მთავარი მენიუს გახსნა

ტირიფი (ლათ. Salix) — ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარი ტირიფისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი ხეები, ბუჩქები ან ჩირგვებია (პოლარული და მაღალმთის ტირიფები). გვარი მოიცავს 600-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივის ჰავის სარტყლებში.

ტირიფი
Illustration Salix caprea0.jpg
ტირიფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ლათინური სახელი
Salix

საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია 17 სახეობა. უმეტესობა მთის შუა, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში იზრდება, : წნორი (Salix alba), მდგნალი (Salix caprea), ვილჰელმის ტირიფი (Salix wilhelmsiana), კუზნეცოვის ტირიფი (Salix kuznetzowii), ქიქოძის ტირიფი (Salix kikodzese), ყაზბეგის ტირიფი (Salix kazbekensis), მათ შორის ქიქოძის და ყაზბეგის ტირიფი საქართველოს ენდემია. ტირიფი ეტანება ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებსა და ნოყიერ ტენიან ნიადაგს. დაბლობში კი, მდინარეთა ნაპირების გასწვრივ და ჭალის ტყეებში, მეტწილად გავრცელებულია წნორი ანუ თეთრი ტირიფი (ლათ. Salix Alba). მის დრეკად ყვითელყლორტებიან ფორმებს „მანეულსა“ და „ყვითელ ტირიფს“ — საგანგებოდ აშენებენ და საკალათე წნელად და ჭიგოდ იყენებენ. ნამდვილი საკალათე ტირიფი — მანეული (ლათ. Salix viminalis) ჩვენში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ბაკურიანისა და ციხისჯვრის მიდამოებში. ტირიფის ზოგი სახეობის ქერქი შეიცავს ტანიდებს, ზოგისა — სალიცინს.

ბევრი სახეობა დეკორატიულია: ბაღებსა და პარკებში ხშირად აშენებენ აღმოსავლეთ აზიიდან ინტროდუცირებულ ძეწნას (ლათ. Salix babylonica), რომელიც ორიგინალური, „მტირალა“ ვარჯით გამოირჩევა. ზოგს ცოცხალ ღობედ და მოსილული ნაპირების დასამაგრებლად იყენებენ. თაფლოვანია.

ლიტერატურარედაქტირება