კრუბერის გამოქვაბული

მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

კრუბერის გამოქვაბულიკარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. კრუბერის გამოქვაბული მსოფლიოს უღრმესი კარსტული მღვიმეა. სიღრმე 2224 მ. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვა. სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად.

კრუბერის გამოქვაბული
კოორდინატები: 43°24′35″ ჩ. გ. 40°21′44″ ა. გ. / 43.40972° ჩ. გ. 40.36222° ა. გ. / 43.40972; 40.36222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გაგრის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2320 მ
სიგრძე 13 432 მ
სიღრმე 2224 მ
აღმოჩენის წელი 1960
შესასვლელთა რაოდენობა 5
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა
კრუბერის გამოქვაბული — საქართველო
კრუბერის გამოქვაბული
კრუბერის გამოქვაბული — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კრუბერის გამოქვაბული
სურათები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.