დიპტიქი

(გადამისამართდა გვერდიდან დიფტიქი)

დიპტიხი (ბერძ. δίπτυχος, „ორად დაკეცილი“, ანუ „ორკარედი“) — მართლმადიდებლური ღვთისმსახურების დროს, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების ან ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების რიგითობა.

ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ისტორია რედაქტირება

ყოველი ადგილობრივი, ანუ ავტოკეფალური ეკლესია და მათი პატრიარქები თანასწორნი არიან და არ არსებობს იერარქიული დამოკიდებულება ერთმანეთზე, მაგრამ არსებობს საპატრიარქო კათედრების რანგირება პატივის მიხედვით. აღნიშნული გამართლებულია პრაქტიკული მოსაზრებითაც, კერძოდ დიპტიხი წირვა-ლოცვის დროს გამოიყენება რათა განისაზღვროს მღვდელმთავართა თანმიმდევრობა და ასევე მათი მოხსენიების ადგილი წარმოთქმულ კვერექსებსა, თუ მოსახსენებლებში.

თავდაპირველად ქართულ ეკლესიას დიპტიხში ეკავა მეექვსე ადგილი რომის პაპის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ. XI საუკუნეში მომხდარი დიდი სქიზმის გამო მართლმადიდებლური დიპტიხიდან ამოვარდა რომის პაპი, ხოლო 1589 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო ავტოკეფალურად რუსეთის ეკლესია და ოფიციალურად მიანიჭა საპატრიარქო რანგი, ხოლო დიპტიხში მეხუთე ადგილი, 1920 წელს კონსტანტინოპოლმა სცნო სერბეთის საპატრიარქოს მეექვსე ადგილი, 1925 წელს რუმინეთის საპატრიარქოს მეშვიდე, ხოლო 1953 წელს ბულგარეთის საპატრიარქოს მერვე ადგილი. საქართველოს 1917 წელს აღდგენილი ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება კი — მხოლოდ 1990 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის შედეგად. შესაბამისად ქართულმა ეკლესიამ დიპტიხში მეექვსე ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. 2019 წლის 6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო.

საპატრიარქო დიპტიქი რედაქტირება

ქვემოთ მოყვანილია მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ საპატრიარქო დიპტიქი ისტორიულ ჭრილში.

რიგითობა VI საუკუნე XI საუკუნე 1589 1811 1920 1925 1953 1990
I რომის პაპი კონსტანტინოპოლი კონსტანტინოპოლი კონსტანტინოპოლი კონსტანტინოპოლი კონსტანტინოპოლი კონსტანტინოპოლი კონსტანტინოპოლი
II კონსტანტინოპოლი ალექსანდრია ალექსანდრია ალექსანდრია ალექსანდრია ალექსანდრია ალექსანდრია ალექსანდრია
III ალექსანდრია ანტიოქია ანტიოქია ანტიოქია ანტიოქია ანტიოქია ანტიოქია ანტიოქია
IV ანტიოქია იერუსალიმი იერუსალიმი იერუსალიმი იერუსალიმი იერუსალიმი იერუსალიმი იერუსალიმი
V იერუსალიმი საქართველო რუსეთი რუსეთი რუსეთი რუსეთი რუსეთი რუსეთი
VI საქართველო - საქართველო - სერბეთი სერბეთი სერბეთი სერბეთი
VII - - - - - რუმინეთი რუმინეთი რუმინეთი
VIII - - - - - - ბულგარეთი ბულგარეთი
IX - - - - - - - საქართველო

წყარო რედაქტირება