ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია
ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია (ოფიციალური სახელწოდება ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის რომაული მართლმადიდებლური საპატრიარქო) — უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–3 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში. დაარსებულია დაახლოებით 37 წელს ანტიოქიაში პეტრე და პავლე მოციქულების მიერ.
ინფორმაცია | |
---|---|
დამაარსებელი | |
ავტოკეფალია |
37 წ. |
ადგილი დიპტიქში |
მე-3 |
წინამძღვარი | |
რეზიდენცია | |
არეალი | |
საეკლესიო ენა | |
მრევლი |
750,000-დან 1,000,000-მდე[1] |
ოფიციალური საიტი |
ისტორია
რედაქტირებაანტიოქიის ეკლესიის ფუძემდებლებად ითვლებიან პეტრე და პავლე მოციქულები, რაზეც მიუთითებს არაერთი საეკლესიო მწერალი (ევსები კესარიელი, ნეტარი იერონიმე, წმინდა ლეონ I დიდი...). მალევე ეკლესია შედის ქრისტიანების დევნის ეპოქაში, რომელიც გრძელდება 324 წლამდე, მანამ სანამ იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ღიად არ დაიწყო ქრისტიანების მფარველობა.
V-VI საუკუნეების მიჯნაზე ანტიოქიის ეკლესია დასუსტებული იყო ნესტორიანული (სპარსეთში) და მონოფიზიტური (სომხეთში) არეულობებით.
637 წელს სირია არაბების მმართველობის ქვეშ მოექცა. მართლმადიდებელთა მდგომარეობა ძალიან გართულდა. გარდა იმისა რომ არაბები მათ "ურწმუნოებს" უწოდებდნენ, მათში ხედავდნენ ბიზანტიის მოკავშირეებს. ანტიოქიის პატრიარქები იძულებულნი იყვნენ ეცხოვრათ დევნილობაში (კონსტანტინოპოლში). მხოლოდ 742 წელს ხალიფა ჰიშამმა ნება დართო ანტიოქიის პატრიარქად აერჩიათ სირიელი ბერი სტეფანე, მისი ლოიალურობის გამო. პატრიარქების თანამშრომლობა მუსულმანურ ხელისუფლებასთან ზოგჯერ ყოველგვარ საზღვრებს ცილდებოდა. მაგალითად პატრიარქი იობი თან ახლდა არაბებს ბიზანტიაში ლაშქრობისას (838 წელი) და ურჩევდა ბიზანტიელებს ჩაებარებინათ ციხესიმაგრეები არაბებისათვის. ბიზანტიის იმპერატორმა ნიკიფორე II–მ (963–969 წწ.) მრავალ წარმატებას მიაღწია არაბებთან ბრძოლაში, მაგრამ ყოველ მის გამარჯვებას მოსდევდა ქრისტიანების დევნა პალესტინაში და სირიაში. მთავარი მსხვერპლი ამ დევნისა იყო ანტიოქიის პატრიარქი ქრისტეფორე, რომელიც მოკლულ იქნა 967 წელს.
შემდეგი ერთი საუკუნე გრძელდებოდა ე. წ. ბიზანტიის პერიოდი, რომელიც აღმავლობით აღინიშნებოდა. მაგრამ 1084 წლის ბოლოს მოულოდნელი დარტყმით თურქ-სელჩუკები დაეუფლნენ ანტიოქიას, თუმცა შესამჩნევად არ გაუარესებულა ახლო აღმოსავლეთუის ქრისტიანთა მდგომარეობა. 1097 წელს გამოჩნდნენ ჯვაროსნები, 1100 წელს მათ ანტიოქიიდან განდევნეს პატრიარქი და მის ადგილზე ვალენსიელი პრელატი დანიშნეს. ანტიოქიის პატრიარქები იძულებული იყო კვალვ ემიგრაციაში წასულიყვნენ და კონსტანტინოპოლიდან ემართათ სამწყსო. ემიგრაციიდან დაბრუნდნენ 1269 წელს, ამ დროისათვის ჯვაროსნების მმართველობა უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 1291 წელს ჯვაროსნებმა დაკარგეს თავისი უკანასკნელი სამფლობელო ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ სირიისა და პალესტინის ქრისტიანობა, ჯვაროსნების 200–წლიანი ბატონობის შედეგად თითქმის მთლიანად იყო განადგურებული.
1342 წელს საპატრიარქო კათედრა გადატანილ იქნა დამასკოში, სადაც დღემდე არსებობს.
ანტიოქიის ეკლესია XVI-XIX საუკუნეებში
რედაქტირება1517 წელს დამასკო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და ანტიოქიის პატრიარქი აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ადმინისტრაციის ზედამხედველობაში. თურქები ზოგჯერ აპატიმრებდნენ მიტროპოლიტებსა და პატრიარქებს, მაგრამ მართლმადიდებლების მიზანმიმართული დევნა არ ხდებოდა. ერთადერთი პერიოდი მართლმადიდებლების დევნისა ახლო აღმოსავლეთში დაკავშირებულია 1820 წლის ბერძნულ აჯანყებასთან, როდესაც ანტიოქიის პატრიარქი სერაფიმე ძლივს გადაურჩა დასჯას. სხვადასხვა შეფასებებით, XIX საუკუნის შუა წლებში მართლმადიდებელთა რიცხვი ანტიოქიის პატრიარქატში აღწევდა 60–110 ათასს (სირიის მთელი მოსახლეობის 8–9 %). XIX საუკუნის მეორე ნახევარში განადგურდა დამასკოს ქრისტიანული თემის მნიშვნელოვანი ნაწილი და დანგრეულ იქნა ყველა ეკლესია. 1899 წლიდან ანტიოქიის პატრიარქებს ირჩევენ არა ბერძნებიდან, როგორც მანამდე, არამედ მართლმადიდებელი არაბებიდან (როგორც ხდებოდა VIII-X სს. და 1269-1517 წწ.).
ანტიოქიის ეკლესია XX საუკუნეებში
რედაქტირება1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებით ანტიოქიის ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიები – კილიკია, ედესა და მარდინი – გადაეცა თურქეთის რესპუბლიკას. მართლმადიდებელი მოსახლეობა საბერძნეთთან შეთანხმებით დეპორტირებულნი იყვნენ აღნიშნული ტერიტორიებიდან, მიუხედავად მათი პროტესტისა და მათი განცხადებებისა, რომ ისინი არაბები არიან და არა ბერძნები.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ საფრანგეთის ხელისუფლებამ თურქეთს გადასცა ალექსანდეტის რაიონი (დღევანდელი ჰათაის პროვინცია, სადაც ანტიოქია (დღევანდელი ანთაქია) მდებარეობდა. ამ მოვლენამ, რომელსაც დღემდე არ ცნობს სირიის რესპუბლიკა, გააუარესა ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის მდგომარეობა.
1972 წელს მიღებულ იქნა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წესდება. აქამდე ერთ-ერთ უღარიბეს ეკლესიას დღესდღეობით აქვს, 22 ეპარქია და 400 ტაძარი, მათ შორის ამერიკაში, ევროპაში და ავსტრალიაში. ღვთისმსახურება მიმდინარეობს ბერძნულ და არაბულ ენებზე.
იურისდიქცია: სირია, ლიბანი,ერაყი, ქუვეითი. ასევე აქვს რიგი ეპარქიები ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში,ავსტრალიაში.
ეკლესიის წინამძღვარი არის უნატერესი იოანე X სრული ტიტული ანტიოქიის პატრიარქისა: უნეტარესი პატრიარქი, დიდი ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა,მესოპოტამიისა და მთელი აღმოსავლეთისა. რეზიდენცია დამასკოში.