ჭიჭიკო ჯანელიძე
ჭიჭიკო ჯანელიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1932, სოფ. სადმელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 25 აპრილი, 2021) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოცენტი.
ჭიჭიკო ჯანელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 ოქტომბერი, 1932 |
დაბ. ადგილი | სადმელი |
გარდ. თარიღი | 25 აპრილი, 2021 (88 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჭიჭიკო ჯანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს. 1964–81 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე გაიარა ასპირანტურის კურსი გეომორფოლოგიის სპეციალობით. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1971 წელს თემაზე: „საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარება ჰოლოცენში“.[1]
შეისწავლა საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების განვითარების საკითხები ჰოლოცენში; კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფია ზედა პლეისტოცენსა და ჰოლოცენში; ნალექების აკუმულაციის და რელიეფის წარმოქმნა-პროცესების ხასიათი კოლხეთის დაბლობის ზღვის სანაპირო ზონაში. 1981 წლიდან მუშაობს სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვის“ მორფოდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად.[1]
იკვლევს მორფოდინამიკური პროცესების განვითარების კანონზომიერებებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში; ანთროპოგენური ფაქტორის როლს სანაპირო ზონის ლანდშაფტების განვითარებაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საქართველოს ბუნებრივი კატასტროფებისა და რისკების ატლასი (თანაავტორი). თბილისი, 2018;
- Человек и окружающая его среда (თანაავტორი). Тбилиси, Мецниереба, 1984.