ვალერიუს ლიცინიანე ლიცინიუსი (ლათ. Flavius Galerius Valerius Licinianus Licinius; დ. 250 — გ. 325) — რომის იმპერატორი 308–324 წლებში. წარმოშობით გლეხი, სამხედრო სამსახურში დაწინაურდა. იმპერატორმა გალერიუსმა თანამმართველად და ავგუსტუსად გამოაცხადა. გალერიუსის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისათვის ატეხილ ბრძოლაში (311–312 წლებში) იმპერატორ კონსტანტინე I-ის დახმარებით დაამარცხა მეტოქეები და იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილის მმართველი გახდა. კონსტანტინე I იმპერიის დასავლეთ ნაწილს განაგებდა. მასთან შეთანხმებით ლიცინიუსმა 313 წელს გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანობა ნებადართული გახდა. მალე ლიცინიუსსა და კონსტანტინეს შორის გაჩაღდა ბრძოლა ერთპიროვნული ძალაუფლებისათვის. ლიცინიუსი დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და თესალონიკეში სიკვდილით დასაჯეს.

ლიცინიუსის მონეტა

ლიტერატურა

რედაქტირება