გაიუს ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუსი (Gaius Flavius Valerius Aurelius Constantinus; დ. 27 თებერვალი, 272 — გ. 22 მაისი, 337), ცნობილია როგორც კონსტანტინე I, კონსტანტინე დიდი და წმინდა კონსტანტინე, მოციქულთასწორი (მართლმადიდებელ ქრისტიანთა და აღმოსავლეთის კათოლიკეთა შორის) — რომის იმპერატორი 306-337 წლებში. იმპერატორ კონსტანციუს I ქლორუსისა და დედოფალ ელენეს შვილი. მამის სიკვდილის შემდეგ ლეგიონებმა ბრიტანეთში ყოფნისას ავგუსტუსად გამოაცხადეს, მართავდა გალიას. მის გარდა რომის იმპერიას კიდევ ჰყავდა 5 ავგუსტუსი. 313 წელს კონსტანტინე I-მა და მისმა მოკავშირემ ავგუსტუს ლიცინიუსმა ქალაქ მედიოლანუმში გამოსცეს ედიქტი ქრისტიანობის უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ. 325 წლიდან კონსტანტინე I დიდი რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მის დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმპერიის ბიუროკრატიული და აბსოლუტურ-მონარქიული სისტემა. კონსტანტინე I-მა გააუქმა პრეტორიანული გვარდია და დაადგინა სასახლის დაცვის კორპუსი. არმიები დაყო სასაზღვრო და შინა სამსახურების ნაწილებად. 330 წელს დააარსა იმპერიის ახალი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი. კონსტანტინე I-ის დროს ქალაქების მდგომარეობა გაუმჯობესდა, მონეტა სტაბილური გახდა, მოიგერიეს ბარბაროსების შემოტევები. იმპერატორმა იმპერიის იდეოლოგიურ საფუძვლად გამოაცხადა ქრისტიანობა. 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოიწვია ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო იმდროინდელი მწვალებლური მოძრაობა არიოზელობა და მიიღო ერთიანი რწმენის კანონი (სარწმუნოების სიმბოლო).

კონსტანტინე I დიდი
Flavius Valerius Constantinus
რომის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 25 ივლისი, 306
მმართ. დასასრული: 22 მაისი, 337
წინამორბედი: კონსტანციუს I ქლორუსი
მემკვიდრე: კონსტანტინე II
კონსტანციუს II
კონსტანტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 27 თებერვალი, 272
დაბ. ადგილი: ნაისუსი, რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 22 მაისი, 337
გარდ. ადგილი: ნიკომედია, რომის იმპერია
დაკრძ. ადგილი: წმინდა მოციქულების ეკლესია
მეუღლე: მინერვინა,
ფლავია მაქსიმა ფაუსტა
შვილები: კრისპუსი,
კონსტანტინე II,
კონსტანციუს II,
კონსტანტინა,
კონსტანტი,
ელენა
სრული სახელი: Flavius Valerius Constantinus
დინასტია: კონსტანტინეს დინასტია
მამა: კონსტანციუს I ქლორუსი
დედა: ელენე
რელიგია: ძველი რომაული რელიგია (312 წლამდე)
ქრისტიანობა (312 წლიდან)

ქრისტიანობა მიიღო სიკვდილის წინ. დაკრძალეს მისგანვე აშენებულ „მსოფლიო ქალაქში“, წმინდა მოციქულთა ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: