ციხისჯვარი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში
ციხისჯვარი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თორის ქვაბულში, მდინარე შავიწყლის (ბორჯომულას ერთ-ერთი მდგენელი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1640 მეტრი, ბორჯომიდან 41 კმ.
სოფელი | |
---|---|
ციხისჯვარი | |
ციხისჯვარი, ხედი ცხრაწყაროს მთიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | ციხისჯვარი |
კოორდინატები | 41°43′04″ ჩ. გ. 43°26′29″ ა. გ. / 41.71778° ჩ. გ. 43.44139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1640 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 406[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ბერძნები 53 % ქართველები 36,5 % სომხები 5,2 % რუსები 4,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ციხისჯვარი არის ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. სოფელში დგას შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსი: ციხესიმაგრე ციხისჯვარი, ნადარბაზევი და ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 406 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002[2] | 644 |
2014 | 406 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 238.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.