ბერჭილის ქედი

ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ბერჭილის ქედი, ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არაბიკის კარსტული მასივის ცენტრალური ნაწილის დასავლეთ განშტოებაზე. მოქცეულია მდინარეების სანდრიფშისა (დასავლეთი) და ჟოეკვარას (აღმოსავლეთი) ხეობებს შორის. სიგრძე დაახლოებით 10 კმ. სიმაღლე 1800-2400 -მდე. აგებულია იურული და ცარცული კირქვებით. ახასიათებს რელიეფის კარსტული (უმთავრესად) და მყინვარული ფორმები. ბერჭილის ქედზე არის კარსტული უფსკრულები (ვახუშტი ბაგრატიონის, კრუბერის, მარტელის, გიუზელის), მღვიმეები (ვიწრო, გელგელუკისა, ქარაფისა) და ჭები (ორთაბალაგანის, ქვემო გელგელუკის). ჰავა ზღვის სუბტროპიკული ნოტიო გრილი ზაფხულით. ქედი დასერილია მთის მდინარეთა კანიონებით. ჭარბობს ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. კალთებზე ქვევით შერეული ტყეებია, ზევით - სუბალპური მდელოები.

ბერჭილის ქედი
კოორდინატები: 43°24′55″ ჩ. გ. 40°17′41″ ა. გ. / 43.415389° ჩ. გ. 40.294944° ა. გ. / 43.415389; 40.294944
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1800-2400 
სიგრძე 10 კმ
ამგებელი ქანები კირქვა
ბერჭილის ქედი — საქართველო
ბერჭილის ქედი
ბერჭილის ქედი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბერჭილის ქედი

ლიტერატურა

რედაქტირება