ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური

ჰიდროელექტროსადგური საქართველოში

ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური — ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში და რუსეთის იმპერიაში, სანქტ-პეტერბურგისა და ახალი ათონის ჰიდროელექტროსადგურების შემდეგ.

ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური

ბორჯომის ჰესი (რეაბილიტაციის პროცესში, 2024)
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური (საქართველო)

ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი ჰიდროელექტროსადგური
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მდებარეობა ბორჯომი
დასრულდა 1899

აგებულია მდინარე ბორჯომულაზე. ამუშავდა 1899 წლის 15 იანვარს. ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 60 კვტ-ს შეადგენდა. ელექტროსადგურში მუშაობდა პელტონის ტიპის ორი გენერატორი, თითოეული 70 ცხენის ძალის სიმძლავრისა. 1950 წელს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურმა შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება.

ჰიდროელექტროსადგურის შენობა მდებარეობს ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ტერიტორიაზე და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (2020).[1] შენობა 1898–99 წლებშია აგებული გერმანელი არქიტექტორის ფრიდრიხ მონდელ ჰაურის პროექტით. 1990-იან წლებში შენობა გაიძარცვა და მნიშვნელოვნად დაზიანდა.

2020 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ თანამშრომლობის საფუძველზე დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მათში ტექნოლოგიური მუზეუმის განთავსების მიზნით.[2][3][4]

ლიტერატურა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება