არაბიკის კარსტული უფსკრული

არაბიკის კარსტული უფსკრული — მღვიმე გაგრში, არაბიკის კიექვულ მასივზე. ძირითადი ჩასასვლელი ორთაბალაგანის ტროგულ ხეობაშია, ზღვის დონიდან 2180 მეტრის სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ-ქვედაცარცული ძლიერ დამსხვრეული კირქვების წყებაში, ბერჭილის ანტიკლინის თაღურ ზოლში.

აღწერა რედაქტირება

მღვიმის ზედა ნაწილში (550 მეტრის სიმაღლეზე) კარგად არის გამოსახული ჭები და შახტები, ქვედაში - დახრილფსკერიანი დერეფნები. აღსანიშნავია კოლბისებური ფორმის გიგანტური დარბაზი (სიმაღლე 271 მეტრი - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. მოცულობა 600 ათასი მ³). ეს დარბაზი ნაპრალთა ინტენსიური თავმოყრის უბანს ემთხვევა. 700 მეტრის სიღრმეზე არის მეცნიერებათა აკადემიის სახელობის დარბაზი (მოცულობა 150 მ³). მღვიმის მნიშვნელოვანი სუბჰორიზონტული მონაკვეთები 150 და 570 მეტრის სიღრმეზე იწყება. აქვს მრავალი განშტოება. ერთ-ერთი მათგანია კრუბერის უფსკრული. ინდიკატორული ცდით დადასტურდა, რომ არაბიკის მღვიმურ სისტემაში გამდინარე ნაკადი (დებიტი 20-50 ლ/წმ, ტემპერატურა 1.5-2.5 °C) გამოსავალს პოულობს რეპრუასა და ცივწყალას ვოკლუზურ წყაროებში. იგი ერთ-ერთი უღრმესი კარსტული ჰიდროსისტემაა მსოფლიოში. მღვიმის ბოლო წეტილი (1110 მეტრი) ნაზვავით არის ამოქოლილი რომელშიც იფილტრება მიწისქვეშა ნაკადი.

ლიტერატურა რედაქტირება