ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება — უმნიშვნელოვანსი მოვლენა ეკლესიის ისტორიაში, როდესაც დევნილი ეკლესიის მოძღვრება რომის იმპერიის აღმსარებლობად იქცა. ეს მოვლენა დაკავშირებულია იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელთან.

ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
რეფორმაცია
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

წინარეისტორია

რედაქტირება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ხალხის და ქვეყნის განვითარებისთვის. ქრისტიანული რწმენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციაზე, ეს განამტკიცებდა კავშირს რომთან და უპირისპირდებოდა ირანის აგრესიულ პოლიტიკას. შეგვიძლია ავღნიშნოთ ისიც რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან არსებობდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რადგან ეს ხალხს აერთიანებდა და ერთმანეთთან აახლოვებდა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო მორალურად, ზნეობრივად და ამან ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას

კონსტანტინე დიდი

რედაქტირება

იმპერიაში ახალი მდგმოარეობის დამყარება დაკავშირებულია უმთავრესად კონსტანტინე დიდის სახელთან. მისი მმართველობის დროს ქრისტიანობა ოფიციალური აღიარების მყარ საფუძვლებზე დადგა, ადრინდელი წარმართული იმპერია ქრისტიანული იმპერია გახდა.

ჩვეულებრივ, ისტორიაში ხალხების თუ სახელმწიფოების ქრისტიანობაზე მოქცევა ხდებოდა მათი ისტორიული ცხოვრების პირველი ნაბიჯებისას, როდესაც ასეთი სახელმწიფოების წარსულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შექმნილი მყარი, ჩამოყალიბებული საფუძვლები, ან კიდევ, არსებობდა მხოლოდ უხეში პრიმიტიული ცხოვრების წესი.მსგავს შემთხვევაში უხეში წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლას თემში ან სახელმწიფოში არ შეიძლებოდა არ გამოეწვია ღრმა კრიზისი. სწორედ ამგვარი პერიოდი იყო რომის იმპერიაში მეოთხე საუკუნე. იმპერიას, რომელსაც გააჩნდა მრავალსაუკუნოვანი მსოფლიო კულტურა, იმპერიას, რომელმაც თავისი დროისათვის სახელმწიფოებრიობის უმაღლეს დონეს მიაღწია, წარსულის საწინააღმდეგო გზაზე დადგომით, უფრო ხშირად კი მისი საერთოდ უარყოფით, უნდა განეცადა უმძაფრესი კირიზისი. ძველი წარმართული სამყარო, ყოველ შემთხვევაში რელიგიურ სფეროში, უკვე ვერ აკმაყოფილებდა ადამიანთა მოთხოვნილებებს. წარმოიშვნენ ახალი კითხვები, ახალი სურვილები, რომლებზეც პასუხის გაცემაც, მთელი რიგი მიზეზების გამო, მხოლოდ ქრისტიანობამ შეძლო.

როდესაც მსგავსი მნიშვნელობის პერიოდში გამოჩნდება რომელიმე ისტორიული სახე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოვლენების განვიათარებაში, მაშინ რა თქმა უნდა, ისტორიულ მეცნიერებაში ამ პიროვნებასთან და ეპოქასთან დაკავშირებით ჩნდება მთელი რიგი ლიტერატურა, რომელნიც ცდილობენ ჩაწვდნენ ამ პიროვნების სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს და შეაფასონ მისი ისტორიული როლი მოცემულ პერიოდთან მიმართებაში. IV საუკუნეში ასეთ პიროვნებას კონსტანტინე დიდი წარმოადგენდა. ის დაიბადა ქალაქ ნაისში. მამის, კონსტანტინე ქლორის მხრიდან ის სავარაუდოდ მიეკუთვნებოდა ილირიულ თემს. მისი დედა ელენე იყო ქრისტიანი, რომელიც შემდგომში ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დედოფალი ელენე ახორციელებდა მომლოცველობას პალესტინაში, სადაც გადმოცემის თანახმად, მან იპოვა ჯვარი, რომელზედაც გააკრეს ქრისტე. როდესაც 305 წელს დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ, მათ მიერ დამყარებული მდგომარეობის თანახმად, დათმეს იმპერატორების წოდება და პირადი ცხოვრება დაიწყეს, იმპერატორები გახდნენ გალერიანე აღმოსავლეთში და კონსტანცი, კონსტანტინეს მამა, დასავლეთში, მაგრამ მომდევნო წელს კონსტანცი ბროტანეთში გარდაიცვალა და მასზე დაქვემდებარებულმა მეომრებმა მისი შვილი, კონსტანტინე გამოაცხადეს იმპერატორად. ამ დროს გალერიანეს წინააღმდეგ რომში უკმაყოფილებამ იფეთქა, სადაც აჯანყებულმა მოსახეობამ და მეომრებმა გალერიანეს ნაცვლად, იმპერატორად მაქსენტიუსი გამოაცხადეს, რომელიც გადამდგარი იმპერატორის, მაქსიმიანეს შვილი იყო. დაიწყო შინაომების პერიოდი, რომლის დროსაც გარდაიცვალნენ მაქსიმაინე და გალერიანე. საბოლოოდ, კონსტატნტინემ, შეუერთდა რა ერთ–ერთ ახალ იმპერატორს ლიცინიუსს, გადამწყვეტ ბრძოლაში , რომთან ახლოს, დაამარცხა მაქსენტიუსი, რომელიც გაქცევის დროს ჩაიძირა ტიბრში. გამარჯვებული იმპერატორები, კონსტანტინე და ლიცინიუსი, წავიდნენ მილანში, სადაც დაამტკიცეს ცნობილი მილანის ედიქტი. იმპერატორებს შორის თანხმობა მხოლოდ მცირე ხნით შენარჩუნდა. მათ შორის გაჩაღდა ომი, რომელშიც აბსოლუტური გამარჯვეება კონსტანტინემ მოიპოვა. 324 წელს ლიცინიუსი მოკლეს და კონსტანტინე იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.[1]

კონსტანტინეს მოქცევა

რედაქტირება

კონსტანტინეს მოქცევა უკავშირდება ცნობილ გადმოცემას მაზე ჯვარის გამოჩენისა, როდესაც კონსტანტინე მაქსტენციუსს ეომებოდა. მისი მოქცევის მიზეზად დასახელებულია სასწაული, თუმცა წყაროები ამის შესახებ დიდ უთანხმოებას იწვევენ. უძველესი მოწმობა სასწაულებრივი გამოცხადებისა ეკუთვნის კონსტანტინეს ქრისტიან თანამედროვეს ლაქტენციას, რომელიც თვის თხზულებაში „მდევნელთა სიკვდილის შესახებ“ ამბობს მხოლოდ სიზმარზე, რომელიც კონსტანტინემ იხილა, რომ მას ფარზე უნდა გამოესახა ქრისტეს ზეციური ნიშანი. ცაზე ჯვრის გამოსახვაზე ლაქტენციასთან სიტყვაც არაა ნათქვამი.

სხვა თანამედროვე კონსტანტინესი, ევსები კესიარიელი, ორჯერ ეხება კონსტანტინეს მაქსტენციუსთან გამარჯვების ეპიზოდის. უფრო ადრეულ თხზულებაში „ეკლესიის ისტორია“ ევსევი მხოლოდ აღნიშნავს, რომ კონსტანტინემ, მიდიოდა რა რომის დასაცავად, ლოცვისას აღიარა ზეციური ღმერთი და მისი სიტყვა, ყველას მხსნელი, იესო ქრისტეო. როგორც ჩანს, არც სიზმარზე, არც რამე ფარზე გამოსახულ ნიშნებზე აქ არაფერია ნათქვამი. თავის სხვა ნაშრომში “კონსანტინეს ცხოვრების აღწერა“, რომელიც მაქსტენციუსზე გამარჯვებიდან 25 წლის შემდეგ დაიწერა, გვაძლევს ფიცით დამტკიცებულ ცნობას, თავად იმპერატორის მიერ თქმულს, ცნობილ გადმოცემას იმაზე, რომ კონსტანტინემ ლაშქრობის დროს ცაზე ჯვრის ნიშანი დაინახა წარწერით – „ამით სძლიე“. თავზარი დაეცათ კონსტანტინეს და მის ჯარისკაცებს. იმავე ღამეს კონსტანტინეს ძილში თავად ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უბრძნა ჯვრის დამზადება და ამ ნიშნით მტრის წინააღმდეგ გამოსვლა. დილით იმპერატორი მოყვა სასწაულებრივ გამოცხადებაზე, დაუძახა ხელოსნებს და უბრძანა მათ მის მიერ აღწერილი ნიშნის დამზადება, რომელიც ცნობილია labarum ის სახელით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება