პარხლის მრავალთავი

პარხლის მრავალთავიX საუკუნის ქართული ხელნაწერი მრავალთავი. გადაწერილია ტაო–კლარჯეთში, პარხლის მონასტერში. გადამწერია გაბრიელ პატარაი.

პარხლის მრავალთავი

პარხლის მრავალთავი ქართულ ხელნაწერებს შორის თავისი სიდიდითაა გამორჩეული. ნაწერია მაღალი ხარისხის ეტრატზე, შეიცავს 658 ფურცელს, ფურცლის ზომებია 45,5X33,5 სანტიმეტრი. ტექსტი ლამაზი და მკაფიო ნუსხურითაა გადაწერილი, მელანი ყავისფერია. სამკაულები ტექსტში თითქმის არ გვხვდება. საზედაო ასოები ტექსტის ყავისფერი მელნითაა შესრულებული, იშვიათად სინგურით.

პარხლის მრავალთავი ნათარგმნ და ორიგინალურ თხზულებებს შეიცავს. ამ ხელნაწერითაა ჩვენამდე მოღწეული „შუშანიკის წამებისა“ და „აბოს წამების“ ტექსტებმა.

ხელნაწერი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი: A-95).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 21