მილანის ედიქტი (Edictum Mediolanensium) — რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის, მიერ გამოცემული ედიქტი ქალაქ მილანში 313 წელს.

შუა საუკუნეები ევროპაში ქრისტიანული სახელმწიფოების ჩამოყალიბების ხანაა. ქრისტიანობა ევროპის კონტინენტზე იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი პეტრესა და პავლეს უჭირავთ. ჯერ კიდევ I საუკუნეში რომში ძლიერი ქრისტიანული თემი ჩამოყალიბდა.

რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთად მიიჩნევდნენ, ქრისტიანებს 300 წელზე მეტხანს სასტიკად სდევნიდნენ. მხოლოდ იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) დროს შეწყდა მათი დევნა. კონსტანტინე დიდმა თანაიმპერაოტორ ლიცინიუსთან ერთად, 313 წელს, მილანში, გამოსცა ედიქტი, რომელიც შემწყნარებლური იყო ყველა სარწმუნოების მიმართ. ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები ენიჭებოდათ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება