ბორჯომულა

მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში

ბორჯომულამდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, ცხრაწყაროს უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2400 მ. სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 165 კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთაბ 2,41 მ³/წმ.

ბორჯომულა

ბორჯომულა ქ. ბორჯომში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
ქალაქები ბორჯომი, დაბა ბაკურიანის ანდეზიტი
სათავე ცხრაწყაროს უღელტეხილი
41°41′12″ ჩ. გ. 43°23′50″ ა. გ. / 41.686722° ჩ. გ. 43.397250° ა. გ. / 41.686722; 43.397250
სათავის სიმაღლე 2400 მ
შესართავი მტკვარი
41°50′30″ ჩ. გ. 43°23′14″ ა. გ. / 41.841722° ჩ. გ. 43.387250° ა. გ. / 41.841722; 43.387250
სიგრძე 29 კმ
აუზის ფართობი 165 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2,41 მ³/წმ
ბორჯომულა — საქართველო
ბორჯომულა
ბორჯომულა
ბორჯომულა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბორჯომულა
ბორჯომულა
— სათავე, — შესართავი

ბორჯომულა ტიპური მთის მდინარეა. მიედინება ჯერ სუბალპურ ზონაში, შემდეგ წიწვიანი ტყით შემოსილ ვიწრო ხეობაში. შესართავთან გაშენებულია კურორტი ბორჯომი, მის ხეობაშია სოფლები: ტბა, სადგერი, ლიბანი, ხოლო მის სათავეებთან დაბა ბაკურიანის ანდეზიტი. 1898 წელს ბორჯომულაზე ააგეს რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი ჰესი (ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური).

ლიტერატურა

რედაქტირება