ცხრაწყაროს უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
ცხრაწყაროს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2462 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და მათი პიროკლასტოლითებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით. ცხრაწყაროს უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს.
ცხრაწყაროს უღელტეხილი | |
---|---|
ცხრაწყაროს უღელტეხილი, ხედი ცხრაწყაროს მთიდან | |
კოორდინატები: 41°41′08″ ჩ. გ. 43°31′03″ ა. გ. / 41.685694° ჩ. გ. 43.517500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2454 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
აკავშირებს | ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს |
ამგებელი ქანები | ვულკანური ქანები |
ფლორა | სუბალპური მდელო |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 259.
- საქართველოს ატლასი, გვ. 74 (F2), თბ., 2008.