უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (უკრ. Православна церква України) — უკრაინის ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც შეიქმნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანებულ კრებაზე 2018 წლის 15 დეკემბერს. კრებაში მონაწილეობდა: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქო), უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო)[1].

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია
უკრ. Православна церква України


წმ. სოფიას ტაძარი, სადაც გაერთიანებული კრება გაიმართა

ინფორმაცია
ადგილი დიპტიქში

მე-?

წინამძღვარი

ეპიფანე

რეზიდენცია

კიევი, უკრაინა

არეალი

უკრაინა

საეკლესიო ენა

უკრაინული

მიღებული წესდების თანახმად, ეკლესიას უხელმძღვანელებს პირი რომლის ტიტულიც იქნება „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი“. 2018 წლის 15 დეკემბრიდან ამ თანამდებობას იკავებს პერეიასლავისა და ბელოცერკვის ყოფილი მიტროპოლიტი ეპიფანე[2].

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი მიიღო 2019 წლის 6 იანვარს მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსისაგან[3], რასაც ადასტურებდნენ საინფორმაციო საშუალებები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში[4][5].

2023 წლის 24 მაისს ეპისკოპოსთა საბჭომ გადაწყვიტა მთლიანად გადასულიყო შესწორებულ იულიუსის კალენდარზე და რომ ეს გადასვლა მოხდება 2023 წლის 1 სექტემბერს.[6] ასევე გადაწყდა ადგილობრივი საბჭოს მოწვევა 2023 წლის 27 ივლისს, რომელიც საბოლოოდ დაამტკიცებს შესწორებულ იულიუსის კალენდარზე გადასვლას.[7]


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Хоменко С. На Украине создана независимая православная церковь // Русская служба Би-би-си, 15.12.2018
  2. Избран предстоятель поместной церкви в Украине // Korrespondent.net, 15.12.2018
  3. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი მიიღო
  4. Дубов Г.На объединительном соборе избрали главу украинской церкви // РБК, 15.12.2018
  5. Порошенко поедет в январе с митрополитом Епифанием за томосом в Стамбул// РБК, 15.12.2018
  6. „OCU switches to a new calendar“. Istorychna Pravda (Ukrainian). 24 May 2023. ციტირების თარიღი: 24 May 2023.
  7. Свобода, Радіо (2023-05-24). „ПЦУ схвалила перехід на новий календар: Різдво – 25 грудня“. Радіо Свобода. ციტირების თარიღი: 2023-05-24.