიარებს სომხეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას?
- ... ნიკ მეისონი ჯგუფ პინკ ფლოიდის ერთადერთი წევრია, რომელმაც მის ყველა სტუდიურ ალბომზე დაუკრა, ვინაიდან სხვადასხვა დროს ესა თუ ის მუსიკოსი მას ტოვებდა ან ბრუნდებოდა?
- ... მაგიდის ჩოგბურთის ანუ პინგ-პონგის ბურთი 2,7 გრამს იწონის და 40 მილიმეტრიანი დიამეტრი აქვს?
2013: 17 თებერვალი — 24 თებერვალი
რედაქტირება- ... ალექსანდრე პუშკინმა (სურათზე) ოცდაცხრა დუელში მიიღო მონაწილეობა?
- ... ახალმა აღთქმამ ქრისტიანისათვის გააუქმა ძველი აღთქმის შეზღუდვა საკვებ პროდუქტებზე; კანონიკურად ქრისტიანს ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის მიღება შეუძლია, მათ შორის ღორის ხორცისაც, რომლის ჭამაც ძველი აღთქმით აკრძალული იყო?
- ... ცნობილი ლექსი „მარიონეტი“ (ბოლო სიტყვა) გაბრიელ გარსია მარკესს არ ეკუთვნის და მისი ავტორია ნაკლებად ცნობილი მექსიკელი ხონი ველჩი?
- ... გაეროს წევრი 32 სახელმწიფო არ აღიარებს ისრაელის დამოუკიდებლობას?
- ... კულტურულ მცენარეებს შორის ბრინჯი ერთადერთია, რომელიც წყლით დაფარულ ნიადაგზე მოჰყავთ?
- ... თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი მსოფლიოში ერთადერთი სომხურენოვანი თეატრია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს?
- ...მუსიკოს ბრუნო მარსის სასცენო სახელი მომდინარეობს ბრუნო სამარტინოსგან, მსუქანი მოჭიდავესგან, რადგან ბავშვობაში ბრუნოც მსუქანი იყო?
2013: 10 თებერვალი — 17 თებერვალი
რედაქტირება- ... რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი (სურათზე), რომელიც აშშ-ის ოთხი პრეზიდენტის კლდეში ნაკვეთ პორტრეტებს წარმოადგენს, მოქანდაკე გუტზონ ბორგლუმის მიერაა შექმნილი?
- ... მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონმა ადგილობრივი ავტოკეფალიის უფლებები დააწესა; ბიზანტიელი კანონისტი თეოდორე ბალსამონი განმარტავს, რომ ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია ამ კანონის საფუძველზე მიენიჭა?
- ... ჯგუფ როლინგ სტოუნზის 1967 წლის სიმღერაში „We Love You“ ჟღერს პოლ მაკ-კარტნისა და ჯონ ლენონის ვოკალები, თუმცა სინგლის ანოტაციებში ეს მითითებული არ არის?
- ... ომანის ტერიტორიაზე მდებარე აფლაის ირიგაციული სისტემა დაახლოებით სამი ათასი წლისაა და იგი დღემდე ექსპლუატაციაშია?
- ... 1999 წლის დეკემბერში კოსმოსურ შატლ „Discovery“-ს გუნდი გააღვიძა ბრიუს სპრინგსტინის სიმღერამ „Rendezvous“?
- ... ავსტრიაში 1848-1854 წლებში აგებული ზემერინგის რკინიგზა ევროპაში პირველი სტანდარტული სიგანის რკინიგზაა; იგი მიჩნეულია მსოფლიოში პირველ მთის რკინიგზად, რომელიც ურთულეს რელიეფზე წარმატებით იქნა გაყვანილი?
- ... აზერბაიჯანში მდებარე გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალში დაცულია მეზოლითის პერიოდის კედლის მხატვრობის ნიმუშები?
2013: 3 თებერვალი — 10 თებერვალი
რედაქტირება- ... დედამიწა (სურათზე) ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელსაც მითოლოგიური ღმერთების სახელი არ ჰქვია?
- ... საეკლესიო სამართალში ფიზიკური სასჯელები არ არსებობს, სასჯელის ყველაზე გავრცელებული სახე კი გარკვეული ვადით ან უვადოდ უზიარებლობაა, როგორც სრულუფლებიანობის შეზღუდვა ქრისტიანისათვის?
- ... ფინიკიური ასო აინი — ერთადერთია, რომელმაც დღემდე უცვლელად შეინარჩუნა ფორმა როგორც ბერძნულ (Ο, ომიკრონ), ისე მისგან ნაწარმოებ ზოგიერთ ანბანში, მათ შორის ლათინურსა (O, ო) და კირილიცაში (О, ონ)?
- ... ჟურნალმა ტაიმმა 1938 წელს წლის ადამიანად ადოლფ ჰიტლერი დაასახელა?
- ... შუამდინარეთის ქალაქთა სახელწოდებები „კიშ“, „ურ“ და „ატტარა“ დღეისათვის ცნობილი ყველაზე ძველი ტოპონიმებია; ისინი ძვ. წ. 3600 წელზე ადრე გაჩნდნენ?
- ... ესპანურენოვანი ენციკლოპედია ესპასა მსოფლიოში ყველაზე დიდია?
- ... J ლათინური ანბანის ერთადერთი ასოა, რომელიც ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის არცერთი ელემენტის პირობით დასახელებაში არ შედის?
2013: 27 იანვარი — 3 თებერვალი
რედაქტირება- ... ქამელეონი Brookesia micra (სურათზე), რომლის სხეულის ზომა 23-29 მილიმეტრია, მსოფლიოს ყველაზე პატარა ცნობილი რეპტილიაა?
- ... ქართულ დამწერლობაში ბერძნული ანბანის გავლენად მიიჩნევა „ჱ“, „ჳ“ და „ჵ“ ასოების არსებობა, რომლებიც ქართული ენის ბგერათა სრულყოფილად ჩაწერისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენდნენ?
- ... მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანია და მას მსოფლიო საეკლესიო კრება მართავს, ავტოკეფალია კი მხოლოდ ადმინისტრაციული თვალსაზრისით დაყოფას გულისხმობს?
- ... ალასკის კურდღელი ჩრდილოეთი ამერიკის კურდღლებს შორის ყველაზე დიდია, თუმცა სხვებთან შედარებით ყველაზე პატარა ყურები აქვს?
- ... მსოფლიოში უძველესი ტყავის ფეხსაცმელი სომხეთშია აღმოჩენილი და ის 5500 წლისაა?
- ... ბილ გეიტსმა კომპიუტერების პროგრამირება 13 წლის ასაკში დაიწყო?
- ... იტალიელი იუველირის პიეტრო მარმოს მიერ ვერცხლისგან დამზადებული ყავის მადუღარა მსოფლიოში ყველაზე პატარაა; მისი სიმაღლე 2,5 სანტიმეტრია, აქვს ორი ფილტრი და მასში მხოლოდ ათი წვეთი წყალი ჩადის?
2013: 20 იანვარი — 27 იანვარი
რედაქტირება- ... სახარება ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა; სახარების პირველი ქართულენოვანი ხელნაწერები V-VII საუკუნეების ხანმეტი პალიმსესტების (სურათზე) სახითაა მოღწეული?
- ... გადმოცემის თანახმად აშშ-ს პირველი ეროვნული დროშა ჯორჯ ვაშინგტონის პირადი თხოვნით ბეტსი როსიმ შეკერა?
- ... ისლამური რწმენით, ისა წინასწარმეტყველი (იესო ქრისტე) ქალწული მარიამისაგან იშვა; ყურანი მას მესიას, უფლის მოციქულსა და ღვთის სიტყვას უწოდებს, თუმცა, ქრისტიანობისაგან განსხვავებით, არ აღიარებს მას ღვთის ძედ?
- ... დეიან სტანკოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს სამი ქვეყნის ღირსება დაიცვა მსოფლიო ჩემპიონატებზე: იუგოსლავიის (1998), სერბეთისა და ჩერნოგორიის (2006) და სერბეთის (2010)?
- ... პირველი თერმობირთვული ბომბი „ივი მაიკი“ არ იყო განკუთვნილი საბრძოლოდ, თუმცა მისი გამოცდისას მთელი კუნძული განადგურდა?
- ... მექანიკური თავსატეხი რუბიკის კუბიკი უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა 1974 წელს გამოიგონა?
- ... 1823 წელს სიმონ ბოლივარმა ზემო პერუს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა, ამ ტერიტორიას შემდგომში მის პატივსაცემად ბოლივია დაარქვეს?
2013: 13 იანვარი — 20 იანვარი
რედაქტირება- ... „თურქული ვანის“ ჯიშის კატებს (სურათზე) ქარვისფერი ან ცისფერი თვალები აქვთ, დიდ ნაწილს კი ერთი თვალი ქარვისფერი აქვს, მეორე კი — ცისფერი?
- ... მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური „მსოფლიო პატრიარქად“ იწოდება, იგი კანონიკურად სხვა ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლთა თანასწორია და ატარებს ფორმალურ ტიტულს „primus inter pares“ (პირველი თანასწორთა შორის)?
- ... ავსტრალიის ქალაქი პერთი მსოფლიოში ყველაზე ქარიანი ქალაქია?
- ... აფრიკული ჟაკოს ჯიშის თუთიყუშმა ენ კისიმ 2004 წელს 950 სიტყვა იცოდა?
- ... ზალცბურგში მდებარე ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრეზე ასასვლელად XVI საუკუნის დასაწყისში მოეწყო ფუნიკულიორი, რომელიც უძველესია დღემდე მოღწეულთა შორის?
- ... მსოფლიოში წარმოებული თხილის 70%-ს თურქეთი აწარმოებს?
- ... დაფაზე, რომელიც თავისუფლების ქანდაკების ფიგურას უჭირავს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღი „JULY IV MDCCLXXVI“ (4 ივლისი 1776) არის ამობეჭდილი?
2013: 6 იანვარი — 13 იანვარი
რედაქტირება- ... მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიუსის ან გრიგორიანული კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს, არ არსებობს არანაირი ისტორიული ცნობა იესო ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღის შესახებ, დღესასწაულის თარიღი კი პირობითადაა აღებული?
- ... თავისუფლების ქანდაკება ამერიკის შეერთებულ შტატებს 1885 წელს საფრანგეთმა გადასცა და მისი კარკასი გუსტავ ეიფელის მიერ არის შექმნილი?
- ... როდესაც კოკა-კოლა 1886 წელს პირველად გამოჩნდა, მას რეკლამირებას უწევდნენ, როგორც ტვინის მკვებავსა და ინტელექტის გამაძლიერებელ სასმელს?
- ... ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ მემუარების წერის ტრადიცია პრეზიდენტ ულის გრანტის დაარსებულია?
- ... ნიუ-იორკში ცხოვრობს უფრო მეტი ირლანდიელი, იტალიელი და ებრაელი, ვიდრე, შესაბამისად, დუბლინში, რომსა და თელ-ავივში?
- ... ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში მდებარე კონგრესის ბიბლიოთეკა მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკაა?
- ... ხის კუნძზე არსებული რგოლების რაოდენობა ხის წლოვანებაზე მიუთითებს? ეს ფაქტი ლეონარდო და ვინჩიმ აღმოაჩინა.
2012: 30 დეკემბერი — 2013: 6 იანვარი
რედაქტირება- ... „სანტა კლაუსი“ (სურათზე) ფინურად წმინდა ნიკოლოზს ნიშნავს და უკავშირდება მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ საკვირველმოქმედს, რომელიც ცნობილი იყო ბავშვების მიმართ დიდი სიყვარულით?
- ... Leptotyphlops carlae ყველაზე პატარა გველია; მისი სიგრძე 10,4 სანტიმეტრს არ აღემატება?
- ... ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ავტონომიის სტატუსით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარება, ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, რომელიც გრიგორიანულ კალენდარს აღიარებს და აღდგომასაც ახალი სტილით აღნიშნავს?
- ... სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია?
- ... ალექსანდრა კოლონტაი მსოფლიოში პირველი ელჩი ქალია?
- ... ისტორიული გარისის ადგილას დღეს თეთრიწყარო მდებარეობს?
- ... სიტყვა „ესპანეთი“ (Hispania) სიტყვა-სიტყვით „კურდღლების მიწას“ ნიშნავს?