ანთაქია
ანთაქია (თურქ. Antakya, ძველი ანტიოქია ბერძ. 'Αντιόχεια, ლათ. Antiochia) – ქალაქი თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 145 ათასი ადამიანი (2000). მდებარეობს მდინარე ორონთზე.
ქალაქი | |
---|---|
ანთაქია Antakya | |
ქვეყანა | თურქეთი |
კოორდინატები | 36°12′00″ ჩ. გ. 36°19′00″ ა. გ. / 36.20000° ჩ. გ. 36.31667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 67 მ |
ოფიციალური ენა | თურქული ენა |
მოსახლეობა | 144,910 კაცი (2000) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+90) 326 |
საფოსტო ინდექსი | 31000 |
საავტომობილო კოდი | 31 |
ოფიციალური საიტი | antakya.bel.tr |
ისტორია
რედაქტირებაუძველეს დროში ანთაქია (იგივე ანტიოქია) იყო სელევკიდების სამეფოს მთავარი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. 1198–1268 წლებში იგი ჯვაროსნების მიერ შექმნილი ანტიოქიის სამთავროს დედაქალაქი იყო. 1516 წელს დაიპყრეს თურქებმა. 1918 წელს შევიდა სირიის შემადგენლობაში. 1938 წლიდან კი თურქეთის შემადგენლობაშია. აქვე იყო ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრიც, მანამ სანამ მას გადაიტანდნენ დამასკოში.