ჰოლოცენი
სისტემა, პერიოდი |
სექცია, ეპოქა |
სართული, საუკუნე |
საუკუნე (Ma) | |
---|---|---|---|---|
მეოთხეული | ჰოლოცენი | მეგჰალაიური | 0-0,0042 | |
ჩრდილოგრიპიული | 0,0042-0,0082 | |||
გრენლანდიური | 0,0082-0,0117 | |||
პლეისტოცენი | 'Tarantian' | 0,0117-0,126 | ||
'Chibanian' | 0,126-0,781 | |||
კალაბრიული | 0,781-1,80 | |||
ჯელასიანი | 1,80-2,58 | |||
ნეოგენი | პლიოცენი | პიაჩენცური | უფრო ძველი | |
მეოთხეული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა, სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1] |
ჰოლოცენი, გამყინვარების შემდგომი ეპოქა (ბერძ. hólos — მთელი და kainós — ახალი) — დედამიწის თანამედროვე გეოლოგიური ანუ გამყინვარების შემდგომი ეპოქა, რომელიც გრძელდება უკანასკნელი 12 ათასი წელი თანადროულ დრომდე. მიეკუთვნება მეოთხეულ სისტემას. ჰოლოცენის დასაწყისი ემთხვევა უკანასკნელი კონტინენტური გამყინვარების დასასრულს ჩრდილოეთ ევროპაში. შეესაბამება საზღვარს პალეოლითსა და მეზოლითს შორის. ჰოლოცენის განმავლობაში ხმელეთმა და ზღვამ მიიღო თანამედროვე მოხაზულობა, ჩამოყალიბდა თანამედროვე გეოგრაფიული ზონები და მდინარეების ჭალიანი ტერასები და ტორფნარები. ჰოლოცენის თითქმის 2/3 მოდის ისტორიულ დროზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰოლოცენი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)