ჟოეკვარა
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ჟოეკვარა, ჟვავაკვარა — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 72 კმ². სათავე აქვს არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2690 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას ქალაქ გაგრასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, სხვა დროს იცის წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,11 მ³/წმ.
ჟოეკვარა | |
---|---|
სხვა სახელი | ჟვავაკვარა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გაგრის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
არაბიკის მასივი 43°24′17″ ჩ. გ. 40°20′27″ ა. გ. / 43.404806° ჩ. გ. 40.340917° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2690 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 43°19′30″ ჩ. გ. 40°13′15″ ა. გ. / 43.325139° ჩ. გ. 40.220861° ა. გ. |
სიგრძე | 20 კმ |
აუზის ფართობი | 72 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,11 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 254.