ჰათაის პროვინცია

თურქეთის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰათაი (პროვინცია))

ჰათაის პროვინცია (თურქ. Hatay ili) — პროვინცია (ილი) დასავლეთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ანთაქია. მოიცავს 15 რაიონს. მოსახლეობა 1,386 ათ. ადამიანი (2007), უდიდესი ქალაქია:ანთაქია (145 ათასი კაცი, 2000).

ადმინისტრაციული ერთეული
ჰათაის პროვინცია
თურქ. Hatay ili
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი ხმელთაშუა ზღვის რეგიონი
ადმ. ცენტრი ანთაქია
შიდა დაყოფა Altınözü, ანთაქია, Arsuz, Belen, Defne, Dörtyol, Erzin, Hassa, ისქენდერუნი, Kırıkhan, Kumlu, Payas, Reyhanlı, Samandağ და Yayladağı
კოორდინატები 36°12′00″ ჩ. გ. 36°09′00″ ა. გ. / 36.20000° ჩ. გ. 36.15000° ა. გ. / 36.20000; 36.15000
ფართობი 5.341[1] კმ²
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 1 501 571 (2021)[2]
სატელეფონო კოდი 326
საფოსტო ინდექსი 31000–31999
საავტომობილო კოდი 31
ოფიციალური საიტი http://hatay.gov.tr
ჰათაის პროვინცია — თურქეთი
ჰათაის პროვინცია

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინციას ესაზღვრება ადანის, ოსმანიესა და გაზიანთეფის პროვინციები. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კი - სირია.

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პროვინცია შედიოდა სირიის შემადგენლობაში. 1938 წელს აღწერის შედეგების მიხედვით დაწესდა ეროვნული ქვოტები ჰათაის წარმომადგენელთა საბჭოსათვის (სანჯაკი): 22 ადგილი თურქებისთვის, 9 - არაბებისთვის, 5 - სომხებისათვის, 2-2 არაბი-სუნიტებისათვის და არაბი-ქრისტიანებისთვის. წარმომადგენელთა საბჭო აირჩიეს 1938 წლის ზაფხულში, ხოლო 2 ნოემბერს გამოცხადდა დამოუკიდებელი ჰათაის რესპუბლიკა. 1939 წელს საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად ჰათაი გახდა თურქეთის პროვინცია (ილი, ვილაიეთი), რის შედეგადაც არაბებმა და სომხებმა მიატოვეს პროვინცია და საცხოვრებლად გადავიდნენ სირიაში. პროვინცია წლების მანძილზე იყო სადავო თურქეთსა და სირიას შორის. 2005 წლამდე ეს უკანასკნელი არ აღიარებდა თურქეთის სუვერენიტეტს პროვინციაზე.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობა 1,386 ათ. ადამიანია. 12-დან სამ რაიონში სჭარბობენ არაბები, დანარჩენში თურქები. მოსახლეობის მესამედს შეადგენენ ალავიტები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი, MS Excel document – City and Village Population, Annual Growth Rate of Population, Surface Area and Population Density by Districts
  2. Turkish Statistical Institute — 1926.