სპელეოლოგთა პიკიმწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არაბიკის მასივზე. სიმაღლე 2757.6 მ.[1]

სპელეოლოგთა პიკი
კოორდინატები: 43°26′39″ ჩ. გ. 40°21′15″ ა. გ. / 43.444333° ჩ. გ. 40.354333° ა. გ. / 43.444333; 40.354333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2757.6 
მთის მასივი არაბიკა
სპელეოლოგთა პიკი — საქართველო
სპელეოლოგთა პიკი
სპელეოლოგთა პიკი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სპელეოლოგთა პიკი

წარმოადგენს არაბიკის მასივის და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს კარსტული ზოლის უმაღლეს წერტილს.[2] აგებულია ზედაიურული კირქვებით.[3] უხვადაა განვითარებული კარსტული ფორმები. მწვერვალის აღმოსავლეთ კალთაზეა მღვიმე მლეჩნაია, ხოლო ჩრდილოეთ კალთაზე ელდორადო. მწვერვალიდან იშლება ხედი კარსტული ლანდშაფტსა და უფრო ჩრდილოეთით კავკასიონზე.[4]

1960 წელს ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა 13 კაციანი ექსპედიცია არაბიკის მასივზე, რომლის უშუალო ინიციატივით, რუკაზე აღნიშნული უსახელო მწვერვალის დასალაშქრად შეიქმნა ოთხკაციანი ჯგუფი ჭიჭიკო ჯანელიძის, დემურ ტაბიძის, ჯუმბერ ჯიშკარიანისა და თამაზ კიკნაძის მონაწილეობით. წარმატებული ასვლის შემდეგ, უსახელო მწვერვალს ეწოდა „სპელეოლოგთა პიკი“, რომელიც რუკაზე დაიტანეს და მწვერვალზე წერილი დატოვეს.[4]

  1. საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ნარკვევი : [სტატიების კრებული] ზოგიერთი სტატია რუსულ ენაზე. რედაქტორი: თეოფანე დავითაია. თბილისი : მეცნიერება, 1969.
  2. შ. ყიფიანი, ზ. ტინტილოზოვი, არს. ოქროჯანაშვილი, ვ. ჯიშკარიანი; საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, საქ. სსრ მეცნ. აკადემია. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტი. თბ.: 1966, გვ. 7
  3. Спелеология Самарской области. Региональная общественная организация «Самарский геолог» Самарская спелеологическая комиссия. Выпуск 3, Самара, 2004
  4. 4.0 4.1 Кикнадзе, Тамаз. Пропасти Арабики : Записки спелеолога / Т. Кикнадзе ; Академия Наук ГССР, Спелеологическая комиссия. Тбилиси : "Мецниереба", 1967.