თურქეთის დროშა
თურქეთის დროშა (თურქ: Türk bayrağı) - წითელი დროშა, რომელშიც გამოსახულია თეთრი ვარსკვლავი და ნახევარმთვარე. დროშას ხშირად უწოდებენ al bayrak (წითელი დროშა) და ასევე მოიხსენიება, როგორც al sancak (წითელი ბანერი) თურქეთის ეროვნულ ჰიმნში.
თურქეთის დროშა Türk bayrağı | |
---|---|
თურქეთი | |
მიღებულია | 1844 |
პროპორცია | 2:3 |
კომპიუტერული დიზაინი |
წითელი ნაჭერი თეთრი ვარსკვლავით და ნახევარმთვარით, ოდნავ მარჯვნივ ცენტრისკენ.[1] PAN: 186C RGB: 227, 10, 23 HEX: #E30A17 |
წინა დროშები | |
თურქეთის პრეზიდენტის დროშა | |
პროპორცია | 2:3 |
საბაჟო ადმინისტრაციის დროშა | |
თურქეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის დროშა |
მიმდინარე დიზაინი თურქული დროშის, პირდაპირ გამომდინარეობს ოსმალეთის დროშის ბოლო ვერსიიდან, რომელიც მიიღეს XVIII საუკუნის ბოლოს და საბოლოო სახე მიიღო 1844 წელს.
თურქული დროშის ზომები, გეომეტრიული პროპორციები და ზუსტი ტონი წითელი დროშის, იურიდიულად სტანდარტიზებულია თურქეთის დროშის კანონის მიხედვით, 1936 წლის 29 მაისს.[2]
ლეგენდის მიხედვით, წითელი დროშის ფერი, წარმოადგენს თურქეთისთვის დაღუპულთა სისხლს. ხოლო ღამეს ამ სისხლში აისახება ნახევარმთვარე და ვარსკვლავები, რაც საბოლოოდ თურქული დროშის იერსახეს იძენს.
ისტორია
რედაქტირებაწითელი წარმოადგენს თურქი ჯარისკაცების ომის დროს დაღვრილ სისხლს, თუ როგორ გაიარეს და როგორ გადარჩნენ ისინი. ვარსკვლავის და ნახევარმთვარის დიზაინი ოსმალეთის დროშის დიზაინიდან აღებულია, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში იქნა მიღებული. თეთრი ვარსკვლავის და ნახევარმთვარის დანერგვა, წითელ დროშაზე და მისი მიღება ოსმალეთის იმპერიის დროშად თარიღდება 1844 წლის თანზიმათი-ს რეფორმებით.
ლეგენდარული წარმოშობა
რედაქტირებაწარმოშობას ნახევარმთვარის და ვარსკვლავის სიმბოლოს, ოსმალები ზოგჯერ (1890) მოიხსენიებენ ოსმალეთის იმპერიის დამფუძნებლის ოსმან I ლეგენდარული ოცნებით, რომლის ცნობით, მას უნახავს, თუ როგორ მთვარე ამოდის ქადის მკერდიდან, რომლის ქალიშვილსაც იგი ცდილობდა მოეყვანა ცოლად.[3]
სამართლებრივი საფუძველი
რედაქტირებასაფუძვლები თურქული დროშის, რესპუბლიკის პერიოდის დროს თურქეთში, ჩაუყარა "თურქეთის დროშის კანონი # 2994"-მა 1936 წლის 29 მაისს. "თურქეთის დროშის რეგულირების კანონი No. 2/7175" 1937 წლის 28 ივლისიდან და "დამატებითი რეგულირების კანონი No. 11604/2" 1939 წლის 29 ივლისიდან, აღწერს, თუ როგორ განხორციელდება დროშის კანონი. "თურქული დროშის კანონი # 2893" დათარიღებული 1983 წლის 22 სექტემბრით და გამოქვეყნებული ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში 1983 წლის 24 სექტემბერს, გამოქვეყნდა საჯაროდ ექვსი თვის შემდეგ მიღებიდან.
დროშის კონსტრუქცია
რედაქტირებაფერები
რედაქტირებაRGB ფერის სივრცეში, თურქული დროშის წითელი ფერი შედგება: 89% - წითელი, 3.9% - მწვანე და 9% - ლურჯი (ფერის კოდია #E30A17). CMYK ფერის სივრცეში, იგი შედგება: 0% - ცისფერი, 95.6% - ფუქსინი, 89.9% - ყვითელი და 11% - შავი. მას აქვს ფერის ტონის კუთხე 356,4 გრადუსი, ინტენსივობა 91.6% და სიმსუბუქე 46.5%. თურქული დროშის ფერი არის ნათელი წითელი და ამ ფერის მიღება შეიძლება #FF142E და #C70000 შერწყმით. უახლოესი websafe ფერია: #CC0000.
თურქეთის დროშის ზომები
რედაქტირებამსგავსი დროშები
რედაქტირება-
1844 წელს მიღებული ოსმალეთის დროშა, დღევანდელი თურქეთის დროშის წინა ვერსია.
-
7 სექტემბერი 1938 წელს საფრანგეთის კოლონია სირიასგან გამოყოფილი მიწებით 1939 წლის 23 ივნისს შექმნილი და შემდეგ თურქეთის შემადგენლობაში შესული ჰათაის რესპუბლიკის დროშა.
-
აღმოსავლეთი თურქესტანის დროშა.
-
ერაყის თურქმენების დროშა.
-
მუსლიმი ბოსნიელების დროშა.
-
იუგოსლავიის დროს, ქვეყანაში მცხოვრები თურქების დროშა.
-
თურქული საბჭოს დროშა.
-
გერმანელი თურქების დროშა, რომელიც არ ატარებს არანაირ პოლიტიკურ ხასიათს და მხოლოდ კულტურული სიმბოლოა.[4]
-
თურქეთის მიერ პალესტინის მხარდაჭერის დროს გამოყენებული დროშა.
-
თურქეთის მართლმადიდებელი პატრიარქის ლოგო.
-
პაკისტანის დროშა.
-
მავრიტანიის დროშა.
-
მალაიზიის დროშა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Türk Bayrağı Kanunu დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine. თურქეთის დროშის კანონი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-02. ციტირების თარიღი: 2016-06-03.
- ↑ Türk Bayrağı Kanunu. Turkish Historical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2016-06-03.
- ↑ Lord Kinross, The Ottoman Centuries: The Rise and Fall of the Turkish Empire, Morrow Quill Paperbacks, 1977, pp 23-24.
- ↑ |başlık=Hamburg: "Alman-türk" Bayrağı, Müzeye Kaldırıldı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-18. ციტირების თარიღი: 2016-06-04.