მაგიდის ჩოგბურთი, აგრეთვე ცნობილი, როგორც პინგ-პონგი — ორი, ან ოთხი მოთამაშისთვის განკუთვნილი სპორტის სახეობა. ზაფხულის სპორტის ამ სახეობას სპეციალურ მაგიდაზე თამაშობენ, რომელიც ბადით ორ ნაწილადაა გაყოფილი. გარდა ინდივიდუალური გამონაკლისი შემთხვევებისა, თამაშის წესები შემდეგში მდგომარეობს: მოთამაშეებმა ჩოგნით ბურთი ისე უნდა მოაწოდონ, რომ მაგიდის საკუთარ ნახევარზე მხოლოდ ერთხელ დაეცეს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ნახევარზე. მოთამაშეს ქულა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ — 1. მეტოქის ნახევარზე ბურთი ორჯერ დავარდება (თუმცა პროფესიონალურ მაგიდის ჩოგბურთში ეს იშვიათია); 2. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაცემის შემდეგ მოწინაარმდეგე ამ უკანასკნელს მეორე მოთამაშეს ვერ გაუგზავნის. 3. თუ მეტოქის მიერ მოწოდებული მეორე მოთამაშის ნახევარზე არ დაეცემა (ანუ, თუ მეორე მოთამაშის ნახევარს ასცდება ან ბადეზე მოხვედრისას, კვლავ მომწოდებლის მხარეს დაეცემა). თამაში ძალიან სწრაფია და კიდევ უფრო სწრაფ რეაქციას მოითხოვს.

მაგიდის ჩოგბურთი

მაგიდის ჩოგბურთის საერთოაშორისო წესებსა და სტანდარტებს ადგენს მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია(ITTF), რომელიც 1926 წელს დაარსდა. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია 220 წევრ აოციაციას მოიცავს. მაგიდის ჩოგბურთის ოფიციალური წესები წარმოდგენილია მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაის სახელმძღვანელოში. სპორტის ეს სახეობა რამდენიმე კატეგორიით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1988 წელს შეიტანეს. 1988 წლიდან 2004 წლამდე მაგიდისჩოგბურთის ჩემპიონატი მამაკაცთა ინდივიდუალურ, ქალთა ინდივიდუალურ, მამაკაცთა წყვილ და ქალთა წყვილ კატეგორიებში ტარდებოდა. 2008 წლიდან წყვილთა კატეგორიები გუნდურმა ღონისძიებებმა ჩაანაცვლა.

ისტორია რედაქტირება

 
ძმებ პარკერების მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები

სპორტის ეს სახეობა ვიქტორიანული ხანის ინგლისში წარმოიშვა, სადაც მას მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ, როგორც სალონის თამაშს. სავარაუდოდ, თამაშის ჩანასახოვანი ფორმა ჩამოყალიბდა 1860-1870-იან წლებში, ინდოეთის ბრიტანელ სამხედრო ოფიცრებში, რომლებმაც თამაში ევროპაში შემოიტანეს. მაგიდის ცენტრში წიგნების რიგი ბადის ფუნქციას ასრულებდა, ორი წიგნი - ჩოგნებისას, ხოლო ბურთის მაგივრობას გოლფის ბურთი სწევდა.

თამაშს უამრავი სახელი ერქვა, მათ შორის „უიფ-უაფი“ და ა. შ. სახელი - „პინგ-პონგი“ - ფართოდ გამოიყენებოდა ბრიტანული კომპანიის - ჯ. ჟაკი და შვილი - სავაჭრო ნიშნამდე (1901). შემდეგში „პინგ-პონგი“ აღნიშნავდა თამაშს, რომელსაც ჟაკის უფრო ძვირი აღჭურვილობით თამაშობდნენ, სხვა მანუფაქტურები კი მას მაგიდის ჩოგბურთს უწოდებდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კომპანიამ „პინგ-პონგის“ ლიცენზია კომპანია „ძმებ პარკერებს“ მიჰყიდა. კომპანიამ ეს სავაჭრო ნიშანი 1920-იან წლებში კიდევ უფრო მეტად გაამყარა იმით, რომ თამაშის სახელი 1920-იან წლებში „მაგიდის ჩოგბურთს“ დაუკავშირა, თუმცა, როგორც - სავაჭრო ნიშანი.

შემდეგი უმთავრესი სიახლე ჯეიმზ გიბს, ბრიტანელ მაგიდის ჩოგბურთის ენთუზიასტს, ეკუთვნის, რომელმაც 1901 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას ახალი ცელულოიდის ბურთები აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ ისინი თამაშისთვის იდეალური იყო. ამას მოჰყვა 1901 წელს, ი. ს. გუდის მიერ თანამედროვე ჩოგნების გამოგონება, რომლებიც ხაოიანი და ბუსუსებიანი ფურცლების, რეზინისა და ხის ჩარჩოს შერევით მიიღო. 1901 წლიდან მოყოლებული მაგიდის ჩოგბურთის პოპულარობა დღითი-დღე იზრდებოდა, იმდენად, რომ უკვე ტურნირების ორგანიზებასაც ახერხებდნენ, სპორტის ამ სახეობაზე წიგნებიც იწერებოდა და 1902 წელს სპორტის ამ სახეობაში არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატიც კი ჩატარდა.

1921 წელს, დიდ ბრიტანეთში მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა, 1926 წელს კი - მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. მაგიდის ჩოგბურთის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ლონდონმა უმასპინძლა (1926). 1933 წელს კი, ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია დაარსდა, რომელსაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მაგიდის ჩოგბურთი ეწოდება.

 
მა ლონგი - მსოფლიოს ნომერ პირველი მაგიდის ჩოგბურთელი

1930-იან წლებში, ედგარ სნოუ თავის წიგნში, „წითელი ვარსკვლავი ჩინეთის თავზე“ - შენიშნავდა, რომ კომუნისტური ძალებს ჩინეთის სამოქალაქო ომში (1927-1936) ინგლისური თამაშის, მაგიდის ჩოგბურთისადმი, ჰქონდათ ვნება. მეორეს მხრივ, თამაშის პოპულარობა 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირში შემცირდა, ნაწილობრივ პერიოდიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი - იმ თეორიის გამო, თითქოს თამაში ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.

1950-იან წლებში, ჩოგნებმა, რომლებიც რეზინის ფურცლებისა და მათ ქვეშ მოქცეული რბილი ფენის ნაზავს წარმოადგენდნენ, თამაში მკვეთრად შეცვალეს - უფრო მეტი ბრუნვის სიშირე და სიჩქარე შემოიღეს. ამის შემოღება დაკავშირებულია სპორტული საქონლის მეწარმის, ს. ჰენკოკის სახელთან. სწრაფი წებოს გამოყენებამ კი, ბრუნვა და სიჩქარე კიდევ უფრო გაზარდა, რისი შედეგიც აღჭურვილობაში აისახა. მაგიდის ჩოგბურთი 1988 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სიაში შეიტანეს.

წესების ცვლილებები რედაქტირება

2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტის ამ სახეობის რამდენიმე წესი შეცვალა, რაც თამაშის სატელევიზიო სპორტის სახეობის ეფექტურობისთვის იყო გამიზნული. პირველ რიგში, 2000 წლის ოქტომბერში, ძველი, 38 მილიმეტრიანი ბურთები ოფიციალურად შეიცვალა 40 მილიმეტრიანი ბურთებით. ამან ბურთის ჰაერის წინააღმდეგობა გაზარდა და თამაში ეფექტურად შეანელა. ამ დროისთვის მოთამაშეები თავიანთი ჩოგნების დამფარავი რეზინის სისქეს ზრდიდნენ, რაც თამაშს ზედმეტად სწრაფს ხდიდა და სატელევიზიო სანახაობისთვის არ გამოდგებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2001 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ფედერაციამ 21 ქულიანი თვლის სისტემა, 11 ქულიან სისტემით შეცვალა (მოწოდების რაოდენობა კი ხუთიდან ორამდე შემცირდა). ცვლილებები თამაშის უფრო უკეთესი და საინტერესო სახის შექმნას ისახავდა მიზნად. 2002 წელს, აიტიტიეფმა აკრძალა მოწოდების დროს ბურთის დაფარვაც, რამაც ერთი მოწოდების თამაშის ხანგრძლივობა გაზარდა და მომწოდებლის უპირატესობა შეამცირა. იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ ბურთის მიმართულების განსაზღვრა შეძლოს, მომწოდებელმა ბურთი ჰაერში მინიმუმ 16 სანტიმეტრით უდა აისროლოს.

აღჭურვილობა რედაქტირება

ბურთი რედაქტირება

 
მაგიდის ჩოგბურთის 40 მმ დიამეტრიანი ბურთები

საერთაშორისო წესების თანახმად, მაგიდის ჩოგბურთის თამაშისას 2,7 გრამის, 40 მილიმეტრი დიამეტრის მქონე სფეროს ფორმის ბურთებს იყენებენ. წესებით განსაზღვრულია, რომ 30,5 სანტიმეტრის სიმაღლიდან სტანდარტულ ფოლადის კონსტრუქციაზე დაცემისას, რომლის ელასტიურობის კოეფიციენტიც 0.89-0.92-ია, ჰაერში 24-26 სმ სიმაღლეზე უნდა ავარდეს. ბურთი მზადდება პლასტიკური ცელულოიდისაგან, გლუვია და თეთრი ან ნარინჯისფერია. ბურთების ფერების არჩევანი დამოკიდებულია მაგიდის ფერსა და მის ზედაპირზე. მაგ: თეთრი ბურთის დანახვა უფრო ადვილია მწვანე ან ლურჯ მაგიდაზე, ვიდრე ნაცრისფერზე. მწარმოებლებლები ბურთის ხარისხზე ხშირად ვარსკვლავების ნიშნებით მიუთითებენ, ჩვეულებრივ - ერთიდან სამამდე (სამი ვარსკვლავი უმაღლესი ხარისხის ნიშანია). რადგანაც ბურთის ხარისხის განმსაზღვრელი სისტემა მწარმოებლებს შორის ერთგვაროვანი არაა, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია სპეციალურად ამტკიცებს ბურთებს ოფიციალურ შეჯიბრებებში გამოსაყენებლად (დამტკიცების ნიშანი ბურთზეა ზედაპირზეა მოცემული).

40 მილიმეტრის დიამეტრის მქონე ბურთები 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ შემოიღეს. თუმცა, ამან დაპირისპირებაც წარმოქმნა.

მაგიდა რედაქტირება

 
მაგიდის ჩოგბურთის მაგიდის ოფიციალური ზომები

მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა 2.74 მეტრი სიგრძის, 1.525 მეტრი სიგანისა და 0.76 მეტრი სიმაღლის. მაგიდა ან სათამაშო ზედაპირი მთლიანად მუქი ფერისა და გლუვია. 15.25 სმ სიმაღლის ბადით ის ორ ნახევრად იყოფა. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით მხოლოდ ხის ან ხის სხვადასხვა ნაწარმის მაგიდებია ნებადართული. წესებით განსაზღვრულია, რომ 30 სმ სიმაღლიდან დავარდნის შემდეგ ბურთი უნდა ავარდეს 23 სმ სიმაღლეზე. ბეტონის მაგიდები, ფოლადის ბადით, ან მყარი ფოლადის დანაყოფები ზოგჯერ ხელმისაწვდომია საჯარო თავშეყრის ადგილებში, მაგ: პარკებში და ა.შ.

ჩოგანი რედაქტირება

მოთამაშეები ლამინირებული ხის ჩოგნებით თამაშობენ, რომელთა ერთი ან ორივე მხარე (მოთამაშის ჩოგნის ჭერის მანერის შესაბამისად) რეზინითაა დაფარული. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია ჩოგნის აღსანიშნავად იყენებს ტერმინს - „racket“, თუმცა დიდ ბრიტანეთში მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნებს მოიხსენიებენ, როგორც - „bat“, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ტერმინით - „paddle“.

 
მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები

ჩოგნის ხის ნაწილს მოიხსენიებენ, როგორც - „blade“, რაც ძირითადად, ერთიდან შვიდამდე ხის ფირფიტას აღნიშნავს, თუმცა ზოგჯერ კორპი, მინის ბოჭკო, ნახშირბადის ბოჭკო, ალუმინის ბოჭკო და კევლარიც გამოიყენება. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, ჩოგნის ხის ნაწილის სისქის მინიმუმ 85 % ნატურალური ხისგან უნდა იყოს დამზადებული. ძირითადი ხის ტიპები შეიცავს ბალსას, ლიმბას, და კვიპაროზს ან „ჰინოკის“, რომელიც იაპიონიაშია პოპულარული. ჩოგნის საშუალო ზომებია: 17 სმ - სიგრძე და 15 სმ - სიგანე. შეზღუდვები თავისთავად ფოკუსირდება ჩოგნის ხის ნაწილის სიბრტყესა და სიხიისტეზე. ეს ზომები ოპტიმალურია ყველაზე მეტი სათამაშო სახეობისთვის.

მაგიდის ჩოგბურთის წესების მიხედვით, ნებადართულია ჩოგნის სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა ზედაპიირი ჰქონდეს. განსხვავებული სახის ზედაპირი უზრუნველყოფს ბრუნვისა და სიჩქარის დონეებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მთლიანად ამცირებს ბრუნვას. მაგალითად, შესაძლოა, მოთამაშისჩოგნის ერთი ნაწილი დაფარული იყოს რეზინით,რომელიც უზრუნველყოფს ბურთის უფრო სრაფ ბრუნვას, ხოლო მეორე მხარე პირიქით, თითქმის ნულამდე ამცირებდეს ბურთის ტრიალს. ფლიპის საშუალებით ბურთის დაბრუნების რამდენიმე გზა არსებობს. საერთაშორისო წესების თანახმად, მოთამაშის ჩოგნის ერთი მხარე წითელი უნდა იყოს, ხოლო მეორე შავი, რათა მოწინააღმდეგემ მეტოქის თამაშის სტილი გაარჩიოს. მოთამაშეს უფლება აქვს თამაშის დაწყების წინ მეტოქის ჩოგანი შეამოწმოს, რათა ნახოს რა სახის რეზინს იყენებს მოწინააღმდეგე და რა ფერისაა ის. მიუხედავად თამაშის დიდი სისწრაფისა და სწრაფი ცვლილებებისა, მოთამაშეს სუფთად შეუძლია დაინახოს მეტოქე ბურთის დარტყმისთვის რომელ მხარეს იყენებს. თანამედროვე წესების თანახმად, თუ ჩოგანი თამაშის დროს დაზიანდა, თამაშის განმავლობაში მისი სხვა ჩოგნით ჩანაცვლება არ შეიძლება.

თამაშის მსვლელობა რედაქტირება

თამაშის დასაწყისი რედაქტირება

მაგიდის ჩოგნურთის საერთაშორისო ფედერაციის 2.13.1 წესის თანახმად, პირველ მოწოდებას შემთხვევითობა განსაზღვრავს, ჩვეულებრივ - მონეტის აგდება. შესაძლოა ერთ-ერთმა მოთამაშემ (მსაჯმა ან ქულების სისტემის ზედამხედველმა) ბურთი ერთ ან მეორე ხელში დამალოს, ჩვეულებრივ მაგიდის ქვეშ, მეორე მოთამაშემ კი უნდა გამოიცნოს ბურთი რომელ ხელშია. სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება „გამარჯვებულს“ საშუალებას აძლევს ამოირჩიოს მოწოდება ან მაგიდის ის მხარე, რომელ მხარესაც ითამაშებს. ასევე, არსებობს სხვა წესებიც, თუმცა, არასანქცირებული.

მოწოდება და მოგერიება რედაქტირება

 
დიმიტრი ოვიტჩაროვის მოწოდება, 2016 წლის მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

თამაში ერთ-ერთი მოთამაშის მიერ ბურთის მოწოდებით იწყება. თავდაპირველად, მომწოდებელს ბურთი გაშლილ ხელისგულზე უდევს, რასაც freehand ეწოდება, შემდეგ ბურთს ბრუნვის გარეშე მაღლა აისვრის, მინიმუმ 16 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ბურთის ქვევით ჩამოვარდნის შემდეგ მომწოდებელი მას ჩოგნით ურტყამს, რის შემდეგაც ბურთი ჯერ მომწოდებლის ნახევარზე ვარდება, შემდეგ კი ბადესთან შეხების გარეშე, მოწინაარმდეგის ნახევარზე. არაოფიციალურ თამაშებში, ბევრი მომწოდებელი ხშირად ბურთს მაღლა არ ისვრის, მიუხედავად იმისა, რომ ეს არალეგალურია და მომწოდებელს უსამართლო უპირატესობას ანიჭებს.

მომწოდებელმა ბურთს მიმართულება აუცილებლად მაგიდის ზედა ნაწილიდან, სათამაშო ზედაპირს ჩამოცილებამდე, უნდა მისცეს. მომწოდებელს უფლება არა აქვს სხეულით ან ტანსამლით მეტოქეს ბურთის დანახვაში ხელი შეუშალოს. მოწინაარმდეგე და მსაჯი მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს სუფთად უნდა ხედავდნენ. თუ მსაჯები მოწოდებაში ეჭვს შეიტანენ, თავდაპირველად თამაშის მსვლელობას წყვეტენ და მომწოდებელს გაფრთხილებას აძლევენ. თუკი შემდეგი მოწოდებაც საეჭვოა,ამ შემთხვევაში მიმღებ მოთამაშეს ქულა ენიჭება.

თუ მოწოდება სუფთაა, მაშინ მიმღებმა მოთამაშემ ბურთი მეტოქეს ჩოგნის დარტყმით უნდა დაუბრუნოს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ,როცა ბურთი მის ნახევარზე დავარდება. ამის შემდეგ მომწოდებელმა და მიმღებმა მონაცვლეობით უნდა დაუბრუნონ ბურთი ერთმანეთს. მოწოდებული ბურთის (და არა მიღებული/დაბრუნებული ბურთის) მოგერიება და მეტოქის ნახევარზე გაგზავნა თამაშის ყველაზე რთული ნაწილია, რადგანაც მომწოდებლის პირველი მოქმედება ყველაზე ნაკლებ მისახვედრია, შესაბამისად, ყველაზე ხელსაყრელი ბრუნვიის სიხშირის სიმრავლისა და სიჩქარის არჩევანის გამო, რომელიც სწორედ მომწოდებლის განკარგულებაშია.

Let რედაქტირება

let ეწოდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შედეგი არ აღინიშნება, კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში:

  • ბურთი ეხება ბადეს (მოწოდებისას), ოღონდ იმ პირობით, თუ სხვა მხრივ მოწოდება უსტია, მიმღები მოთამაში კი ბურთს დავარდნას არ აცდის. ამ შემთხვევაში ბურთისთვის ხელის შეშლა გულისხმობს იმას,რომ მოთამაშე ბურთს მაშინ ეხება, როცა ის ჯერ კიდევ არ არის დაცემული სათამაშო ზედაპირზე.
  • როდესაც მომწოდებელი მაშინ აწვდის,როცა მიმღები მოთამაშე მზად არ არის.
  • მოთამაშეთა მარცხის შემთხვევაში მოწოდებისას.
  • მსაჯის ან მსაჯის დამხმარის მიერ თამაშის შეწყვეტისას.

Let, ასევე, ეწოდება წარუმატებელ მოწოდებასაც, როდესაც ბურთი მომწოდებლის ნახევარზე ვარდება, როდესაც ბურთი საკმარის ზღვრამდე ვერ აღწევს და როდესაც ბურთი მაგიდის ზედაპირზე ვარდება, მაგრამ ბადეს ხვდება.

 
მა ლონგი ვონგ ჰაოს წინააღმდეგ

ქულები რედაქტირება

თამაშის განმავლობაში მოთამაშეს ქულა შემდეგ შემთხვევებში ენიჭება:

თამაშში თითოეული პარტიის გამარჯვებულად ის მოთამაშე ითვლება, რომელიც პირველად დააგროვებს 11 ქულას. თუ მოწინააღმდეგეთა ანგარიში 10-10-ია, ამ შემთხვევაში თამაში მანამ გრძელდება, სანამ ერთ-ერთი მათგანი 2 ქულიან უპირატესობას არ მოიპოვებს. მატჩი, ძირითადად, შედგება ნებისმიერი რაოდენობის კენტი რაოდენობის პარტიისაგან, თუმცა საჩემპიონატო შეხვედრებში თამაშები 5 ან 7 პარტიიანია.

მოწოდების რიგი და მხარეები რედაქტირება

თამაშის განმავლობაში მოთამაშეები მონაცვლეობით ორ-ორჯერ აწვდიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ანგარიში 10-10-ია. ამ შემთხვევაში თამაშის დასასრულამდე მოთამაშეები მონაცვლეობით აწვდიან (Deuce). მოთამაშე, რომელიც თამაშში პირველი აწვდის ბურთს, მომდევნო პარტიაში ის პირველი იღებს ბურთს.

ყოველი პარტიის შემდეგ მოთამააშები თავიანთ სათამაშო ნახევარს ცვლიან. 7 პარტიისაგან შემდგარ შეხვედრებში, როდესაც მოთამაშეს გამარჯვებისთვის 4 პარტიის მოგება სჭირდება, მეშვიდე პარტიის დროს, ერთ-ერთი მოთამაშის მიერ მეხუთე ქულის მოპოვების შემდეგ, ასევე ცვლიან მხარეებს, მიუხედავად იმია, თუ ვისი მოწოდების ჯერია. მოწოდება, თამაშსის ქულების შეცვლის უმთავრესი წინაპირობაა. თუ თამაშში მოწოდებისა და მიღების თანმიმდევრობა აირია ან მაგიდის მხარეები არ შეიცვალა, არასწორ სიტუაციაში ჩათვლილი ქულებიც ჯამდება.

წყვილთა თამაში რედაქტირება

 
წყვილთა თამაშებში მოწოდების ამსახველი სქემა

გარდა ინდივიდუალური თამაშებისა, მაგიდის ჩოგბურთი, შეიძლება წყვილებმაც ითამაშონ. 1988 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული მაგიდის ჩოგბურთის შეხვედრებ ინდივიდუალურ და წყვილთა სახეობებში ტარდება, ხოლო თანამეგობრობის თამაშებში - 2002 წლიდან.[1] 2005 წელს, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ წყვილთა თამაშები გუნდური თამაშების შემადგენელი ნაწილი იქნებოდა 2008 წლის ოლიმპიური თამაშებიდან.

წყვილთა თამაშშიც იგივე წესები მოქმედებს, რაც ინდივიდუალურ თამაშებში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა:

მოწოდება მაგიდის ცენტრში გავლებულია გრძელი ხაზი, რომელსაც ერთი მთავარი დანიშნულება აქვს: წყვილთა თამაშებში თუ მომწოდებლის მოწოდებული ბურთ პირველად თავისი ნახევრის მარჯვენა მართკუთხეზე დაეცემა, მოწინაარმდეგის ნახევარზე ბურთი, მომწოდებილის მხრიდან მარცხენა მართკუთხედში უნდა დავარდეს (ანუ, მიმღების ნახევრის მარჯვენა მართკუთხედში). წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ქულა ენიჭება.

მოწოდება და მიღება

  • წყვილებმა ბურთს რიგრიგობით უნდა დაარტყან. მაგალითად, თუ ა დაწყვილებულია ბ-სთან, ხოლო გ დ-სთან, ა- მომწოდებელია, ხოლო გ - მიმღები, მაშინ, მოთამაშეებმა ბურთს შემდეგი თანმიმდევრობით უნდა დაარტყან: ა→გ→ბ→დ. თამაში ამ სქემით გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე წესებს არ დაარღვევს.
  • მოწოდების ცვლილებისას წინა მომწოდებელი მიმღების ადგილს იკავებს, მიმღები კი - მოომწოდებლისას. თუ, თავდაპირველად წყვილთა სქემა ასე გამოისახებოდა — ა→გ→ბ→დ, მოწოდების ცვლილებისას, ამგვარ სქემას ვიღებთ: გ-ბ-დ-ა.
  • მეორე ან უკანასკნელ შეხვედრაში მოწოდების წესები საპირისპიროა. მაგ: თუ თამაში შემდეგი სქემით მიმდინარეობდა — ა-გ-ბ-დ, სქემა შემდეგნაირად იცვლება - გ-ა-დ-ბ ან დ-ბ-გ-ა, რომელიც გ-სა და დ-ს არჩევანზეა დამოკიდებული, მათ შორის პირველი ვინ მოაწვდის. წყვილთა თამაშებს წყვილებს მათ შორის მოწოდების რიგის არჩევის უფლება აქვთ. მიმღებ წყვილსაც, შეხვედრის პირველ თამაშში აქვთ მსგავსი არჩევანის უფლება.
  • როდესაც წყვილი 5 ქულას დააგროვებს, მოწინააღმდეგეებმა მაგიდის მხარეები და მოწოდების რიგი უნდა შეიცვალონ. მაგალითად: თუ 5 ქულის დაგროვებამდე წყვილი შემდეგი სქემით აწვდიდა — ა-გ-ბ-დ, 5 ქულის დაგროვების შემდეგ შემდეგი სქემით აწვდიან — ა-დ-ბ-გ (თუ ქულა აბ წყვილმა აიღო), წინააღმდეგ შემთხვევაში, გაწვდის პირველად და შემდეგი სქემა გვექნება — გ-ა-დ-ბ.

დაჩქარების სისტემა რედაქტირება

თუ თამაში 10 წუთის განმავლობაში არ დასრულდა და 18-ზე ნაკლები ქულა დაგროვდა, დაჩქარების სისტემის წესებით მოქმედებენ. მსაჯები წყვეტენ თამაშს და მოთამაშეები უკანასკნელი ქულისთვის იბრძვიან. თუ დაჩქარების სიტემას მაშინ შემოიღებენ, როცა ბურთი თამაშში არაა, წინა მიმღები შეიძლება მომწოდებელი გახდეს. დაჩქარების სიტემის თანახმად, თუ მომწოდებელი მიმღების მიერ 13-ჯერ ზედიზედ დარტყმულ ბურთამდე ქულის მოპოვებას ვერ შეძლებს, ქულა მიმღებს ენიჭება. დაჩქარების სისტემის შემოღება, ასევე, შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მოთამაშეთა ან წყვილთა მოთხოვნის საფუძველზე. ერთხელ შემოღებული დაჩქარების სისტემა მატჩის ბოლომდე ძალაში რჩება. მატჩის დროის შესამოკლებელი წესე, ძირითადად, დამცავი სტილის მოთამაშეთა მატჩებში გვხვდება.

ჭერა რედაქტირება

 
ვლადიმირ სამსონოვი

მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშეებს ჩოგნები სხვადასხვანაირად უჭირავთ,თუმცა, შესაძლებელია, ჭერის 2 ტიპი გამოვყოთ: პენჰოლდი და შეიკჰენდი. მაგიდის ჩოგბურთის წესების თანახმად, ჭერის მანერა განსაზღვრული არ არის, ამიტომac, თამაშებში ჭერის მრავალრიცხოვან სახეს ვხედავთ.

ცნობილი მოთამაშეები რედაქტირება

არსებობს მაგისი ჩობგურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური დიდების დარბაზის მუზეუმი.[2] დიდ შლემს იღებს ის მოთამაშე რომელიც მოიგებს: ოლიმპიურ თამაშებს, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატსა და თასს.[3] შვედი იან-უვე ვალდნერი არის პირველი მამაკაცი რომელმაც 1992 წელს მოიპოვა ეს ტიტული, ხოლო ჩინელი დენ იაპინი პირველი ქალი რომელმაც დიდი შლემი 1996 წელს მოიპოვა.

+(პერსონი მონაწილეობდა ყველა ოლიმპიურ გათამაშებაში 1988-წლიდან)
სახელი (სქესი) ეროვნება მოგების თარიღი სურათი
ოლიმპიადა მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიო თასი
დენ იაპინი (F)[4]   ჩინეთი 2 (1992, 96) 3 (1991, 95, 97) 1 (1996)
იან-უვე ვალდნერი (M)[5]   შვედეთი 1 (1992) 2 (1989, 97) 1 (1990)
ლიუ გიოლიანი (M)[6]   ჩინეთი 1 (1996) 1 (1999) 1 (1996)
კუნ ლინხუი (M)[7]   ჩინეთი 1 (2000) 1 (1995) 1 (1995)
უან ნანი (F)[8]   ჩინეთი 1 (2000) 3 (1999, 2001, 03) 4 (1997, 98, 2003, 07)
იორგენ პერსონი (M)[9]
  შვედეთი 1 (1991) 1 (1991)
ჩჟან ინინი (F)[10]   ჩინეთი 2 (2004, 08) 2 (2005, 09) 4 (2001, 02, 04, 05)
 
ჩჟან ინინი
ჩჟან ძიკე (M)[11]   ჩინეთი 1 (2012) 2 (2011, 13) 2 (2011, 14)
 
ჩჟან ძიკე
ლი ხიაოხიე (F)[12]   ჩინეთი 1 (2012) 1 (2013) 1 (2008)
 
ლი ხიაოხიე
დინ ნინი (F)[13]   ჩინეთი 1 (2016) 2 (2011, 2015) 2 (2011, 2014)  
მა ლონგი (M)   ჩინეთი 1 (2016) 1 (2015) 2 (2012, 2015)
 
მა ლონგი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "ITTF statistics by event". ITTF. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2010.
  2. ITTF Hall of Fame (PDF). ITTF Museum. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 28 July 2010.
  3. Cao Jianjie. (13 December 2003) Liu Guoliang needs to prove he is good as coach. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  4. Deng Yaping's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  5. Jan-Ove Waldner's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  6. Liu Guoliang's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  7. Kong Linghui's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  8. Wang Nan's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  9. Jorgen Persson's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  10. Zhang Yining's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  11. Zhang Jike's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  12. Li Xiaoxia's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  13. Ding Ning's results of tournaments. ITTF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 11 August 2016.