თავაქალაშვილისეული ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსნის თავაქალაშვილისეული ნუსხა, ასევე ცნობილი თავაქარაშვილისეული ნუსხის სახელწოდებით — XVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი. ხელნაწერი შეიცავს ე. წ. „ვრცელ რედაქციას“. გადაწერილი და მოხატულია მამუკა თავაქალაშვილის მიერ 1646 წელს. მომგებელი — ლევან II დადიანი.

უცხო მოყმის ნახვის სცენა თავაქალაშვილისეული ვეფხისტყაოსნიდან

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. ხელნაწერი შეიცავს 267 ფურცელს, რომელთა ზომებია 27X19 სანტიმეტრი. ნაწერია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით. სათაურები შესრულებულია სინგურით. ნუსხის მოხატულობა მიჩნეულია ქართული ეროვნული შემოქმედების ნიმუშად. ერთვის გადამწერისა და მომხატველის, მამუკა თავაქალაშვილის, ავტოპორტრეტი.

თავაქალაშვილისეული ვეფხისტყაოსანი დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდშია დაცული (H-599).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 100