არაბიკის მასივი
არაბიკის მასივი[1] — კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში. მდინარეების ფსოუსა და ბზიფის წყალგამყოფი. სიმაღლე 2657 მ. აგებულია უმთავრესად ზედაიურული და ცარცული ასაკის კირქვებით, რომლებიც ღრმადაა დაკარგული; არის მრავალი უფსკრული, მღვიმე, ძაბრი, ჭა და კარსტული რელიეფის სხვა ფორმები. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, იზრდება ჯუჯა ღვიისა და ტირიფის ბუჩქნარი.
ლიტერატურარედაქტირება
- მგელაძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 178.
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 17, თბ., 1987.